დღეს დილის 10 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენიდან თელ ავივში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება
29 აგვისტოს, დილის 10 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენიდან თელ ავივში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობას 4 ქვეყანა მასპინძლობს და ისრაელში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, სადაც თავმოყრილნი არიან: ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა და საქართველო.

დანარჩენ ჯგუფებს რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობენ. თითოეული, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს და ჯამში 16 ნაკრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოიყრის თავს, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

პლეი ოფის პირველ წრეში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. ერთმანეთს A - B და C - D ჯგუფების კვალიფიკანტები შემდეგი თანმიმდევრობით შეხვდებიან ერთმანეთს:

B2 - A3

C1 - D4

A1 - B4

D2 - C3

B1 - A4

C2 - D3

A2 - B3

D1 - C4

შესაბამისად, საქართველოს, თუ ოთხეულში მოხვედრა და პლეი ოფში გასვლა მოახერხა, მერვედფინალში მეტოქედ A ჯგუფის წარმოამადგენელი ეყოლება, ხოლო მეოთხედფინალში უკვე C და D ჯგუფების წარმომადგენელი ელის.

ისრაელში გამგზავრებამდე, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები ათენის „დაისის“ დარბაზში ბოლოჯერ 28 აგვისტოს, 17:00 საათზე ავარჯიშა, რის შემდეგაც ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლითაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე იასპარეზებს.

B ჯგუფის კლენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

დავითი
არ არის არანაირად უაზრო კრიტიკა, ბოისას ათამაშებდა ხოლმე 1-2 წუთი და არამგონია ისეთი იყოს რო ვერ შეელიოს ნაკრები, შეიძლებოდა ასაკობრივი ნაკრებიდან ან საქართველოს ჩემპიონატის კლუბებიდა უკეთესების არჩევა, ვიდრე ბოისა გამყრელიძეა, მარტო ბითაძეს რო ათამაშებს, ხომ შეიძლებოდა აფხაზავაც წაეყვანა, ან ფევაძე, გამოცდილებას მაინც მიიღებდნენ ამ შეკრებებით და ევროპის ჩემპიონატით, ასევე არის რამოდენიმე კალათბურთელი რომელიც იმსახურებს შანსს ნაკრებში, მაგალითად ჩლაიძე, დვალიშვილი, გოგოძე, ძალიან კარგია ბერიშვილი რომ წაიყვანეს.
givi
აფხაზავა ხომ გვყავს ახალგაზრდებში. ბითაძესთან ერთად რომ ითამაშა. სროლაც გამყრელიძეზე კარგი აქვს და დრიბლინგიც. გამყრელიძემ სუპერ ლიგაც არ ითამაშა. თავის გუნდში აგორებდა ბურთს ტიტებში. პირველ ლიგაში. კიდევ დაგისახელებში გამყრელიძეზე უკეთეს გამთამაშებელს საქართველოში . მაგრამ აფხაზავაში დაჯერდი ჯერ.
ქუთაისი
ბიჭო,არ იცით,ვერ ერკვევით,ვერც ხვდებით და მაინც წერთ... არ უნდა წაეყვანაო გამყრელიძეო... აბა ვინ წაეყვანა?...თქვე-ენ?!... ბოისა არის უკანა ხაზის მოთამაშე,დიქსონისა და ცინცაძის ადგილას...უფრო დიქსონის...თამაშის დროს ამათ,ცოტა ხანი მაინც,შემცვლელი ხო ჭირდებათ,ეს ერთი...და მეორე- ამ ორიდან ტრამვა რომმიიღოს რომელიმემ,მაშინ რა ქნას ზუროსმა ,ა?!... დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ,მითუმეტეს როცა კრიტიკოსობთ!... გასაგებია,რომ არ არის გამყრელიძე სტეფან კარი,მაგრამ არა გვყავს მასზე უკეთესი ზამენაზე... გასაგებია?!... გელა დარსაძე რომ გვყავდეს , მაშინ მას წაიყვანდა,გამყრელიძეს არა...მაგრამ არა გვყავს გელა... სამწუხაროდ,ჩვენს გვერდით აღარაა საერთოდ...აცხონოს ღმერთმა,მაგარი კალათბურთელი იყო... დაანებეთ უაზრო და უცოდინარ კრიტიკას თავი... საქართველო,წინ!!!...მკდით ბიჭებო!!!...ერთად გავიხაროთ!!!
ქუთაისი
ვინც ბოისა ბოისაო იძახით,აუ ერთი თქვენს ტვინში ჩამახედა,რა... გუნდი ევროპაზე მიდის და იმის მაგივრად,რო გაამხნევოთ ბოისაც და დანარჩენებიც,წარმატება უსურვოთ მათ და მთელ საქართველოს... ნუ,არ ვიცი,რა... ეს ერთი და მეორე კიდე,ეს ზუროსი ყველას მოგვწონს,მის ხელში გუნდი უკეთესი გახდა,თამაშს თამაშზე იგებს და თუ ბოისა ყავს ნაკრებში,ესე იგი ასეა საჭირო...წაიყვანოს თუ არა ევროპაზე,ამას თქვენ ასწავლით?... და მესამე- ბოისა კარგი ჩამშლელია,არის მომენტები თამაშის დროს,როცა ბურთის ჩამგდებზე,ან გამთამაშებელზე მეტად ჩამშლელია საჭირო... შეიძლება სულ ერთი ორი წუთი გჭირდებოდეს,მაგრამ გჭირდებოდეს... გასაგებია?!... და მეოთხე- თქვა აქ ერთმა და მართალია...ბოისა კარგი ადამიანი და დადებითი აურის პიროვნებაა... მას პოზიტივი შეაქვს ამით გუნდში , როგორც მოედანზე ის რამდენკმე წუთი , ასევე მოედნის მიღმაც... ეს კი გუნდის საერთო განწყობაზე კარგად მლქმედებს... გასაგებია?!... დაანებეთ უცოდინარ კრიტიკას თავი... მითუმეტეს ეხლა არ არის ამის დრო 31 ში ევროპა იწყება... წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს და ვუქომაგოთ,სადაც ვიქნებით იქედან...
status quo
ბოისას და გამყრელიძეს გამოვდილება მაინც აქვთ.ლეჟავას არც გამოცდილება აქვს და დისციპლინაც არა აქვს,ძალიან კარგად მახსოვს ქალი მსაცი რპოგორ სცემა მოედანზე, მისი სასარგებლო გადაწყვეტილება რომ არ მიიღო..
წარმატებები ჩვენს გუნდს.
ბოისაზე უკეთესი დაცვაში ზაზა ფაჩულია იქნება. ბურთებს ვერ აგდებს, მაგრამ კდესავით კი გამოიყურება. აი ნამდვილი ფსიქფაქტორი მოწინააღმდეგისთვის. დანარცენში, მთავარია ზაზამ რისკიანი პოზიციიდან არ ისროლოს და საჯარიმოები ჩააგდოს. საუკეთესო ხუთეულად მიმაჩნია: ცინცაძე, დიქსონი, მარკოიშვილი, შერმადინი, შენგელია (ფაჩულია).
შოთა გუგეშაშვილი
ორი მოგებიტ გავდივარტ მარა ა ჯგუფიდან გეჯახება საფრანგეტი პირველზე ალბატ ეგ გავა
zz
გამყრელიძე არ უნდა შეეყვანა შემადგენლობაში
თენგო
დღეის მდგომარეობით იდეალური არჩევანია. ბოისა ძირითად ხუთეულში არ თამაშობს. ასაკშია, მაგრამ მის პოზიციაზე, ანუ შემცვლელ "ჩამშლელ" მცველად უკეთესი არ გვყავს. ეს ის შემთხვევაა, როცა გამოცდილებაა საჭირო. წარმატება ვუსურვოთ საქართველოს ნაკრებს. მინიმუმ, ჯგუფიდან უნდა გავიდნენ. მერე ყველაფერია შესაძლებელი. მადა ჭამაში მოდის. მიდით ბიჭებო!!!
კახა
მაგარი ბანძი საიტი გაქვთ ამ დიზაინით სულ ბოლომდე გაბანძდით
B-52
წარმატებები ბიჭებო, მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ!
andro
ლეჟავა სადაა? :)
Gg
ბოისა))))
ლევანი
ბოისა კარგი დამცველია ეს ერთი. მეორე და ალბათ მთავარი გუნდის მოტუვაციაზე და განწყობაზე დადევითად მოქმედებს. 2011 ევროპაზე დიდი დრო გავატარე გუნდთან ერთად და მაშინ ვაკვირდებოდი ამას.
malxazi
ბოისა კარგი ადამიანია, მაგრამ კალათბურთს ვაღარ თამაშობს! მწვრთნელის ადგილას ვინმე ახალწვეულს მივცემდი თამაშის საშუალებას!
roma
5 თამაშიდან 2 რომ მოვიგოთ შემდეგ ეტაპზე გავდივართ ხომ?
G.M.
ეტყობოდა კიდეც თუ ვის წაიყვანდა ბოლო თამაშებიდან გამომდინარე და ეს შემადგენლობა ოპტიმალურია დღესდღეობით
დდდ
ერთი ვინც არ მომწონს და სავარაუდოდ არც გამოგვადგება ეს ბოისაა,სხვა მშვენიერი შემადგენლობაა ბერიშვილიც წაიყვანა და რაც მთავარია და რაც ძალიან გამიხარდა ზაზა რო დავინახე შემადგენლობაში,წარმატებები
შოთა გუგეშაშვილი
კიდოვ კარგი გამყრელიზე და ბოისა არ გამორცა
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის