ფავორიტები მეორე წრეში გადავიდნენ
ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღე თითქმის მთლიანად ჩაიშალა უამინდობის გამო. მამაკაცების ტურნირზე დასრულდა მხოლოდ ორი შეხვედრა. მატჩები ცენტრალურ კორტზე გაიმართა, რომელსაც მოძრავი სახურავი გააჩნია.

ორივე მატჩში ტურნირის მთავარი ფავორიტი თამაშობდა. ჯერ რაფაელ ნადალმა სამ სეტში დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი - 7:6(6), 6:2, 6:2. ესპანელს მხოლოდ პირველ სეტში ჰქონდა პრობლემები. მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარგა ხანი ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ბოლოსკენ მოახერხა დაკარგული მოწოდების დაბრუნება და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე მოგება. მეორე და მესამე სეტებში კი ნადალს დიდი წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია.

მეორე შეხვედრაში როჯერ ფედერერი ნაკლებად ცნობილ ამერიკელს, 19 წლის ფრანცეს ტიაფოს ხვდებოდა. მასპინძელმა მოულოდნელად მოიგო პირველი სეტი - 6:4, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში ფედერერი დომინირებდა - ლეგენდამ მეტოქეს მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო.

მეოთხე სეტში, როჯერს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა - 1:6 წააგო. დაინიშნა მეხუთე სეტი, რომელშიც ფედერერმა ნაადრევი ბრეიკი შეასრულა და მოგებისკენ მიდიოდა, როცა ტიაფომ მეცხრე გეიმში თავად აიღო ბრეიკი და საქმე ტაი-ბრეიკისკენ წაიყვანა, მაგრამ როჯერმა იქვე მეტოქის მოწოდება მოიგო და 2 საათსა და 42 წუთში გაიმარჯვა - 4:6, 6:2, 6:1, 1:6, 6:4.

I წრე

მამაკაცები

ნადალი (ესპ, 1)-ლაიოვიჩი (სერ) 7:6(6), 6:2, 6:2

ფედერერი (შვეიც, 3)-ტიაფო (აშშ) 4:6, 6:2, 6:1, 1:6, 6:4

ქალები

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ლინეტი (პოლ) 6:2, 6:1

სტრიკოვა (ჩეხ, 23)-დოი (იაპ) 6:1, 6:3

კისი (აშშ, 15)-მერტენსი (ბელ) 6:3, 7:6(6)

ოსტაპენკო (ლატ, 12)-არუაბარენა (ესპ) 6:2, 1:6, 6:1

კირსტეა (რუმ)-კერკჰოვე (ჰოლ) 6:1, 6:3

ვიკმაიერი (ბელ)-ცურენკო (უკრ, 28) 6:3, 6:1

ოსაკა (იაპ)-კერბერი (გერ, 6) 6:3, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა