თურქეთში ევროპის თასზე მყოფმა ჩვენმა ბიჭებმა 14 მედალი - 5 ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი მოიპოვეს, რასაც გოგონებმა თითო ოქრო-ბრინჯაო დაუმატეს
ქართველმა ჭაბუკებმა დიდი წარმატებით იჭიდავეს ანთალიაში, ევროპის თასზე. შეჯიბრება ამ უქმეებზე ჩატარდა და ჩვენი სოლიდური, დაახლოებით 45-კაციანი გუნდის მონაგარიც ასევე სოლიდურია - 16 მედალი. აქედან ბიჭებმა 14 მოიპოვეს - 5 ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი, რასაც გოგონებმა ორი დაუმატეს - თითო ოქრო-ბრინჯაო.

ბიჭებში ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (60), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) გახდნენ. ვერცხლის მედლებს აპოლონ ზურაბიანი (66), ბექა დონღვანი (73), ადამ ვარაზიშვილი (81) და გიორგი გელაშვილი (+90) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - გოდერძი ფეტვიაშვილი (55), დავით ჭიკაიძე (66), ჯაბა მუმლაძე (81), ჯაბა კაპანაძე (90) და ზაზა ხუბულური (+90). გოგოებში მხოლოდ 57-ის წარმომადგენლებმა იყოჩაღეს - მარიამ ჯანაშვილი ჩემპიონი გახდა, მარიამ ციხელაშვილი კი მესამეზე გავიდა.

ევროპის თასები ამ ასაკის ძიუდოისტთა შორის ძალზე პრესტიჟულია და ეს შეჯიბრებაც ძლიერი გამოდგა. მართალია, მონაწილეთა უმეტესობას თურქები შეადგენდნენ, მაგრამ იყვნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, ხორვატიის, ტაჯიკეთის და სხვათა გუნდები. მისასალმებელია ასეთ წარმომადგენლობით შეჯიბრებაში ამდენი მედალი. მით უფრო, სამ წონაში - 73, 81 და +90-ში ქართული ფინალები გაიმართა. ამავე წონებში კვარცხლბეკიც ძირითადად ჩვენებურებმა შეავსეს. მეტიც - 73-ში ნახევარფინალში ოთხივე მოჭიდავე ქართველი იყო, 81-სა და მძიმეში კი ამ ეტაპზე სამ-სამი ფალავანი გვყავდა. ანთალია კარგად დასცადა ჯანაშვილმაც - შარშან იქ მესამე იყო. საინტერესოა, რომ ანთალიაში ჩემპიონი შარშანაც გვყავდა - მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემ მოიგო.

ჯანაშვილმა ამჯერად ყველა შეხვედრაში წმინდად იმარჯვა - ბელარუსი ანა ტოლსტიზენკო და თურქი კევსერ ქევიკი დააიპონა, მორიგ მასპინძლებს - დილაი სუტს და სელინ გიულს ფინალში კი ქულათა დიდი უპირატესობით აჯობა. ციხელაშვილმა ხორვატი ადრიანა რედზეპაჯი დააიპონა და თურქ იალცინ გუნერსაც იუკოთი უგებდა, მაგრამ წმინდად დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო, სადაც მასპინძელთა ჯავრი ორმაგად იყარა - სენაი ბირინჩი ძალზე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ორივეს თითო ვაზარი ჰქონდა, მაგრამ ჩვენებურმა ორი იუკოც აართვა), ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ზემოხსენებულ სუტს აჯობა. გოგოების ნაკრების სხვა წევრებიდან შედარებით უკეთ მხოლოდ ანი მინდიაშვილი (63) გამოვიდა - ძირითად ბადეში ორი შეხვედრა მოიგო, მერე სანუგეშოში გადაერთო და ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ წააგო და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მედალოსანთა გარდა, თითქმის ყველა პირველად ჭიდაობდა უცხოეთში.

ეს შეჯიბრება ბიჭების ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ვაზაგაშვილისთვის პირველი უცხოური სტარტი იყო და დებიუტი წარმატებულიც გამოუვიდა. მას გაუმართლა ჩანაფიქრმა - გამოეცადა საქართველოს ყველა მედალოსანი. ამათ გარდა, ანთალიაში საკუთარი ხარჯით ექვსი უმედლოც წავიდა, თუმცა მათ დიდად ვერ ივარგეს. ჩემპიონთა ზემოხსენებული ხუთეულიდან ოთხი ქვეყნის პირველობის გამარჯვებულიცაა - კირაკოზაშვილი, ღვინიაშვილი, ჩოჩელი და ლაზუაშვილი. მართალია, ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ რჩება გარკვეული უცხოური შეჯიბრებები, მაგრამ ამ ოთხეულმა ახლანდელი წარმატებით გუნდში მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად გაიმყარეს. კირაკოზაშვილმა ხუთიდან ოთხი შეხვედრა წმინდად მოიგო, ღვინიაშვილმა ოთხი შეხვედრა გამართა და ყველაში სუფთად იმარჯვა (მათ შორის, ნახევარფინალშიც თანაგუნდელ მუმლაძესთან), ჩოჩელმა ოთხიდან ორი ორთაბრძოლა დაასრულა სუფთა მოგებით, ლაზუაშვილმა - პირველი ორი, ნახევარფინალში ხუბულურს და ფინალში გელაშვილს კი ქულებით აჯობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველობაზე მან ფინალში ხუბულური დაამარცხა. რაც შეეხება მეხუთე ჩემპიონს - გუგავას, ის საქართველოზე მესამე იყო, ჩემპიონი კი დონღვანი გახდა. ისინი ქვეყნის პირველობაზე არ შეხვედრიან ერთმანეთს.

ვაზაგაშვილი ანთალიური შეჯიბრების შედეგების მიხედვით შეარჩევს იმ შემადგენლობას, რომელიც ორ კვირაში კიევში იასპარეზებს ისევ ევროპის თასზე. ამის შემდეგ კანდიდატები ორ საშინაო ტურნირზეც გამოვლენ და საბოლოოდ ამის შემდეგ გამოვლინდება 24-26 ივნისს მალტურ კოტონერაში ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი.

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება