"ფლორას" 27 წლის ქართველი ფეხბურთელი დიდებულ ფორმაშია და ესტონეთის ჩემპიონატში მას ტოლი არ ჰყავს
27 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი დიდებულ ფორმაშია. ესტონეთის ჩემპიონატში მას ტოლი არ ჰყავს. ტური არ გავა, "ფლორას" ქართველმა ლიდერმა გოლი არ გაიტანოს და საგოლე გადაცემა არ გააკეთოს. ბევრი იტყვის, ესტონეთის ჩემპიონატი ის პირველობა არ არის, სერიოზული დასკვნის გამოტანის საშუალებას რომ იძლეოდესო, მაგრამ ახლა ისიც ვთქვათ, საქართველოში რა დონის პირველობა გვაქვს და რამდენი უთამაშებელი გვყავს ნაკრებში...

მოკლედ, ბეგლარიშვილს კარიერაში საუკეთესო დროება უდგას. მას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულ გუნდშიც. ერთ დროს, ის ძალიან ახლოს იყო ამსტერდამის "აიაქსში" ჩარიცხვასთან, მაგრამ ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა.

"ლელო" ზაქარიას ესტონეთში შეეხმიანა...

- ფაქტია, მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობთ. ეს საფეხბურთო წელი მართლაც გამორჩეულია თქვენთვის...

- "ფლორასაც" ძალიან კარგი სეზონი აქვს. არცერთი შეხვედრა არ წაგვიგია. ესტონეთის ჩემპიონატს ვლიდერობთ... რაც შეეხება ჩემს სტატისტიკას, 14 გოლი გავიტანე და 19 საგოლე გადაცემა გავაკეთე. ამ ეტაპზე ესაა და, იმედი მაქვს, უკეთესიც იქნება.

- რამ გამოიწვია თქვენი ასეთი მკვეთრი აღმავლობა? განსაკუთრებულად მონდომებული ხართ, მწვრთნელს აქვს რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი თუ რა ხდება?

- მე მაინც მწვრთნელის ხელით ავხსნი. "ფლორას" ახლა ჰოლანდიელი სპეციალისტი ავარჯიშებს - არნო პაიპერსი. ცნობილი, მცოდნე, გამოცდილი სპეციალისტია. ადრე ესტონეთის ნაკრების მწვრთნელიც იყო, მერე ყაზახეთის ეროვნულ გუნდშიც მუშაობდა... ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ის ჩემზე აგებს გუნდის თამაშს. ძალიან ბევრი რამ შეცვალა "ფლორას" თამაშში უკეთესობისკენ. მენდობა, სჯერა ჩემი... ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, მწვრთნელის ნდობა კარგი თამაშით გავამართლო.

- "ფლორას" მიზნები არ იცვლება...

- რა თქმა უნდა, ესტონეთის ჩემპიონატში ყოველთვის პირველი ადგილისთვის ვიბრძვით. ახლაც პირველ ადგილზე ვართ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ისე კი, ახლოს ვართ ჩემპიონობასთან.

- ზოგადად, რისი თქმა შეგიძლიათ ესტონეთის ჩემპიონატზე?

- ოთხი გუნდია ისეთი, რომელიც დანარჩენებს საგრძნობლად აღემატება. სწორედ ეს ოთხი კლუბი იბრძვის ჩემპიონობისათვის. არაერთი ლეგიონერია სხვადასხვა კლუბში... რა გითხრათ, დონეს არა უშავს, ნორმალურია.

- წლების განმავლობაში მიეჩვიეთ ესტონეთსა და "ფლორას", მაგრამ ისეთ ფორმაში ხართ, ცხადია, თქვენ მიმართ იქნება ინტერესი. ხომ არ აპირებთ კლუბის შეცვლას?

- არის რამდენიმე ვარიანტი სხვადასხვა ქვეყნიდან. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ შემიძლია წინასწარ თქმა, თუ სად ვითამაშებ მომავალში. ახლა მეც არ ვიცი, დავრჩები "ფლორაში" თუ სადმე სხვაგან წავალ.

- თავის დროზე, კინაღამ "აიაქსში" ჩაირიცხეთ. იყო ინტერესი სხვა ევროპული კლუბების მხრიდანაც...

- დიახ, მართლაც ახლოს ვიყავი "აიაქსთან" და ძალიან მწყდება გული, რომ ამსტერდამულ გრანდში ჩემი დარჩენა არ გამოვიდა...

- ალბათ, ფიქრობთ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზეც, სადაც უკვე გითამაშიათ...

- რა თქმა უნდა, ვფიქრობ და, ალბათ, ლოგიკურიც იქნებოდა, ჩემთვისაც მოეცათ შანსი, თუნდაც - ამხანაგურ შეხვედრაში. წავიკითხე, ამას წინათ ნაკრების მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ჩემზეც ჰკითხეს. მისი პასუხიდან გამომდინარე, ის ნაკრებში ჩემ გამოძახებას არ აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაიოზი
ზაქრო მიხარია შენი წარმატებული თამაშები და სეზონი, უნდა გავიხსენო, რომ დავით ყიფიანი დაახლოებით შენ ასაკში გაიხსნა, როცა ახალკაცი ენდო და მასზე ააწყო გუნდი. ზაქრო უფრო მეტს ველით შენგან ჯერ წინ კიდევ ბევრი სავალი გაქვს, უფალი იყოს შენი მფარველი და მისი მადლი შეგეწიოს ფეხბურთშიც და პირად ცხოვრებაშიც. ასე გააგრძელე და ნაკრებშიც და მაღალი დონის კლუბშიც მალე გნახავთ.
fsiuuu
კარგით რა ხალხნო, ვაისს ვინ კითხავს ვინ უნდა გამოიძახოს და ვინ არა!
გივიი
ბევრი არ გააქვს? თამაში არ გავა გოლი არ გაიტანოს.1 თვის წინ ევროპაზე სლოვენიის DOMŽALEსაც გაუტანა უმაგრესი გოლი
ვახტანგი
არც დვალიშვილია გამოსაძახებელი და არც ეს, უდაბლესი დონეა ესტონეთის ჩემპიონატი და იქაც არ გააქვს ამ კაცს ბევრი გოლი რატომ უნდა გამოიძახონ
romandro
tu romelime fexburtels erovnul nakrebshi tamashis survili amozravebs,is fexburteli umdables chempionatis klubebshi arunda garbodes satamashot,saqartvelos chempionatze ori tavit ufro uketesi chempionatshi mainc unda tamashobdes,tundac yvelaze cota azerebaijanisa da yazaxetis chempionatis doneze mainc,samwuxarod bevri amdonis chempionatebshic ki ver xvdeba da nakrebio gaizaxian.
opizar
წარმატებები ზახარ, შენ ესე გააგრძელე მაგარი სეზონი გაქვს,ესტონეთში საუკეთესო ხარ და რამდენჯერაც ხანს არ დაინახავენ იმდენჯერ წააძახებს ხალხი და მერე იძულებული იქნებიან...მგონი მაქ მარტო ვაისი არ უნდა წყვიტავდეს ეგრე ჩანს..ბეგლარიშვილი და სხირტლაძე ეხლა მგონი საუკეთესო ფორმაში არიან შემტევებიდან , მაგრამ ჩვენ მაინც ლადოს იმედზე ვართ:( სატირალია სასაცილო რომ არ იყოს
ალეკო
გასაკვირია ნამდვილად, ამ დვალიშვილს რომ იწვევენ და დაარბენინებენ უაზროდ მოედანზე აქეთ-იქით, მოიწვიონ ეს ადამიანი, აგერ, ხომ გააქვს გოლები!
ერეკლე მეორე სართულიდან. ოთარა და რეზოს გვერძე მცხოვრები
ამას რა უგავს ქართველის, მგონი აზერია ხო? ბეგლარ იბნ ბეგოშ ოღლი. თურმე კარებს არ აცელს 5 მეტრიდან და მეტი რაღა გინდათ.
Vasili
Martali gitxrat, Ver vxdebi Ra kriteriumebit izaxebs nakrebshi, Ro gadavxede shemadgenlobas , yvelaze normaluri rgoli dacvis xazia, da Ra xdeba naxevardacvashi , tavdasxmashi, titqmis an yvela utamashebelia, Ver xvdebiab ziritashi da mizezi gaugebaria, Rato izaxebs utamashevels da Rato Ar azlevs Shans formashi myof adamians
ice
შამქორის ბრძოლამდე 24 დღით და 7 საათით ადრე. ბენეფისი ქონდა 1 გოლი და 2 კუთხური მოიპოვა :))
status quo
დვალიშვილი არ დაგეკარგოთ.გამახსენეთ,ბოლოს რომელ წელს გაიტანა გოლი?
იკიოო
ლატვიის და ყაზახეთის აუტსაიდერი გუნდებიდან იძახებებ ნაკრებში , და ესტონეთის ჩემპის საუკეთესო ფეხბურთელს არა. ვერაფერი ვერ გავიგე
გოგი
მოჭიდავე დვალიშვილი ლადო ურჩევნია ვაის
MMM
მართალია! ნახევარზე მეტი ვინც გამოიძახეს, ძირითადს ვინ ჩივის, სათადარიგოებშიც არ არის! გამოძახებას რა უდგას წინ? თუ ვარდარის სათადარიგოს იძახებენ, ფოლას ძირითადის ფეხბურთელმა რა დააშავა?
roma
წარმატებებს გისურვებ და იმედია მალე მიხვდება ვაისი რომ დვალიშვილი აღარ უნდა გამოიძახოს და შენისთანა ფეხბურთელები რომლებიც სისტემატიურად თამაშობენ თუნდაც ესტონეთში ისენი გამოიძახოს. წარმატებები და ასეთ მაღალ დონეზე თუ გააგრძელებ თამაშს აუცილებლად დაინტერესდება რომელიმე კარგი გუნდი შენით. თუნდაც ისევ აიაქსი
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა ჩააბარა - მას ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]
"ესტონურ პასპორტს ყოველდღე ველოდები" - ზაქარია ბეგლარიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება? - ქართველ შემტევს ამისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს
ჯიმი ტაბიძე ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა, ზაქარია ბეგლარიშვილი - ვერა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ზაქარია ბეგლარიშვილმა "ტამეკას" გოლი გაუტანა, მისმა "ფლორამ" კი 3:0 გაიმარჯვა [VIDEO]
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ