სერბმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალი დაამარცხა და წელს უკვე მესამე ტიტული მიითვალა
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავაც დაუმარცხებელია მიმდინარე სეზონში. ამჯერად მან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალი დაამარცხა და წელს მესამე ტიტული მიითვალა.

მასტერსის ფინალში ამ ეტაპზე ტურის ორი საუკეთესო ჩოგბურთელის დაპირისპირება ვიხილეთ. ეს იყო სერბისა და ესპანელის რიგით 24-ე შეხვედრა და აშკარა უპირატესობა ნადალის მხარეს იყო: 16:7. თანაც, მათი ბოლო ხუთი ფინალიდან ხუთივეში ნადალმა მოიპოვა გამარჯვება. თუმცა გასათვალისწინებელი იყო კიდევ ერთი სტატსტიკური მონაცემი - ჰარდზე სერბი 7:5-ს უგებდა ესპანელს.

პირველი პარტია 45 წუთი გაგრძელდა და ესპანელის სასარგებლოდ დასრულდა. პირველი ბრეიკ-პოინტები მეხუთე გეიმში დაფიქსირდა, როცა ნადალს სერბის მოწოდებაზე სამი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სულ რაფას ამ გეიმში ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მეხუთე ცდაზე მაინც მიაღწია საწადელს. ამის შემდეგ მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, როცა სეტზე დამაჯერებლად ჩააწოდა.

მეორე სეტში ფინალისტები თავიდან ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს და პირველი ბრეიკ-პოინტი და ბრეიკი მეექვსე გეიმში ვიხილეთ - ამჯერად ჯოკოვიჩს გაუმართლა და მან 4:2 წაიყვანა ანგარიში. ზუსტად განმეორდა პირველი სეტის სცენარი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წარმატება ნოვაკს დარჩა - ისევ გაიცვალა ბრეიკები და ამ შემთხვევაში ჯოკოვიჩმა ჩააწოდა სეტზე, ოღონდ ამ გეიმში რაფას კიდევ ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, მაგრამ ნოვაკმა მეექვსე სეტბოლზე მიაღწია საწადელს. ეს გეიმი ათ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც აღმოჩნდა, მეორე პარტიის ბოლო გეიმი გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩში, რადგან მისი წაგების შემდეგ რაფაელ ნადალმა შეცდომებს უმატა და უკვე პირველივე გეიმში მისცა ბრეიკ-პოინტი მეტოქეს, რომლის მოგერიება ვერ შეძლო. მაგრამ ამით ჯოკოვიჩი არ დაკმაყოფილდა - ჯერ თავისი გეიმი აიღო, მესამეში კი კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა. საბოლოოდ, ჯოკოვიჩი 4:0 დაწინაურდა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გარკვეული იყო.

რკინის ხასიათის მიუხედავად, ასეთი ურთულესი სიტუაციიდან გამოძრომა ესპანელმა ვერ მოახერხა. ასე რომ, ორი საათი და 25 წუთი ბრძოლის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ სეზონის სტარტიდან მოყოლებული მოგებათა სერია 20 მატჩამდე აიყვანა. ამ ყველაფერმა სერბს სეზონში მესამე ტიტული და რეიტინგში მეორე ადგილი მოუტანა.

ნოვაკმა ინდიან უელსში მეორედ გაიმარჯვა და ამ მაჩვენებლით ფინალში თავის მეტოქეს გაუთანაბრდა. ჯოკოვიჩისთვის ეს იყო 21-ე ტიტული კარიერაში (13 ფინალი წაგებული აქვს), რაფაელ ნადალი კი პირველად დაამარცხა ATP-ის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში. თავის მხრივ, რაფას მაჩვენებლები ფინალებში 43 მოგებასა და 14 წაგებას უდრის.

ATP

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 4:6, 6:3, 6:2.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა