დღეს ბუდაპეშტში მედლები ვაჟთა შორის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, ქალებში კი - 63-ში
დღეს, 31 აგვისტოს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, ქალებში კი - 63-ში.

საქართველოს ნაკრებიდან დღეს მხოლოდ ერთი ძიუდოისტი იჭიდავებს, რადგან ქალებში ამ წონაში არავინ გვყავს, ვაჟებში კი 81-ში ევროპის პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი გამოვა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00 სთ-დან. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

წილისყრაში ჩვენებიდან ყველაზე მეტად ზებედა რეხვიაშვილს გაუმართლა. ის C ჯგუფში მოხვდა, რომლის ლიდერიც არა რომელიმე ტოპ-კლასის მოჭიდავე, არამედ ჰოლანდიელი ფრენკ დე უაიტია, თუმცა ისიც ძალიან კერკეტი კაკალია და მოდუნება არაფრით შეიძლება. თან ზებედას მას ცოტა არასასურველ ეტაპზე - მერვედფინალში ხვდება, იქ წაგების უფლება კი არავის აქვს.

ჩვენებური პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ურუგვაელ ალაინ აპრაჰამიანს ხვდება. ამათში გამარჯვებულის მეტოქე ხორვატთა ევროპის მედალოსან დომენიკ დრუზეტასა და რუმინელ ვლად ვისანის პაექრობაში გაირკვევა. დრუზეტასთან ჩვენებურს რევანშიც აქვს ასაღები წლევანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მარცხისთვის, ხოლო ვისანს იმავე შეჯიბრებაზე დამაჯერებლად მოუგო.

ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში რეხვიაშვილი ბადეში ჰოლანდიელის მხარეს გადადის. ეს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი წონაა - 66 ფალავანი გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბუდაპეშტში მოპოვებული ერთი ბრინჯაოს მედალია. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.

erisioni
susti hkofila zebeda, uketesi ar gvkavs am tonashi??
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა