დღეს ფრანგულ ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა მე-12 ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 407 წარმომადგენელი გამოვა
დღეს ფრანგულ ექს-ლე-ბენში სტარტს აიღებს მოჭადრაკე ვაჟთა მე-12 ევროპის ჩემპიონატი. წინასწარი მონაცემებით, მედლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის 407 წარმომადგენელი იასპარეზებს, მათ შორის - 174 დიდოსტატი. ფრანგულ ქალაქს რეკორდამდე 2 მონაწილე დააკლდა, რადგან შარშანდელ პირველობაში ხორვატიულ რიეკაში 408 მოჭადრაკე ცდიდა ძალებს.

ექს-ლე-ბენში 2 მარტიდან 2 აპრილამდე შვეიცარიული სისტემით 11 ტური გათამაშდება. თითოეულ მოჭადრაკეს პარტიაში 40 სვლისათვის მიეცემა 90 წუთი, შემდეგ პარტიის ბოლომდე პლუს 30 წუთი ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 29 მარტი დასვენების დღეა. 23 საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიოს თასზე თამაშის უფლებას მიიღებს, ხოლო 25 რჩეული ფულად ჯილდოებს დაიმსახურებს. მათ შორის: ჩემპიონი-20 ათას ევროს, ვერცხლის მედალოსანი-15 ათასს, მესამე ადგილზე გასული-11 ათასს. სულ საპრიზო ფონდია 113 700 ევრო (IV ადგილი-8000, V-7000, VI-6000, VII-5500, VIII-5000, IX-4500, X-4000 ევრო და ა.შ. 25-ე ადგილის ჩათვლით).

ამ ჩემპიონატზე საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავს შარშანდელი პირველობის ვერცხლისა და შარშანწინდელი ბრინჯაოს პრიზიორი ბაადურ ჯობავა (2707). ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინაში ცოლოურს იმყოფებოდა. 17 მარტს მას ქალიშვილი შეეძინა. ვულოცავთ! ეს სასიხარულო ფაქტი მისთვის ჩემპიონატზე დამატებითი სტიმული იქნება. საფრანგეთში ბაადურთან ერთად იასპარეზებენ: წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ლევან ფანცულაია (2595), თორნიკე სანიკიძე (2542), დავით ბენიძე (2503), დავით ლობჟანიძე (2489), ლუკა პაიჭაძე (2487), სალომე მელია (2462), ლელა ჯავახიშვილი (2437), საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი დავით ზარქუა (2397).

ტურნირზე ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. 9 მონაწილე 2700-იანთა კლუბის წევრია. ესენი არიან: პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2730), შარშანდელი ევროპის ჩემპიონი იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი, 2729), დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2722), ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2720), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2718), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2716), რადოსლავ ვოიტაჩეკი (პოლონეთი, 2711), ბაადურ ჯობავა (2707) და ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი, 2707). სხვა არანაკლებ ძლიერი დიდოსტატი ქალ-ვაჟი იბრძოლებს მედლებისა და ფულადი ჯილდოებისთვის: მათ შორის - ლორან ფრესინე (საფრანგეთი, 2693), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2692), იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2686), არკადი ნაიდიჩი (გერმანია, 2684), სერგეი რუბლიოვსკი (რუსეთი, 2678), ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (რუმინეთი, 2673), ვიქტორ ბოლოგანი (მოლდოვა, 2671), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2582), ევროპის ექსჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2443), ვიქტორი ჩმილიტე (ლიტვა, 2526) და სხვები.

ჩემპიონატი დღეს ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.

kopala
რა გაგიკვირდა დათოს ფრე,არ შეიძლება ? თუ ფავორიტებში მოიხსენიებ ჯობავასავით?კიდევ კარგი დათოც არაა ტრაბახა და მკვეხარა ბიჭი ზოგიერთივით,მოულოდნელი კი ნამდვილად ლელას მოგება იყო
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა