UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის მკაცრი სანქციებით იმუქრება

UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის მკაცრი სანქციებით იმუქრება.

მას შემდეგ, რაც "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადა, ფრანგული კლუბის მიერ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დაცვის საკითხი აქტუალური გახდა. UEFA-ს პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ რეგულაციების დარღვევა არავის ეპატიება.

"UEFA მზადაა მკაცრად დასაჯოს ყველა კლუბი, ვინც ფინანსურ ფეარ ფლეის დაარღვევს. ამას სერიოზულად ვამბობ. ამაში თავად დარწმუნდებით. შევეცდებით ყველა კლუბს დავეხმაროთ წესებს პატივი სცენ.

კლუბებთან სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებს გავივლით და თუ ისინი წესებს მაინც არ დაიცავენ, მაშინ სასჯელი მკაცრი იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ პსჟ-ს, არამედ ევროპის ყველა კლუბს. სიტუაციას თვალს ვადევნებთ და დამიჯერეთ, ამაზე ვმუშაობთ." - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ESPN.

გაგაცნობთ იმ შესაძლო სანქციებს, რომლებიც წესების დამრღვევ კლუბს შეიძლება დაეკისროს:

გაფრთხილება

საყვედურის გამოცხადება

ჯარიმა

ქულების ჩამოკლება

UFEA-ს ტურნირებიდან მიღებული შემოსავლის გაუქმება

UEFA-ს ტურნირებზე ფეხბურთელების რეგისტრაციის შეზღუდვა

UEFA-ს ტურნირებზე დასარეგისტრირებელი ფეხბურთელების რაოდენობის შემცირება

UEFA-ს ტურნირიდან მოკვეთა

ტიტულის ჩამორთმევა

UEFA-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფინანსური ფეარ ფლეის მიზნების მიღწევისთვის, სანქციებზე ხშირად, სარეაბილიტაციო ქმედებები ხორციელდება. თუმცა, ორგანიზაციის პრეზიდენტის ბოლო განცხადებიდან ირკვევა, რომ პსჟ-ს შემთხვევაში ასე არ მოხდება.

რა შემთხვევაში არღვევს კლუბი ფინანსური ფეარ ფლეის წესებს? თუ ბოლო 3 წლის განმავლობაში მისი წაგება 5 მილიონ ევროს აღემატება. იმ კლუბებისთვის, რომლებსაც მესაკუთრე აფინანსებს, UEFA-მ შეღავათი დააწესა და 2017/18 წლების სეზონის ჩათვლით, მათ ბოლო 3 წლის განმავლობაში 30-მილიონიანი წაგების ჩვენება შეუძლიათ.

"პარი სენ-ჟერმენს", ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანსფერებში დახარჯულ და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა -379 მილიონი ევრო აქვს. ეს ნიშნავს, რომ პარიზელებს 349 მილიონის გამომუშავება ჭირდება, თან ისე, რომ შემოსავლის წყარო კლუბის მესაკუთრესთან დაკავშირებული არ იყოს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პსჟ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევის გამო ერთხელ უკვე დასაჯეს და იგივეს გამეორების შემთხვევაში, სავაურაუდოდ, სანქცია მართლაც მკაცრი იქნება.

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
"პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელები რა შუაში არიან?" - ჩეფერინმა იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა