ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პასუხგაუცემელი შეკითხვების ტური

პასუხგაუცემელი შეკითხვების ტური

ლიგა 1. XXVIII ტური. გამოხმაურება
28-ე ტურში ერთბშად ორი ცენტრალური მატჩი გაიმართა. ორივე უმნიშვნელოვანესი იყო საჩემპიონო რბოლაში. შედეგი? ფრანგული პრესის მიერ "დიდი ხუთეულის" წევრად მონათლული პსჟ მარსელში წაგების შემდეგ ალბათ უკვე უნდა გამოვაკლოთ და უპრიანი იქნება, თუკი ამიერიდან ლაპარაკი "დიდ ოთხეულზე" გვექნება. განსხვავება პარიზელებსა და ჩემპიონატის ლიდერ "ლილს" შორის უკვე 10 ქულაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი სრულიად საფრანგეთის მიერ ფრანგულ კლასიკოდ არის სახელდებული, საჩემპიონო თვალსაზრისით უმთავრესი დაპირისპირება მაინც "სტად დე ჟერლანზე" გაიმართა, სადაც "ლიონმა" "რენს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში სტუმრებმა ერთადერთხელ დაარტყეს კარის ჩარჩოში და ისიც ზუსტად. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისინი ამას იმსახურებდნენ, მაგრამ ფეხბურთის ხიბლი სწორედ ეს არის, ლოგიკის ძებნა ხშირად უსარგებლოა. არა, არც იმის თქმა გვინდა, რომ მასპინძელი ბრწყინავდა, თუმცა... ჰო, არ უნდა დავივიწყოთ, რომ "რენი" 25 წუთზე მეტი რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. არბიტრმა ვიქტორ მონტანო არასპორტული საქციელისთვის მინდვრიდან სრულიად სამართლიანად მიაბრძანა. ერთადერთი, ვინც ამ შედეგით კმაყოფილი დარჩა, "ლილი" გახლავთ. ჩრდილოელებმა საკუთარი შეხვედრა არცთუ იოლად, მაგრამ მოიგეს და ახლა უახლოეს კონკურენტ "მარსელს" უკვე 4 ქულით უსწრებენ.

ჯერჯერობით რუდი გარსიას შეგირდებს ნერვების მხრივ ყველაფერი რიგზე აქვთ და მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მზად არიან თუ არა მათთან საომრად დანაჩენი გუნდები, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. "პარი სენ-ჟერმენი", ვთქვათ, გასაგებია, პრაქტიკულად ჩამოიწერა. "რენი" წამოიწევს თუ არა კიდევ ერთხელ ფეხზე, ჯერ კიდევ საკითხავია და "ლიონი", რომელმაც აშკარად მოსაგები მატჩი ვერ მოიგო და თავად გაირთულა მდგომარეობა. დაბოლოს, დარჩა "მარსელი", რომელიც აშკარად ყველაზე სახიფათო მეტოქედ რჩება.

"ველოდრომზე" "მარსელი"-პსჟ-ის დასრულების შემდეგ საინტერესო კომენტარები გააკეთეს ამ გუნდების თავკაცებმა. უინტერესო არ იქნება, მათ მოვუსმინოთ და გავიგოთ, რას ფიქრობენ დარჩენილ შანსებზე. მაშ ასე, ანტუან კამბუარე: "გაორებული გრძნობები მაქვს... მატჩის პირველ ნახევარში ფიზიკურად ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით, სწორედ ამის წყალობა იყო, რომ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ერთის გარდა ყველა გავაფუჭეთ. მეორე მხრივ, ძალიან ცუდია, რომ ჩემმა გუნდმა მთლიანად ჩააგდო მეორე ტაიმი. ხომ ნახეთ, უკვე ვეღარაფერი გავაწყვეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 10 ტურია დარჩენილი და მაქსიმუმი რასაც შეიძლება მივაღწიოთ, ეს მეხუთე ადგილის შენარჩუნება იქნება. მეტის იმედად ყოფნა უკვე ილუზიას ჰგავს, თუმცა უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ბოლომდე მაინც არ შევწყვეტთ".

მარსელის "ოლიმპიკის" მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი: "ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ვიზეიმეთ, თუმცა ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად ისევ "ლილი" მიმაჩნია. რუდი გარსიას გუნდს საიმისოდ ყველაფერი აქვს, რათა მოიგოს პირველობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას ვეთიშებით. მათი დაწევის შანსები ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს".

ტურის გმირი

ზემოთ წაიკითხავდით, ჩრდილოელებმა საკუთარი შეხვედრა არცთუ იოლად მოიგესო... დიახ, და ეს ფორმულირება მთლად ზუსტი არ არის. მეტიც, მათ ძალიან გაუჭირდათ 3 ქულის აღება. უპირველესად, ვისაც ისინი გამარჯვებას უნდა უმადლოდნენ, მათი ბრწყინვალე გოლკიპერი მიკაელ ლანდროა. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 31 წლის მეკარემ კარის ჩარჩოში წასული 9-დან 8 ბურთი აიღო ან მოიგერია. თუმცა სტატისტიკას თავი დავანებოთ და უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რამდენად დაეხმარა ის თანაგუნდელებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა მაღალი კლასის გუნდებში ურთულეს პერიოდებში სწორედ ასე ხდება. ლიდერები ყოველთვის თავის თავზე იღებენ უმთავრეს ტვირთს და თუ ასეთი ბევრია, ის გუნდი აუცილებლად მიაღწევს შედეგს. ლანდროს გარდა ბოლო ტურებში მსგავსი მისია რამდენჯერმე იტვირთა ბელგიელმა თინეიჯერმა ედენ აზარმა.

აღსანიშნავია, რომ 28-ე ტურმა რამდენიმე მეკარის გმირობაზე წერის საფუძველი მოგვცა და არც მათ დავივიწყებთ. მიკაელ ლანდროს გარდა დიდებულად იასპარეზეს სენტეტიენელმა ჟერემი ჟანომ და ნანსელმა დამიენ გრეგორინიმ.

ტურის სიმბოლური ნაკრები:

ლანდრო (ლილი) - ანდრე ლუიში (ნანსი), კაკა-ბიუიკი (რენი), ჰაინცე (მარსელი) - მაჩადო (ტულუზი), ჰერმახი (ლანსი), აკალე (ლანსი), დანიკი (ვალანსიენი) - ელენი (ოსერი), ა. აიუ (მარსელი), მ. სოვი (ლილი)

ტურის მოვლენები

ახლა კი, მოდით, ტურის საინტერესო მოვლენებზე ვილაპარაკოთ. ჯერ საუკეთესო გოლზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. 28-ე ტურში ლამაზი გოლები არც თუ ბევრი იყო, თუმცა იმათ შორის, რაც გავიდა, ყველაზე ეფექტური "მარსელის" ვეტერანი მცველის, არგენტინელი გაბრიელ ჰაინცეს მიერ 25 მეტრიდან გატანილი ჯარიმა იყო. მან ცოცხალ კედელს ბურთი ზემოდან გადაავლო და ისე გაახვია ბადეში, მეკარე გრეგორი კუპესთვის მიზერული შანსიც არ მიუცია.

ბოსნიელი ემირ სპაჰიჩი არათუ ჯენტლმენი არასოდეს ყოფილა, არამედ ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ მას უნდა მორიდებოდა. რაც მან ამჯერად გააკეთა, ეს უკვე მისთვისაც კი უჩვეულო რამაა. "მონპელიე" იმ მომეტისთვის უკვე 3:0-ს აგებდა და ფეხბურთელს ნერვები "სრულიად სამართლიანად" მოეშალა. "ლანსის" მიერ სტანდარტულის გათამაშებისას მან სტუმარ ისაამუ ჟემაას იდაყვი პირდაპირ ყელში ჩაარტყა. რას აკეთებდნენ რეფერი სებასტიან მორეირა ან მისი ასისტენტები ამაზე "ისტორიკოსი დუმს". არადა ფაქტია, რომ მათ აღნიშნული დარღვევა ვერ დააფიქსირეს. იმედია, ბოსნიელის ცხოველურ ინსტინქტებს დისციპლინარები სათანადო დისკვალიფიკაციით შეაფასებენ.

ტურის ციფრები

"ოსერმა" ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო და ამ მატჩებში არც ერთი გოლი არ გაუშვია. ეს მიღწევა აუტსაიდერს იმის იმედს აძლევს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითების საფრთხეს თავიდან აიცილებს.

"მონპელიემ" "ლანსთან" 4 გოლი გაუშვა (1:4). ეს რენე ჟირარის შეგირდებისთვის იყო მეორე მატჩი, სადაც 4 გოლი გაუშვეს. პირველი მსგავსი ჩავარდნა გუნდს 27 ნოემბერს მარსელის "ველოდრომზე" ჰქონდა - 0:4.

ლევან ბიბილაშვილი

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

"სიტი" პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს

"ზაბარნის ყველაფერში დავეხმარები" - მარკინიოსმა უკრაინელ მცველს თანადგომა აღუთქვა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს