კიევის "დინამოში" ახლახან გადასულმა 19 წლის ქართველმა მცველმა კლუბის საიტს პირველი ინტერვიუ მისცა
თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" ახლახან გადასულმა ლუკა ლოჩოშვილმა უკრაინული კლუბის ოფიციალურ საიტს პირველი ინტერვიუ მისცა. 19 წლის მცველმა უკრაინაში გადაბარგებასა და საფეხბურთო კარიერაში თავის ახალ ნაბიჯზე ისაუბრა.

- 5 წლით კიევის "დინამოში"! ლუკა ლოჩოშვილი კახა კალაძის გზაზე

- ბედნიერი დღე მაქვს, დიდი კლუბის - კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გავხდი. ეს სულ სხვა დონეა, დიდი და კაშკაშა ისტორია. ვიყავი სტადიონზე, კლუბის ბაზაზე, სადაც მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. აქ მოვედი იმისთვის, რომ გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და მოვიგო ტიტულები. რთული იქნება, რადგან აქ სულ სხვა დონეა, მაგრამ მე მზად ვარ, ავიდე ამ სიმაღლეზე.

- ვინ იყო კიევის "დინამოში" თქვენი გადასვლის ინიციატორი, სელექციონერები დიდხანს გაკვირდებოდნენ?

- თბილისის "დინამოში" სამუშაოდ უკრაინელი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი მოვიდა, რომელმაც კიეველთა ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გამიწია. ვიცი, რომ ამის შემდეგ სელექციონერები აკვირდებოდნენ ჩემს თამაშს საქართველოს ჩემპიონატსა და ახალგაზრდულ ნაკრებში. როდესაც წინადადება მივიღე, დიდხანს არ მიჭოჭმანია.

მადლობელი ვარ ჩემი მშობლიური თბილისის "დინამოსი". სწორედ იქ გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი და გადავდგი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

- უკვე ესაუბრეთ კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელ გუნდთან ერთად დაიწყებთ მუშაობას?

- კლუბის პრეზიდენტ იგორ სურკისსა და მთავარ მწვრთნელ ალეკსანდრ ხაცკევიჩს ვესაუბრე. მიცხადებენ ნდობას, გამიფორმეს ხანგრძლივი კონტრაქტი, მთავაზობენ ყველა პირობას პროგრესისთვის. როგორც მაცნობეს, ვარჯიშს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად დავიწყებ, შემდეგ კი ჩემი თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ პირველ გუნდში გადაყვანას.

- კიევში ტრავმირებული ჩამოხვედით, რამდენად გაჭიანურდება გამოჯანმრთელების პროცესი?

- იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია. აგვისტოს დასაწყისში ფეხი ვიტკინე და მას შემდეგ რეაბილიტაციას გავდივარ. სამი კვირის შემდეგ ვარჯიშს უნდა შევუდგე.

- ამ პერიოდს კიევში გაატარებთ?

- რამდენიმე დღით თბილისში დავბრუნდები, ავიღებ ჩემს ნივთებს, დავემშვიდობები თანაგუნდელებსა და ნათესავებს, 5 სექტემბერიდან კი ჩაპაევკაზე ვარჯიშს გავაგრძელებ.

- ცენტრალური მცველის პოზიცია თქვენთვის ძირითადია?

- დიახ, ამ პოზიციაზე ვთამაშობდი "დინამოშიც" და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც.

- თქვენ საქართველოდან პირველი არ ხართ, ვინც კიევის "დინამოში" მოვიდა. რა იცით წინამორბედებზე?

- პირველ რიგში, კახა კალაძე მახსენდება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილი ლეგენდაა და მისი მიღწევებით ყველა ვამაყობთ. რა თქმა უნდა, მსურს, მისი გზა გავიარო, გავხდე საუკეთესო "დინამოში" და წინ წავიდე. კახამ გვიჩვენა, რომ ფეხბურთში არაფერია შეუძლებელი. საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა.

მე ქართველი ვარ.
კალაძეა თუა შენი სიამაყე მსლადეც ძმაო.მისი გზის გავლას თუ აპირებ ბარაქა ძმაო. რა უნდა გითხრა არც კი ვიცი.ძაან ხუსტად დაახასიათე საკუთარი თავი. კალაძეთი ამაყობ არა? ეხლა გზის ფავლასაც თუ აპირებ მაშინ ავტოგოლები ეროვნულ ნაკრებში შენზეა აბა...
სოსო
ლუკა,კალაძეზე სახელოვან კარიერას გისურვებ,მაგრამ ეს ის კიევის დინამო აღარაა და აღარც ლობანოვსკია ცოცხალი.ახალგაზრდა ფეხბურთელს, მთელი ზაფხული ტრავმებში რომ გაატარა და ევროპის ჩემპიონატიც ამის გამო გამოტოვა,ისევ ტრავმირებულს,გუნდში რომ აიყვან და ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებ,რას უნდა ნიშნავდეს?ან მისი პოტენციალის ზუსტად ცოდნას,ან ძალიან დაბალ ფასს,ან კიდევ ორივეს ერთად.მე ვფიქრობ უფრო მესამე უნდა იყოს,მაგრამ რას ფიქრობს დინამოს მენეჯმენტი,ქართული ფეხბურთის მომავალს ასე ჰაიჰარად რომ ანიავებს?ლუკაც და გიორგიც გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდნენ დინამოს ძირითადში სისტემატური თამაშით,ვიდრე რომელიღაც კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში.თუნდაც ერთი წელი მაინც.თანაც ახლანდელი კიევის დინამო ცხენების დოღი უფროა,ვიდრე ფეხბურთი ლუკა ისევ და ისევ გისურვებ წარმატებებს და შენი იმედიც მაქვს,რადგან შრომა და ჭკვა ერთად შერწყმული,პლიუს ცოტა ნიჭი,რომელიც ცოტაზე გაცილებით მეტი გაქვს,წარმატების საკმაოდ საიმედო გარანტიაა.გაუფრთხილდი ტრავმებს.
noe
ბოროტი და ბოღმიანი ერი. 1 სტალინი გვინდა ეხლა რო გაწმინდოს თქვენნაირი ბოროტი წანაზარდებისგან ქვეყანა და მერე კი გვეშველება, მაგრამ ეგრეც იქნება მალე.! კალაძის ნაირი წარმატებული სპორცმენები და პატრიოტები გვიმრავლოს ღმერთმა.!
არჩილ
ახაგაზრდა კაცს შანსი მიეცა და ხალხი რა კომენტარებს დებს? იმის მაგივრად, რომ მიულოცონ, წინსვლა და წარმატებები უსურვონ, კალაძეს აკრიტიკებენ, რომელიც მართლაც უნარიანი გამოდგა ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. რაც შეეხება ავტოგოლს, მე ბეკენბაუერის ავტოგოლიც მახსოვს, როდესაც ის კარიერის ზენიტში იყო და ამით მის პოპულარობას არაფერი დაკლებია. დიდი წარმატებები ლუკას, ბევრჯერ გაეხარებინოს თავისი გულშემატკივრები.
XD
წარმატებები და რა მაინტერესებს საკუთარ კარში აპირებ რამეს? XD აი გვეზრდება მომავალი ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი და მერობის კანდიდატი XD
ოღონდაცა რაააააა
ესეიგი ენერგეტიკის მომავალი მინისტრი გვყავს. ისე საკუთარ კარში აპირებს რამეს?

თბილისის მერობაც გინდა???
gizog
ბოდიში ლუკა სახელი შემეშალა, მაგრამ მართლაც კახას გზით გევლოს.
gizog
გილოცავ კახა და დიდ წარმატებებს გისურვებ.
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"თუ ფეხბურთელების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, გუნდი არ მეყოლება" - კიევის "დინამოს" პრეზიდენტი
შესაძლოა, ოდესმე "დინამოსთან" ისევ ვითანამშრომლო - ინტერვიუ გროზნისთან
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
ქართველების გუნდის მწვრთნელმა გადაყენების შესახებ ჟურნალისტისგან შეიტყო
რუსეთი ინტერვენციისთვის მზადაა - სურკისი გაქცევას არ აპირებს, აბრამოვიჩმა 580 მილიონი დაკარგა
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოში" 1.5 მილიარდი შევტენე - ლუჩესკუს დანიშვნის გამო შოკირებულ ფანებს პრეზიდენტმა უპასუხა
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "ნიურნბერგის" მოგება ორი წაგების შემდეგ
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
რატომ ახალი კონტრაქტი ვაისს? რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
ზურიკო "როტორის" მარადონა და მესი - გულშემატკივრები დავითაშვილს აქებენ
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
კიევის "დინამოს" მწვრთნელად ალეკსანდრ მიხაილიჩენკო დანიშნეს
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
"მივუწვინოთ პუტინი მავზოლეუმში ლენინს" - პიატოვი და ხაცკევიჩი რუსულ აგრესიაზე
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა