ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი მარცხი იწვნია

2 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში, B ჯგუფის II ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 57:67 დამარცხდა.

- ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი

თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17).

მესამე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 2-ქულიანი უპირატესობით მოიგო (16:14). ბოლო პერიოდის წინ გერმანელთა უპირატესობა ანგარიშში 3 ქულამდე დავიდა.

მაგრამ ბოლო ათწუთეული საქართველოს ნაკრებმა კატასტროფულად ჩაატარა, რითაც კარგად ისარგებლეს გერმანელებმა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო (14 ქულა, 8 მოხსნა), თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნაა. 8-8 ქულა მიითვალეს მაიკლ დიქსონმა და დუდა სანაძემ, 6 ქულა და 6 მოხსნა - მანუჩარ მარკოიშვილმა.

მატჩის გმირი კი უდაოდ დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩაგვიგდო და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით ერთმანეთს უკრაინა-იტალია (19:30 სთ) და ისრაელი-ლიტვა (22:30) ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები კი მორიგ მატჩს უკვე 3 სექტემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.

• m.m

ლიტვას რო ჩაეგდო ბოლოს შენგელიას ბრალი იქნებოდა, ზაზას რაც შეუძლია იმას აკეთებს გოლდენსტეიტშიც და ნაკრებშიც, არც იქ დაფრინავს, დაცვაში კარგია, შერმადინი უფროა გასკრიტიკებელი რომელსაც მეტი შეტევითი პოტენციალი აქვს და სულ 2-3 ჯერ ისვრის ნაკრებში

• roma

მართალი გითხრათ მე ძალიან მიკვირს გოლდენ-სტეიდის,ვერ ვხვდები რაში სჭირდება მას ფაჩულია,ის გინდ ყოფილა იქ ,გინდ არა,ამას რამნიშვნელობა აქვს,ხალხო ლიტვასთან მატჩი გადაახვიეთ და უყურეთ მე-4 მეოთხედის ბოლო წუთებს,ზაზამ ორჯერ ისროლა ახლო მანძილიდა და ორივე ააცილა,ორჯერ გარბენი გააკეთა,ამას ახალბედა კალათბურთელიც არ გააკეთებს,უარესად ითამაშა დღესაც,შრიოდერი არც ნბა-ს ჩემპიონია და არც გოლდენისთანა კლუბში თამაშობს,მაგრამ ზაზა მისი აჩრდილიც კი არ იყო,ძალიან მიკვირს ზაზას საქციელი,მოდი და მარჩიულის ჩაეგდო ის სამქულიანი,მაშინ ხო ორი წაგება გვექნებოდა ზედიზედ,ამას სიბოროტით კი არ ვამბობ, გული მტკივა და ეს მალაპარაკებს,ნეტა ზაზა ჯეიმსე მაგარი იყოს ეგ მინდა მეც.ასვე შენგელია ლიტვასთან მატჩის აჩრდილიც არ იყო,ცუდი იყო მარკოიშვილიც,მან თუ არ მოუმატა,წასულია საქმე,რა ემართება შერმადინს,პირდაპირ გაკვირვებული ვარ,არაოფიციალურ მატჩებში პირდაპირ ხევდა ყველაფერს,მაგრამ ევრობასკეტზე 0=ის ტოლია,დიქსონმაც ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა,განსაკუთრებით მატჩის მიწურულს,სკამიც მოკლე გვაქვს,ყველაფერი 7-ი კაცის კისერზე გადადის,მაგრამ რას ვიზამთ,რაც არის ის არის,დღევანდელი მატჩის წაგება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა,ეს წაგება დაღს დაასვამს შემდგომ მატჩებს,შემდგომში გაცილებით მძიმე იქნება მატჩების მოგება,რაც მე პირადად ძალიან მაწუხებს,რაც არი,ის არი წარმატებები ბიჭებს.

ეს ის ბიჭები არიან გუშინწინ გმირები რომ იყვნენ. სპორტი მოულოდნელობებით არის სავსე და მთლად ილუზიებშიც ნუ დავიკარგებით. გერმანიის ნაკრებმა მოგვიგო და არა მალტის ან სან-მარინოს გუნდმა. გერმანიას ლეგიონერებიც ძლიერი ჰყავს და კლუბებიც მაღალი დონის, ჩემპიონატი კიდევ არაჩვეულებრივი. თქვენ გინდათ რომ "ბროზეს", "ალბას", "ლიუდვიგსბურგის" მოთამაშეებს უპირობოდ ვუგებდეთ "დინამოს", "ტიტების" და "ქუთაისის" კალათბურთელებით? ხომ არაფერი გვეშლება? იქნებ ინტერნეტში მაინც დავძებნოთ გერმანული კალათბურთის სხვადასხვა ნიუანსები და მერე ვინერვიულოთ.

• მდა

ცხელ გულზე ნუ წერთ კომენტარებს ეს რომ ბიჭებმა წაიკითხონ კარგი იქნება???გერმანიას ჩვენი ყველა წერტილ მძიმე ჰქონდა შესწავლილი მწვრთნელი ჰყოლიათ უმაღლესი კლასის თუ კიდევ შევხვდით ამ ნაკრებს აი მერე ვისაუბროთ რა და როგორ მიდით ბიჭებო

• B-52

ტირილის და მოთქმის ასატეხი არაფერი დაგვმართნია, მართლაც დროული ცივი შხაპი იყო და თუ შემდეგ თამაშებშიც (ღმერთმა არ ქნას) ვერ წაგვივიდა საქმე კარგად მხოლოდ მერე იქნება ალბათ მართებული მძაფრი კრიტიკული გამოხმაურება. აშკარად ჩავაგდეთ ეს დღე, მაგრამ მე ბიჭების მჯერა!

• B-52

ჩვეულებრივი კაპიტულანტი ხარ!

• mamuka

გაიხარე, ჩემი სათქმელი თქვი...იმედია გაკვეთილი იქნება და არა რეგრესი

• 1

მარტო წაგებაში არ არის საქმე - რომ გვეთამაშა ისევ ისე და გერმანიას მაინც მოეგო გასაგები იქნებოდა კიდევ, მაგრამ ასეთ გერმანიასთან მასზე უარესი თამაში (უფრო სწორად არ თამაში) არის გაუგებარი, გულდასაწყვეტი და დასანანი. მრისხანე სახელი რომ გაქვს ძლივს მოპოვებული და წყალში რომ ყრი და რაღაც რომ მოხდა და არ ვიცით რა ეს გვაწუხებს. ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ . . . სხვებმა ნახეს უკვე ჩვენი ბოლო მოგებული თამაშებიც და ესეც ნახეს თუ როგორ შეიძლება უსახურ გუნდად ვიქცეთ, პლუს მორალური მდგომარეობა (გაბრაზების და მებრძოლობის ჩვენებს დღეს ვერაფერი შევატყე დიქსონის გარდა) ასეთი თამაშის მერე - შესაბამისად უფრო გაგვიჭირდება მომდევნო თამაშები.

• imedia vcdebi.

უკვე ეჭვები გამიჩნდა, კალთბურთიც ფეხბურთივით ტოტალიზატორშიკების მართვის ქვეშ ხო არ არის. მწვრთნელს მისცემენ დავალებას და ისე აურევს მოთამაშეებს... ყველაფერი მართვადია ამ ქვეყანაზე და ეს არ იქნება?

• gulshematkivari

ახლიდან ვნახე მომენტები, რადგან კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ასე უსახურად ვითამაშეთ. მე3-ე მეოთხედის დამთავრებამდე 1:30-ით ადრე ვიგებდით 51:47-ს, საბოლოოდ 57:67 წავაგეთ, ანუ 11:30-ში ავიღეთ 6 ქულა და 20 მივიღეთ - მოთამაშეებსაც ეძინათ და მწვრთნელსაც ამ თამაშში.

• TanoLife

საგაზეთო სათაური: "საქართველოს ნაკრებმა ცივი შხაპი გადაასხა... საკუთარ თავს". როდესაც ყველა ასე თუ ისე დავწყარდით, მოდით გავაკეთოთ არა ცხელ გულზე მიღებული დასკვნები. წესით და რიგით, დიდი არაფერი მომხდარა. დავთმეთ შეხვედრა, 10 ქულის სხვაობით, მე-4 მეოთხედში ავიღეთ 5 ქულა (!!!) და ტაბლოზე აისახა შედეგი 67:57. ასევე, ჩვენ ეს სენი ყოველთვის გვჭირდა და როგორც ჩანს ისევ გვჭირს - ძლიერის დამარცხება, სუსტთან წაგება, დიახ სუსტთან წაგება ვინაიდან გერმანიამ მოიგო ბოლო მატჩი ამ ევრობასკეტზე. განმეორებით ვუყურე ESPN 3 - ზე ავადსახსენებელ მე-4 მეოთხედს, შთაბეჭდიება დამრჩა ისეთი, რომ ბურთი იყო გავარვარებული, სპირალივით ცხელი. ხელის შეხების თანავე, იმწამსვე ბურთი იკარგებოდა. მე არ მახსენდება, ამდენი დაკარგვა, და კატასტროფული 5 ქულა!!!! 4-ჯერ გაიმეორა ამერიკელმა ჟურნალისტმა ერთი და იგივე: "ეს არ არის ის გუნდი, რომელსაც მე ვიცნობ". მადლობა ბიჭებს და ილიას ზუროსს ამისთვის რა თქმა უნდა, რომ მრისხანე სახელი გვაქვს არა მხოლოდ ევროპაში არამედ შეერთებულ შტატებში. მთელი ბოსტონი ქართველებზე ლაპარაკობდა ლიტვის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მაგრამ... დღეს რაღაც მოხდა... ვერავინ, რომ ვერ ახსნის ის მოხდა...დაგვემართა ის, რაც აქამდე გვემართებოდა... ვიცი და მჯერა, რომ ეს არის ჩვენი პირველი და უკანასკნელი ჩავარდნა ამ ჩემპიონატზე. ვიცი, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ვითამაშებთ ყველა დარჩენილ შეხვედრას. ყველა ქართველს ვინც აქ ვცხოვრობთ, გვენატრებით, ვამაყობთ თქვენით, ვარსებობთ თქვენით. როდესაც მთელი საქართველო ერთ მუშტად იკვრება, მაშინ მათი გაჩერება შეუძლეელი ხდება. P.S. ამერიკელი მეგობარი მეუბნება - "ისე ამ გამწარებულ ნაკრებს, ჩემი მტერი გადაეყაროსო". ამენ ჩემო ტედი ამენ.

• წინ საქართველო!

მაგრად ვინერვიულე, მაგრად გავბრაზდი(რბილად რომ ვთქვათ), მაგრამ ვხვდები, რომ თქვენ ჩემზე ასჯერ უფრო მეტად გტკივათ დღევანდელი დღე ბიჭებო და ამიტომ კიდევ ერთხელ გისურვებთ ძალიან დიდ გამარჯვებებს.

• Tamaz

თუ ზაზა და ცინცაძე ტრამვას იღებს ამ კომენტატორებს ენა ეღრძოთ მაინც,შემაძულეს თამაშის ყურება.გამოთულ ხმაზე დისკომფორტია. თანაც ორნი არიან კალათბურთზე,ფეხბურთზე ,რაგბიზე.თითო რომ იყვნენ ეგებ დაიღალონ მაინც!!!

• დდდ

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ დღეს არიყო ჩვენი დღე აშკარად, პირველ თამაშს შევაკალით თავი და დღეს აღარ გამოგვივიდა თამაში,ცინცაძეს რომ ის სამიანი ჩაეგდო თითქმის დარწმუნებული ვარ რონ მოვიგებდით 8 ქულით გავდიოდით წინ,ცოტა ეიფორიასაც ავყევით არაუშავს მიწაზე დავეშვით და იმედია გაანალიზებენ შეცდომებს,ხვალ უეჭველი მოსაგები გვაქვს და ყველაფერი დალაგდება,გული არ გაიტეხოთ ქართველებო გამარჯვებები წინ არის!!

• გგგ

არაფერი გუნდი არ ყოფილა ???? ერთმა კაცმა ისეირნა ჩვენს დაცვაში. აქამდე რა პრობლემებიც გვქონდა, ზუსად იგივე იყო ახლაც. ჩვენ გვინდა ფარი წავაგოთ, ვერც ვისროლოთ, იმათაც ვერ ისროლონ და კიდევ ორი ქულით მოვიგოთ? ასე ყველასთან ვერ მოვიგებდით და აგერ ვერც მოვიგეთ. თუ ფარს წავაგებთ,უკრაინაც მოგვიგებს. დროული ალიყური იყო გერმანიისგან

• m.m

დღეს ისეთი შავი დღე გვაქვს ირლანდია მოგვითავებს ხელს და ყველაფერში წაგებულს დაგვტოვებს, რა ჯანდაბა დაგვეტაკა

• შოთა გუგეშაშვილი

აბა ეხლა რას იტყვიტ პროფესორებო გამყრელიზე საჩირო ყოფილა მაგას საერტოდ კალატბურტში რა უნდა

მიუხედავად საზიზღარი თამაშისა მესამე პერიოდის დასაწყისში +9 გავაკეთეთ და 4 ქულით გავედით წინ. ეს უკვე გარდატეხას მიანიშნებდა წესით მაგრამ . . . ბოლო წამებზე გამყრელიძე რომ დარჩა შროდერთან (საერთოდ მოედანზე რა უნდოდა) ამის მერე დაგვესვა წერტილი და მეოთხეში გუნდმა მხოლოდ 5 ქულა აიღო!!! ძალიან სამარცხვინოა, ამას მერშივნა ლიტვას ჩაეგდო ის ბოლო ნასროლი სამიანი და დღეს იმის ნახევარი გვეთამაშა რაც პირველ თამაშში, ახლა უკვე ისიც მეეჭვება რომ ჯგუფიდან გავალთ.

• DONIBRASCO

ტყემალზე ზიხარ და მსხალს ჭამ!!!!!!!!!!

რა გაუვლისო შერმადინს?

• dgf

ტრამვა აქვს მცირე და არ რისკავენ

• გიორგი

არაფერი გუნდი გერმანია არ ყოფილა საქართველოს ნაკრებთან რომ ეთამაშა,რადგან დღეს საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია.ცუდ სიზმარშიც ვერ დაიჯერებდა კაცი ამ ანგარიშს.ამდენი შეცდომა ერთ მატჩში დაუჯერებელია.ლიტვის მერე გერმანია უნდა გაგვევლო .მაგრამ წარმატებები წინაა მჯერა და დიდი მადლობა მაინც განცდილი სიხარულისთვის

სირცხვილია! ეს კალათბურთი კი არა კატასტროფა იყო. მწვრთნელის ტაქტიკამ სრული ფიასკო განიცადა - 3 წამიანში გვექნება უპირატესობაო და . . . პირველად რომ გამოიყვანა 2 ცენტრი ჯერ შერმადინი დაჯარიმდა შეტევაში და მეორეში უკვე ზაზა, ჩვენს ფარზე კი თითქმმის ყველა ბურთი წავაგეთ იმავე პერიოდში. პერიმეტრზე ეპიზოდებში ხან ზაზა ატარებდა ბურთს და ხან შერმადინი ???!ლიტვასთან მოგების შემდეგ ვფიქრობდი: "გამოსასწორებელია რაღაც-რაღაცეები თუ გვინდა შედეგი გვქონდეს: ჩვენს ფარზე მოხსნები, გაუგებარი დაჯარიმება მეტოქის უკვე დაკარგულ ბურთზე, პერიოდული კონცენტრაციის დაკარგვა და . . . ზაზამ უნდა მოუმატოს აუცილებლად." ამ ყველაფრის გამოსწორების ნაცვლად დაუმატეს ბურთის დაკარგვა - 24 ერთ თამაშში და ამის მერე გერმანიამ კი არ მოიგო ჩვენ მივეცით თამაში და ლიტველებს ალბათ ვათქმევინეთ ფუ ამათთან 2ჯერ როგორ წავაგეთო. არ ვიცი ჩვენებს თავში აუვარდათ თუ . . . ისეთ დროს ისროდნენ რომ 10% იყო მხოლოდ ჩავარდნის შანსი, გუნდი არ მოძრაობდა და იმ მომენტებში როდესაც უნდა გავქცეოდით საზიზღარ შეცდომებს ვუშვებდით. ბევრჯერ იყო გარდატეხის შანსი, მაგრამ გუნდი არ იყო მოედანზე და . . . გამყრელიძე მე3 პერიოდის ბოლოს რატომ შემოიყვანა საერთოდ ვერ მივხვდი - შროდერს რომ +3 გაეკეთებინა? მოკლედ ძალიან გულნატკენი და გაბრაზებული ვარ - ვინც ეხლა იტყვის არაუშავს ბიჭებო გული არ გაიტეხოთო მშურს მათი - ამ თამაშის მერე რა გული არ უნდა გაიტეხო: ზაზას ვინმემ შეატყო რომ გოლდენ სტეიტის კი არადა საერთოდ ნორმალურ ლიგაში მოთამაშე კალათბურთელი რომ არის? ან შერმადინი რომ თურმე ვარსკვლავებს წყვეტს თავის გუნდში. შენგელია უბრალოდ პასიურში გაუშვა ზუროსმა დღევანდელი ტაქტიკით და ცინცაძე და დიქსონი ერთად რომ არ არის ეფექტური იქნებ გაიგოს ზუროსმა. არ ვიცი გუნდს წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ დღეს ისეთი სამარცხვინო ლაქა დასვეს რომ უკრაინას თუ მოვუგეთ ეგეც მაქსიმუმი იქნება, ისრაელი არც ვიოცნებოთ.

• DONIBRASCO

არა უშავვს, ლიტვის მერე ცოტა გადაღლილები იყვნენ, გაილაღა სირმა გერმანიამ, მსაჯებიც კარგი ყავდათ, ალბანელი და კალათბურთი, არა უშავს ესპანეთიც აგებს ხოლმე..

• vako

Gakiduli tamashi tan naklebit

• marina 61

ფაჩულია!ქართველების რომ არ გრცხვენია გასაგებია,შინაური ხარ და გაპატიებს.მაგრამ ამერიკელების და მსოფლიოსი არა?

• სამწუხაროა.

თუ მანუჩარ მარკოიშვილს სამიანები არ წაუვიდა მაშინ ყოველთვის ცუდადაა საქმე. ზაზა დაცვაში მართლაც კარგია, მაგრამ თავდასხმაში ბურთებს ვერ აგდებს. შენგელია დაიღალა საწყალი და ლიდერობა თავის თავზე სხვა ვერავინ აიღო. მოკლედ, დღეს ნამდვილი ძველი თბილისის დინამოს საკალათბურთო გუნდივით გამოიყურებოდნენ.

ისე ბოლო წამზე ერთი ქულით წაგებულ თამაშს (რაც უმწარესია გადასაყლაპად) კიდევ ასე ჯობდა (დღეს)

• kote

ალბათ დიდი გაჭირვებით მოუგებთ ხახოლებს და ეგ არის და გორის ციხე რაის იტალიასთან მოგება ან ისრაელთან ისე ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ისე როგორც კომედი შოუში ხუმრობენ დიდი მადლობა ბატონ არვიდასს და ჩვენს მეგობარ ლიტვას საქართველოს ერთი დღით გახარებისთვის

ძაან მეწყინა. ზუროსმა წააგო დღეს პირველ რიგში. დიქსონის გარდან ვერავინ ვერაფერი ვერ ქნა. იმედია შემდეგ თამაშებსაც ესე არ ვითამაშებთ

• მსქროლავი ტროლი

ბითაძე რომ ათამაშოს, ბოისა უნდა იყოს გვარად?!....

• Piko

შერმადინს ....! ამ დღეებში გაუვლისო და ყველაფერი კარგად იქნება:)) არაუშავმს მთავარია კონცეტრიტება

• oto

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ,რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.მოგებას არავინ მოელოდა,ლიტვასთან ურთულესი და ქანცგამომცვლელი მატჩის შემდგომ.ნუ სასუტველი იყო ასეთი დიდი ანგარიშით არ დავმარცხებულიყავით.იტალიასთან და ისრაელთან უნდა გამოჩნდეს ჩვენი რეალური სახე

zaza kai bichia tamashs ro ar apuchebdes mozgovma rakargad itamasha gushin ukuros mainc)))

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს