საქართველოს ნაკრების 19 წლის ფორვარდმა ბელგიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 36 წუთში 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა
საქართველოს ნაკრების 19 წლის ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა - პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.

აი, რა წერია ბელგიურ გაზეთ "ფოკუსში": "შენგელიას ეფექტური გარჯის წყალობით სტუმარმა "პეპინსტერმა" "ოოსტენდეს" პირველი პერიოდი 23:17 მოუგო. მეორე მეოთხედიდან მასპინძლებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მე-20 წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს - 33:33. ყველაფერი მეოთხე ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც მარკუს ფეისონის წყალობით "ოოსტენდემ" 32:18 მოიგო."

შეხვედრის მსვლელობაზე ზოგად სურათს მიმოხილვის ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტი გვაძლევს. თორნიკეს თამაშზე კი ვრცლად შევჩერდებით. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 36 წუთი, 18 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება, 2 შეცდომა, 5 ფოლი. შენგელიამ სამი სამქულიანი ააცილა, სამაგიეროდ 2-დან 2 საჯარიმო და 11-დან 8 ორქულიანი გამოიყენა. მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა 23-ს მიაღწია, რაც პეპისნტერელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

საერთოდ მატჩში კი მქკ-ს კოეფიციენტის მიხედვით პირველი ბელგიის ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი მარკუს ფეისონი გახლდათ - 27. მან 19 ქულა მოაგროვა. "ოოსტენდეში" ითამაშა ბელგიელთა ეროვნული გუნდის ცენტრმა ტომას ვან დენ შპიგელმა, რომელიც ამ სეზონში კლუბიდან კლუბში მოგზაურობს, რაც მის სათამაშო ფორმასაც ეტყობა. ამიტომ, მწვრთნელმა ტომასი მხოლოდ 4 წუთი ათამაშა.

ბელგიის ჩემპიონატში "პეპინსტერს" 21 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს და ცხრილში ბოლოდან მესამე (მე-7) ადგილზეა. მომდევნო მატჩში შენგელიას გუნდი მეორეადგილოსან "აალსტს" მიიღებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა