ავსტრიული "კაპფენბერგის" ნახევარმცველი გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ რანგით მეორე ავსტრიულ ლიგაში მოასპარეზე "კაპფენბერგის" წევრ ლევან ელოშვილსაც უხმო. ელოშვილი 19 წლისაა. ის კარგა ხანია, ევროპაში თამაშობს. ზოგადად, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში კარგი შემადგენლობაა თავმოყრილი. შესარჩევ ციკლს კი პოლონეთთან საშინაო შეხვედრით ვიწყებთ...

- U21. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის შესარჩევისთვის ცნობილია

ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების სხვა წევრებისაგან განსხვავებით, ელოშვილის თაობაზე შედარებით ცოტა ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მწარე რეალობა გვაიძულებს, განსაკუთრებით დიდი ყურადღება მივაქციოთ იმ ფეხბურთელებს, რომელთა თაობაზეც არ გვაქვს ამომწურავი ინფორმაცია.

ბევრია ქართული გვარის მქონე ისეთი მოთამაშე, რომელიც ჩვენს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებში თამაშს უარობს. საბედნიეროდ, ელოშვილი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. რა თქმა უნდა, საინტერესოა მისი გაცნობა. ამ ვაკუუმის შესავსებად "ლელო" მას ავსტრიაში დაუკავშირდა...

- ლევან, თავდაპირველად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა უნდა მოგილოცოთ...

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მინდა გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. ვეცდები, ბოლომდე გავამართლო სამწვრთნელო შტაბისა და ქართველი გულშემატკივრების იმედები. დამეთანხმებით, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, დაიცვას მშობლიური ქვეყნის ნაკრების ღირსება. ჩემი ოცნებაც ესაა.

- ფაქტია, ქართველმა გულშემატკივარმა შედარებით ცოტა იცის თქვენ შესახებ. მოგვიყევით, რა საფეხბურთო გზა გაიარეთ.

- მშობლებმა 7 წლის ასაკში მიმიყვანეს საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში". მალე ის "საბურთალოსთან" გაერთიანდა და ამის შემდეგ უკვე ავსტრიაში გაგრძელდა ჩემი კარიერა.

- საინტერესოა, როგორ მოხვდით ამ ქვეყანაში ასეთ პატარა ასაკში?

- ავსტრიაში 2013 წელს ჩამოვედი მშობლებთან ერთად და ჩავბარდით ლტოლვილად. ისე მოხდა, რომ ამ მიწაზე გაგვანაწილეს საცხოვრებლად. მითხრეს, რომ არსებობდა "კაპფენბერგის" საკმაოდ ძლიერი აკადემია და გადავწყვიტე, სინჯებზე მივსულიყავი.

- რა ვითარებაა გუნდში, რამდენად გრძნობთ ხელმძღვანელობისა და მწვრთნელების ნდობას? პარტნიორებს როგორ შეეგუეთ?

- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. როგორც კლუბის ხელმძღვანელებთან, ისე მწვრთნელებთან და პარტნიორებთან.

- რას იტყვით ავსტრიის პირველი დივიზიონის დონეზე?

- ალბათ, დამწყები ფეხბურთელისთვის ცუდი არ არის. იმედი მაქვს, მალე მეტი სათამაშო დრო მომეცემა.

- რომელია თქვენი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა?

- ძირითადად მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობ. იშვიათად მარჯვნივაც მიწევს თამაში.

- საინტერესოა, თუ გაქვთ ნაკლი, რომლის გამოსწორებაზეც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობთ?

- არ მინდა, საკუთარ თავზე ზედმეტი საუბარი გამომივიდეს, მაგრამ ყოველი დილის ვარჯიშის მერე ვრჩები ბაზაზე და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ.

- რას იტყვით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შანსებზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში? ფაქტია, მის დაწყებას ყველა განსაკუთრებული ოპტიმიზმით ველით...

- წინასწარ რთულია რაიმეს თქმა. ფაქტია, უკეთეს ჯგუფს ვერც ვინატრებდით.

- რეჟიმთან როგორ ხართ?

- გულწრფელად გეტყვით, სულ ვცდილობ, რომ რეჟიმში ვიყო. ეს ყველაზე მთავარია ფეხბურთელისა და, ზოგადად, სპორტსმენისთვის.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ მეტწილად შინ ვარ ხოლმე.

- საინტერესოა, თქვენი საფეხბურთო გემოვნების შესახებაც ვიცოდეთ...

- უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი ვარ. გარდა ამისა, საფრანგეთის ნაკრებს ვქომაგობ და ლონდონის "არსენალს". თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთი ტიერი ანრიმ შემაყვარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga
წარმატებები ლევან.
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"შტურმმა" ტრავმირებული კიტეიშვილის გარეშე დერბიში რთული გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ოთარ კიტეიშვილის გუნდს გოლი ლევან ელოშვილმა გაუტანა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან