საქართველოს ნაკრებისა და "ვოლგას" თავდამსხმელმა "ლუჟნიკებზე" მარცხი ხელოვნურსაფარიან მოედანს მიაწერა
გუშინ, რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, ქართველებით მდიდარი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" "ლუჟნიკებზე" მოსკოვის "სპარტაკს" ესტუმრა. მოსკოველთა რიგებში ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე რომ არ იქნებოდა, წინასწარვე ცნობილი იყო, საპირისპირო ბანაკში კი ჩვენებურები ამ დღესაც მრავლად იყვნენ - გრიგალავამ, სალუქვაძემ და მარცვალაძემ 90 წუთი ითამაშეს, გოგუამ და ხოჯავამ კი მოედანი მეორე ტაიმში დატოვეს.

ომარ თეთრაძის გუნდი ბევრს ეცადა, რუსეთის ცხრა გზის ჩემპიონთან ქულა მაინც აეღო და შეხვედრის 50-ე წუთამდეც გაძლო კიდეც. თუმცა ამის შემდეგ კი მოსკოველთაგან ველიტონმა ივაჟკაცა და მატჩის ერთადერთი გოლით "სპარტაკს" გამარჯვება მოაპოვებინა.

მატჩის შემდეგომ რუსულმა "სპორტ ექსპრესმა" "ვოლგასა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ოთარ მარცვალაძეს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- "სპარტაკთან" თამაში საინტერესო იყო, თუმცა დასანანია, რომ წავაგეთ. არა უშავს, საშიში არაფერია. ყველაფერი წინაა და თავს არ დავზოგავთ!

- პირველ ტაიმში არცთუ ურიგო საგოლე მომენტი გქონდათ. რამ შეგიშალათ ხელი?

- (ეღიმება) თავადაც არ ვიცი. მართლა ვამბობ. ეს მინდორი ჩვენთვის სრულიად უცხო იყო, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე აქამდე არასდროს გვითამაშია. ამან საქმე ძალიან გაგვირთულა. რაღაც აშკარად ისე ვერ იყო..

- მოსკოვში რომ მოდიოდით, არ გეშინოდათ - "სპარტაკმა" ხომ "აიაქსი" გაანადგურა?

- რა იყო აქ საშიში? თამაში ყველასთან შეიძლება.

- ომარ თეთრაძემ მატჩის წინ როგორ განგაწყოთ?

- ისევე, როგორც სხვა დროს, ამჯერადაც მოსაგებად განგვაწყო. ეჰ, ვერ გავუმართლეთ.

- იყო შესაძლებელი ამ თამაშში კარი მშრალად შეგენახათ?

- დიახ, შეიძლებოდა!

- აბა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაშვებულმა გოლმა აგრიათ?

- ჰო, იმ გოლმა… თანაც, მეორე ტაიმში ჩვენი მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. აშკარად არ იყო ჩვენი დღე.

- პრემიერლიგაში დებიუტს როგორ შეაფასებთ?

- კარგია, რომ ერთ მოგება გვაქვს, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, დავმარცხდით. თუმცა, საგანგაშო არაფერია - აწი ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ და ბოლომდე გავისარჯებით.

- მომდევნო მატჩი მოსკოვის "დინამოსთან" გაქვთ. რას ელით ამ თამაშისგან?

- პრემიერლიგაში ბევრი გრანდია და თამაში ყველასთან გვწყურია. შევეცდებით, თითოეულ შეხვედრაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ.

- სეზონის წინ "ვოლგას" კონკრეტული ამოცანა თუ დაუსახეს?

- როგორც ასეთი, არა. ჩვენი ამოცანა - ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლაა.

მომზადებულია sport-express.ru-ის მიხედვით

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე