საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა "აკროპოლისის თასზე" საბერძნეთი დაამარცხა
საბერძნეთი, ათენი, O.A.K.A. არენა, საბერძნეთი-საქართველო. საფინალო სირენამდე:

2:35 წუთი: მანუჩარ მარკოიშვილი მაიკლ დიქსონის გადაცემის შემდეგ ჩვეულად აიწია და სამქულიანით ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა (67:69). რომ არა ეს სამიანი, თამაშს, ალბათ, ვერ მოვიგებდით...

0:58 წამი: თორნიკე შენგელია ერთი-ერთზე თამაშით პრინტეზისს კარგად დაუსხლტა და მარცხენით სხვაობა კვლავ ორამდე დაიყვანა - 69:71. რომ არა ეს ორქულიანი, თამაშს, ალბათ, ვერ მოვიგებდით...

0:16 წამი: გიორგი ცინცაძემ ბურუსისის ხელიდან სამქულიანი ზუსტად სტყორცნა და - 72:71. აქ სიტყვა "ალბათის" გამოყენება საჭირო აღარაა - რომ არა ცინცაძის ეს სამიანი, მატჩს ნამდვილად ვერ მოვიგებდით. მატჩის საუკეთესო მოთამაშეზე ალალი იყო ასეთი სამიანი და შეხვედრის გმირის წოდებაც.

0:02 წამი: პრინტეზისმა საშუალო დისტანციიდან ჩვეული მოძრაობით სტყორცნა, სწორედ ისე, ევროლიგაზე საჩემპიონო მატჩები რომ მოუგია, თუმცა ამჯერად ვერ ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა: საბერძნეთში საბერძნეთი დაამარცხა!

თუ ზედა სამი აბზაცი საქართველოს ნაკრების შეტევას დავუთმეთ, ბოლო აბზაცში კარგ დაცვაზე გავამახვილეთ ყურადღება, ამის გარეშე ხომ გამარჯვების შანსი არც გვექნებოდა. თავად განსაჯეთ: ბოლო სამ წუთში საბერძნეთმა ოდენ ორი ქულა ჩააგდო.

- ილიას ზუროსი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მოგებით დიდი გუნდი გავხდით, არასწორია

- ბერძენმა კალათბურთელმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

I - სკამი

მატჩის ოთხივე პერიოდი სხვადასხვაგვარი იყო, სხვადასხვა სურათი დაგვიხატა და სხვადასხვა ნიუანსზე დაგვაფიქრა.

ბერძნებს ნომინალურ ცენტრად სასტარტო ხუთეულში პაპაიანისი ჰყავდათ, გიორგი შერმადინზე (216 სმ) ერთი სანტიმეტრით მაღალი ცენტრი. თუმცა პაპაიანისმა დაგვანახა, რომ მხოლოდ სიმაღლე კალათბურთში ბევრს ვერაფერს წყვეტს. მას ძალიან უჭირდა პოზიციების ისე შერჩევა, რომ ქართველი ცენტრი კალათთან არ მიეშვა. შედეგად, შერმადინი შეტევებს უბრალო ტყორცნით კი არა, ჩატენვებით აგვირგვინებდა, საქართველოს ნაკრების საწყისი 6 ქულა სწორედ მან მოინაგრა. თუმცა დასაწყისშივე მიიღო ორი ფოლი და მწვრთნელმა იგი 17 წლის გოგა ბითაძით შეცვალა.

ასეთ დარბაზში, ასეთი დონის კალათბურთელების წინააღმდეგ გოგას აქამდე არ ეთამაშა და დრო დასჭირდა დასამშვიდებლად. კარგია, რომ მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ ახალგაზრდას საკმარისი დრო მისცა, რათა ეგრძნო, რომ პრინტეზისის წინააღმდეგ დაცვაში თამაშიც შეუძლია და შეტევაშიც.

მეოთხედის ბოლოს ბითაძესთან ერთად მოედანზე სხვა სათადარიგოები გამოჩნდნენ და დავინახეთ, რომ სულ სხვა გამოცდილებაა საჭირო საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ თანაბრად სათამაშოდ. რაც შერმადინი გავიდა, დიდი ხნის განმავლობაში ბურთი ვეღარ ჩავაგდეთ და პირველი მეოთხედი 8:18 წავაგეთ.

II - გამთამაშებელი

მეორე პერიოდში საბერძნეთის ნაკრებმა მოედნის მთელ სიგრძეზე აქტიური პრესინგი განაგრძო, თუმცა სწორედ ამ მონაკვეთში გამოჩნდა, რას ნიშნავს გუნდისთვის გამთამაშებელი. გიორგი ცინცაძემ ჯერ თავად გამოიყენა საშუალო, შემდეგ შერმადინს ჩააგდებინა ფარქვეშიდან, თამაშის ტემპსაც აკონტროლებდა და რაც მთავარია - სწორედ მან იკისრა ფსიქოლოგიური ლიდერობა.

პირველ მეოთხედში მცირე ჩავარდნის შემდეგ გუნდი გამოაფხიზლა და მეორეში 25:19 მოვიგეთ. აქვე ცინცაძის მონაგარს მოგახსენებთ: 29 წუთში 6-დან 5 ორქულიანი, ხოლო სამქულიანებში 5-დან 1. ეს ერთი სწორედ მაშინ ჩააგდო, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. 13 ქულას "ბუმ" (ცინცაძის მეტსახელი) 5 პასი მიამატა.

III - დაცვა

საბერძნეთმა ყველაზე ნაკლები ქულა მესამე პერიოდში ჩაგვიგდო - 15. სათადარიგოთა შეტევითი პოტენციალი სასტარტოებისას ნამდვილად ჩამოუვარდება. შესაბამისად, როგორც გუშინ, ასევე ევრობასკეტზე რთული იქნება ხუთეულის წევრთა მიღწეულის გავრცობა, მაგრამ მწვრთნელი ილიას ზუროსი ბევრს მუშაობს დაცვაზე და თუ დაუკვირდებით, ვინც უნდა იყოს მოედანზე, დაცვა არ ირევა.

არადა, წინა წლებში გვახსოვს მოკლე მონაკვეთში წაგებული მატჩები: ევრობასკეტი 2013-ზე სლოვენიამ მეორე პერიოდში 31:13 მოგვიგო; ამავე საბერძნეთთან ევრო-2015-ზე მეორე პერიოდი 25:7 დავთმეთ, შემდეგ თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ დაკარგულის ანაზღაურება ვერ მოვახერხეთ.

არც უწინდებურად თავისუფლად ვასროლინებთ მეტოქეებს სამქულიანებს. მართალია, გუშინ ელინებს სამქულიანის სამიზნე გამრუდებული ჰქონდათ, მაგრამ ქართველებიც საკმარისად ავიწროებდნენ, რომ თავისუფლად არ ესროლათ. შედეგად, ჩვენმა მეტოქემ მხოლოდ 3 სამიანი გამოიყენა 25-დან.

IV - კლასი

გიორგი შერმადინმა 12-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, 23 ქულას 8 მოხსნა მიამატა. მან კლასით აშკარად დაჯაბნა ბოგრისი და პაპაიანისი.

შესაძლოა, ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ მატჩის ბედი ჩვენ სასარგებლოდ ქართველთა კლასმა გადაწყვიტა. ბერძნებზე მაღალი კლასი გვაქვს? - გაგიკვირდებათ. ამას არავინ ამბობს, უბრალოდ, რომ არა სათანადო გამოცდილება და ოსტატობის მაღალი დონე, ბოლო წამებზე ვერც მარკოიშვილი ჩააგდებდა სამქულიანს, ვერც შენგელია - ორიანს და ვერც ცინცაძე მოგვაგებინებდა სამქულიანით...

დღეს აკროპოლისის თასზე სერბეთს ვეთამაშებით. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ სერბებმა პირველ ტურში იტალია 73:65 დაამარცხეს.

აკროპოლისის თასი

23 აგვისტო, ათენი

საბერძნეთი-საქართველო 71:72

18:8, 19:25, 15:20, 19:19

საბერძნეთი: კალათესი (12ქ, 4პ), ბურუსისი (6ქ, 6მ), სლუკასი (12ქ, 4პ), პაპასი (2ქ), პაპაიანისი (2ქ), პრინტეზისი (14ქ, 8მ), პაპანიკოლაუ (15ქ), მანძარისი, პაპაპეტრუ (6ქ), ბოგრისი (2ქ), თ. ანტეტოკუნმპო.

საქართველო: დიქსონი (26წთ, 4ქ, 5პ), ცინცაძე (29წთ, 13ქ, 5პ), შერმადინი (29წთ, 23ქ, 8მ), სანაძე (22წთ, 5ქ), მარკოიშვილი (30წთ, 9ქ), შენგელია (30წთ, 14ქ, 11მ, 4პ), ბითაძე (11წთ, 4ქ), ლონდარიძე (10წთ), ბერიშვილი (2წთ), გამყრელიძე (6წთ), ბოისა (6წთ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezo
myvideo.ge dan charte megobaro da internetit uyure
მე
ამ საიტზე გუშინ ქონდათ ლაივი და ალბათ დღესაც ექნებათ
10tti
tsintsadze dzaan magari gvyavs ai dzaan did siamovnebas manichebs yvela misi pasi modzraoba da srola,mikvirs rom evropul grandshi ar tamashobs eseti magali donis kalatburteli, genacvale gio sheni fani var shens gamo movedi chexebtan sayureblad
Sandro K.
ხო და ისე არ გამიგოთ რომ ჩვენი ბიჭების მიმართ პრეტანზიამაქვს, მატჩის ბოლო მონაკვეთში ტყორცნები გამოვასწორეთ. მარტო ბუს ტყორცნა რად ღირდა. იმის თქმა მინდა რომ ბერძნები თუ არ ვცდები 24-ჯერ გავიდნენ "სასროლ"პოზიციაზე. კარგი "სნაიპერები" ამდენ "გაპარვას" არ გაპატიებენ.
galelebi
გთხოვთ გვითხრათ რომელი არხი უჩვენებს დღევანდელ თამაშს, მეორე არხი ჩვენთან არ აჩვენებს და თხოვნაა ამ არხიდან ნუ უჩვენებთ თამაშს საქართველოს გულშემატკივრები გალიდან, გაუმარჯოს ჩვენს ნაკრებს
sandro K.
გილოცავთ ყველას. შედეგი ბრწყინვალეა ჯერ ლიტვა ლიტვაში და ახლა საბერძნეთი მისსავე მოედანზე. არ არის გამორიცხული ზედიზედ მესამე არაოფიციალური თასი მოვიპოვოთ. განსაკუთრებით იტალიელთა ჯინი მჭირს - რვიდან რვა მოგვიგეს (თანაც ბოლო შეხვედრაში უკანასკნელ წამს ბურთი არ ჩაგვითვალეს და წაგვაგებინეს). მაგრამ მოდით ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით. ეს იყო გაფუჭებული სამქულიანების ზეიმი. ბერძნებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი გააფუჭეს. როგორც იტყვიან ფერი ფერსაო მადლი ღმერთსაო. ლაპარაკიც ზედმეტია რომ კარგი "სამოსნების" გუნდი ამას არ გვაპატიებს. წლიდან წლამდე ასეა. ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. რა უნდა ქნას მწვრთნელმა რომ ბიჭებს სამიზნე გაუსწოროს???
გოგა
ჩვენებმა უკვე გრანდების დამარცხება დაიწყეს! ლიტვა, საბერძნეთი, დღეს სერბებს რომ მოვუგოთ, ევროპის ჩემპიონობა მეტი კი არაფერია!!!
B-52
ღირსეული კაცია ჩვენი მწვრთნელი!
GEO
ძალიან მაგარი მშრომელია
zura
ვამაყოფთ თქვენით!!!
g.v.g.
100% ით გეთანხმები, ბრავო მანუ!!!
კომენტატორებს
მართლაც და კარგად მიჰყავთ, მაგრამ კალათბურთელთა სიმაღლის ინფორმაციებს არ ამბობენ. ნუგზარ ჯუღელი და ჯამლეტ ხუხაშვილი კალათბურთელის ყოველ შემოსვლასე გვახსენებდა: მოედანზე შემოვიდა ესა და ეს, მისი სიმაღლე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრია... ან 2 მეტრი და 16 სანტიმეტრია. ის ცეტრია, ეს დამცველია, ის სნაიპერია, მან ამდენი ქულა ჩააგდო და ასე შემდეგ. ეს ინფო საჭიროა. ახალბედა კომენტატორებმა გადახედონ არქივს.
გენაცვალეთ ბიჭებო.
ლიტვაში ვცხოვრობდი, კაუნასის ჟალგირისის მშურდა ყოველთვის, საბონისი, ხომიჩუუსი, კურტინაიტისი, იოვაიშა, ჩივილისი, სულ რატომ გვიგებდნენ. დააი დადგა ის დღე, როცა ჩვენ გვყავს ჩვენი მარკოიშვილი, ცინცაძე, შერმადინი, ... მავრამ უფრო თამამად უნდა ჩაერთონ სანაძე, შენგელია და სხვები, რათა უძლიერესი ხუთეული გვყავდეს. ძალიან მაგარი მწვრთნერლი გვყავს დროულად გრძნობს როდის უნდა შეცვალოს მოთამაშე. ჩვენ უკვე სერიოზული გუნდი ვართ და სერიოზულ ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
გიორგი
"თამაშის დასრულების შემდეგ ზუროსს ნიკოს პაპასმა ხელი რატომ არ ჩამოართვა? ვინმემ ხომ არ იცით?" ძველი წყენაა, ბერძნულ ფორუმზე წავიკითხე. რაღაც ტურნირზე ზუროსი იყო გუნდის მწვრთნელი და ახალგაზრდა პაპასი არ წაიყვანა, მაგის გამო არისო განაწყენებული
zurab
კომენიტატორები კარგი გვყავს, მაგრამ ერთი მათი ნათქვამი ეხამუშება ყურს: დაუჩემებიათ სიტყვა "გამოუვიდა"მაგ.:მესის კარგი პასი გამუვიდა (ვითომ საოცარი, ჯერ არ გაგონილი რამე მოხდაო!) და ა. შ.
ლუკა
კარგი მოგება იყო. ზუროსმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. ზუროსმა მოგება არ აღნიშნა როგორც ბერძენმა. ემოციების გარეშე იყო. დღეს სერბეთთან კიდევ ერთი საჭირო გამოცდა გვექნება, თუ ამასაც ჩავაბარებთ, მაშინ ეს უკვე სერიოზული თვითრწმენის საფუძველი გახდება.
saakadze
დიდი მადლობა ბიჭებს და რაც მთავარია დიდი მადლობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილიას ზუროსს..... აშკარად ეტყობა, რომ თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, მის წინამორბედზე კარგის მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ პრინციპულ სიტუაციებში სწოტრედ მწვრთნელის ხელი აკლდა ნაკრებს, ეხლა ყველაფერი გამოსწორებული, ჯერ ლიტვა, შემდეგ საბერძნეთი ეს სახუმარო საქმე არ არის. თუ დღეს სერბეთს ვერ მოვუგებთ, არც ეს იქნება ტრაგედია, მაინც მაგრები ხართ ბიჭებო!!!
ზსს
10 წელი მომემატა ყოჩაღ ჩვენს ნაკრებს!
jigrebi arian
ნუ შერმადინი ცინცაძე გასაგებია მარა მარკოიშვილმა რა შავი საქმეც გუშინ გააკეთა უბრალოდ მეფეა რა
გულშემატკივარი
თამაშის დასრულების შემდეგ ზუროსს ნიკოს პაპასმა ხელი რატომ არ ჩამოართვა? ვინმემ ხომ არ იცით?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ამერიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიას 27 ქულით სძლია [VIDEO]
ზუროსი: ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით
მამუკელაშვილი: მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
გიორგი შერმადინი: ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და ჩვენთვის მთავარი მომავალია
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს