ვიტალი კლიჩკოსა და ოდლანიერ სოლისს შორის, სუპერმძიმე წონაში WBC-ის სატიტულო ბრძოლის პირველ რაუნდში დასრულების მიზეზი გაირკვა
გაირკვა სუპერმძიმე წონაში WBC-ის სატიტულო ბრძოლის პირველ რაუნდში დასრულების მიზეზი. როგორც გუშინ ვწერდით, კიოლნში უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ შეინარჩუნა ტიტული მას შემდეგ, რაც საწყის რაუნდში მისმა მოწინააღმდეგემ, კუბელმა პრეტენდენტმა ოდლანიერ სოლისმა მუხლის ტრავმის გამო თქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელმა ჯები მოარტყა მოწინააღმდეგეს, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად რინგზე დაეცა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

როგორც გერმანული გაზეთი Die Welt წერს, სოლისის მუხლის ტრავმის შესახებ ჯერ კიდევ ბრძოლის წინ იყო ცნობილი. ბრძოლის მასპინძლის - "კიოლნ-არენას" წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ორგანიზატორებმა ადრევე იცოდნენ ტრავმის შესახებ, მაგრამ საკრივო საღამო არ ჩააგდეს საფრთხის ქვეშ. მით უმეტეს, რომ სოლისის მენეჯერი ხოსე პერესი ირწმუნებოდა, რომ ბოლო შეკრების პერიოდში კუბელი მოკრივე მწყობრში ჩადგებოდა. ბრძოლის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ოდლანიერს მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი.

ბუნებრივია, ორივე მხარე უკმაყოფილი დარჩა არასრულფასოვანი ჩხუბის გამო, ამიტომაც სოლისის გუნდმა კლიჩკოსგან რევანში მოითხოვა.

"თუ ვიტალი ნამდვილი მამაკაცია და სოლისის გამოჯანმრთელების მომენტისთვის კრივიდან არ იქნება წასული, აუცილებლად უნდა ჩაატაროს ჩემს კლიენტთან კიდევ ერთი ბრძოლა. ვერ წარმომიდგენია კლიჩკო ასეთი გამარჯვების გამო ამაყი იყოს", - განაცხადა RTL-ის ეთერში კუბელის პრომოუტერმა აჰმეთ ონერმა.

გერმანულმა პრესამ გაარკვია ჰონორარის ოდენობა, რომელიც მოკრივეებმა ამ საჩემპიონო ბრძოლისთვის მიიღეს. კუბელმა 1.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, უფროსმა კლიჩკომ კი, რომელმაც მეექვსედ დაიცვა WBC-ის ტიტული, თავისი საბანკო ანგარიში 15 მილიონით შეავსო.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე