საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის მზადების პროგრამით 28 აგვისტოს პირველად შეიკრიბა და ივარჯიშა კიდეც. ქვეყნის პირველი გუნდი 2 სექტემბერს თბილისში ირლანდიას დაუპირისპირდება, 5 სექტემბერს კი გასვლაზე ავსტრიასთან ითამაშებს.

ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, გუნდი ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის 27 ფეხბურთელით მოემზადება. სლოვაკმა მწვრთნელმა ქვეყნის პირველ გუნდში თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და თბილისის "დინამოს" მეკარე ნუკრი რევიშვილი გამოიძახა. საქართველოს ნაკრები სასტუმრო "ჰუალინგში" იცხოვრებს.

ნაკრების დებიუტანტი ამ დროისთვის 19 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია. ვაისის არჩევანი ლოგიკურია. გოლებს რომ თავი დავანებოთ, სიხარულიძე ზოგადად გამორჩეულია ჩვენს ჩემპიონატში და იმსახურებდა კიდეც სანაკრებო სიაში ყოფნას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება მკითხველს ადრე უკვე გავაცანით...

დაიწყო შეკრება და, ტრადიციულად, აგერ, ტრავმებიც. სამწუხაროდ, გუშინდელი ვარჯიში ამ მიზეზით გამოტოვეს გიორგი ლორიამ და ჯიმი ტაბიძემ. ნაკრების საექიმო შტაბი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერდიქტს დღეს ან ხვალ გამოიტანს. ეტყობა, სწორედ ლორიას ტრავმის გამო გახდა საჭირო ნაკრებში რევიშვილის გამოძახება. ის დღეიდან ჩაერთვება საწვრთნელ პროცესში.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.

27-ის გარდა, ვაისი კიდევ 7 ფეხბურთელს გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს: ლევან გეგეჭკორი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები როგორც ონლაინრეჟიმში, ასევე "დინამო არენის" სალაროებში იყიდება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

benzema
sagol avtor, sheni wina statiis damsaxurebaa siashi cvlileba, swori kritika iyo, sixarulidzis damatebas vgulisxmob
Vakhtang Lobzhanidze
ისე ირლანდიელები ძაან ყისმათა ხალხი რომ არის ეს საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ ყველა სერია ადრე თუ გვიან მთავრდება..და მთავრდება ზუსტად იმ მომენტში როცა მავანს ამის ყველაზე ნაკლებად სჯერა..
sandro
რაც არიან ეგ არიან რა. მეტი ვინ უნდა გამოეძახა? ჭ-ლიგის ჩიჟიკ-პიჟიკ პუტინის მონა ფეხბურთელები? დვალიშვილს კიდე შეეშვით. უნიჭო ფეხბურთელია, მაგრამ კარგი კაცია ლადო. ფეისბუქზე რომ მიმართოთ თხოვნით, აღარ მოვა ნაკრებში დარწმუნებული ვარ.
2 სექტემბერი
ეროვნულ სირცხვილამდე დარჩა 4 დღე. ნეტავ ვცდებოდე
roma
დავიჯერო რომიმ 7 ფეხბურთელიდან დვალიშვილს ვერავინ ვე შეცვლის?
odala
აგერ და აქანა-იქანა დაწერეთ კიდევ. არ არის 'აგერ' ლიტერატურული ქართული. ბირჟაზე წავა, მაგრამ სტატიაში რა უნდა??
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან