პარიზში უეფას XXXV კონგრესის მონაწილეებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელად მიშელ პლატინი 53 ხმით აირჩიეს
მოსახდენი მოხდა. პარიზში უეფას XXXV კონგრესის მონაწილეთაგან მიშელ პლატინის 53 ხმა ერგო. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მას კონკურენტი არც ჰყოლია. პირველად ფრანგი ფუნქციონერი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელად 2007 წლის იანვარში აირჩიეს.

"ოთხი წლის წინ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, უპირველესად, ძველ მეგობრებს ვუხდიდი მადლობას, იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ჩემ გვერდით იდგნენ. ძალიან ემოციური მომენტი იყო. დღეს კი ამ სიტყვას ვეუბნები ჩემს ახალ მეგობრებს. მათ, ვინც ამ წუთას დგას ჩე¬მ¬თან ერთად. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ასოციაციებს, იმისთვის, რომ ჩემი სჯერათ", - განაცხადა პლატინიმ სამადლობელ სიტყვაში.

ფრანგმა ცალკე აღნიშნა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისა და ადმინისტრაციის მუშაკების შრომა და მადლობა მათაც უთხრა. მას არ დავიწყნია "უამრავი მწვრთნელისა და ენთუზიაზმით სავსე ათასობით მოხალისის შრომა, რომლებიც მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებულად იღვწიან. სწორედ ასეთი ადამიანები ასწავლიან ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გარკვეულ ღირებულებებს და ცხოვრების გაკვეთილებს უტარებენ მათ. ესეც თავისებური საშუალებაა, გავხადოთ ჩვენი საზოგადოება უკეთესი," - განაცხადა პლატინიმ.

აქვე გეტყვით, რომ უეფამ პრეზიდენტის გარდა აღმასრულებელი კომიტეტის ახალი წევრებიც აირჩია. ესენი არიან: ანხელ მარია ვილიარ ლიონა (ესპანეთი), სენეშ ერზიქი (თურქეთი), პიტერ ჟიერონი (შვეიცარია), გრიგორი სურკისი (უკრაინა), სერგეი ფურსენკო (რუსეთი) და ბორისლავ მიხაილოვი (ბულგარეთი).

გარდა საზეიმო ღონისძიებებისა, უეფას კონგრესმა ფეხბურთში არსებული პრობლემებისთვისაც მოიცალა. ისევ მიშელ პლატინის სიტყვებს მოვუხმობთ. უეფას პრეზიდენტმა საჯაროდ პირველად ილაპარაკა იმაზე, რაზეც კულუარებში უკვე დიდი ხანია ჩურჩულებენ. მან გამოთქვა სერიოზული ეჭვი, თავის დროზე ევროპული ფეხბურთის მამებმა ხომ არ დაუშვეს დიდი შეცდომა, როცა ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლად უკრაინა დაასახელეს. პლატინიმ იქვე დასძინა, რომ ნიონში უკრაინელების იმედი ბოლომდე ექნებათ.

"თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მინდა მჯეროდეს, ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ჩავლენ მშვენიერ დროს გაატარებენ და სამხრეთ აფრიკისგან განსხვავებით ქუჩებშიც საზეიმო განწყობა იქნება," - თქვა მან. შეკითხვაზე, ჩვეულებრივზე მეტად ინერვიულებს თუ არა ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩზე, პლატინიმ უპასუხა, რომ სანერვიულო ფინალური მატჩის დასრულებამდე არ დაელევა.

უეფას კონგრესმა ასევე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო სანაკრებო მატჩების ტელეტრანსლაციებთან დაკავშირებით. 2016 წლის ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩების სატელევიზიო ჩვენების უფლებას უკვე უეფა გაყიდის და შემოსული თანხიდან შედარებით ღარიბ ფედერაციებს დაფინანსებას გაუზრდის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უეფას წევრმა 53-ივე ასოციაციამ დაუჭირა მხარი. "ამიერიდან პატარა საფეხბურთო ქვეყნებს აღარ მოუწევთ იმაზე დარდი, მოხვდებიან თუ არა "კარგად გაყიდვად" ნაკრებებთან ერთად შესარჩევ ჯგუფში", - აცხადებს პრეზიდენტი.

უეფას კონგრესმა კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე იმსჯელა. მან ევროპული გუნდებისთვის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფორმატი საბოლოო სახით წარმოადგინა. 3 წლის შემდეგ ევროპას სამხრეთ ამერიკაში სულ 13 წარმომადგენელი ეყოლება. მაშ ასე, შესარჩევ ეტაპზე 8 ექვსგუნდიანი და 1 ხუთგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ ბრაზილიის საგზურს. დარჩენილ 4 ადგილს კი საუკეთესო 8 მეორეადგილოსანი ერთმანეთთან დაპირისპირებისას გაარკვევს.

ლევან ბიბილაშვილი

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა