ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-უკრაინა 81:88 - სად გაქრა ენერგია? [VIDEO]

საქართველო-უკრაინა 81:88 - სად გაქრა ენერგია? [VIDEO]

ევრობასკეტი 2017. D ჯგუფი. III ტური
თუ გერმანიის ნაკრებთან წაგება ლოგიკას ექვემდებარებოდა, უკრაინასთან არ უნდა დავმარცხებულიყავით. აი, რატომ:

1. საქართველოს ნაკრები ყოველთვის სჯობნის გუნდებს, რომლებსაც მთავარ იმედად კარგი ცენტრები ჰყავთ. უკრაინა სწორედ ასეთია, პუსტოვოის ეიმედება.

2. ჩვენი გუნდის დამარცხება ძალიან უჭირთ მათ, ვისაც პერიმეტრიდან კარგი მტყორცნელები არ ჰყავთ. უკრაინაში ნამდვილად არ თამაშობენ თუნდაც მარკოიშვილის, სანაძისა და დიქსონის დარი სამიანების რეალიზატორები.

3. საქართველოს ნაკრების ხუთეული უკრაინელებზე გაცილებით მაღალი კლასისაა, ბოლო წლებში რამდენჯერაც შევხვდით, იმდენჯერ მოვუგეთ. 2011 წლის ევრობასკეტზე სწორედ უკრაინის ძლევით მოვიპოვეთ მომდევნო ეტაპის საგზური.

თუმცა მატჩის წინ რაც ლოგიკა გვეგონა, სულ სხვა რამ აღმოჩნდა:

1. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად ვერ აჯობა წინა ხაზში პუსტოვოის იმედად მყოფ უკრაინას. ბურთი სულ 29-ჯერ მოვხსენით. სამწამიანი ზონიდან 34 ქულა მივიღეთ, 6-ით მეტი, ვიდრე ჩვენ ჩავაგდეთ.

2. უკრაინას ნამდვილად არ ჰყავს ექსტრაკლასის პერიმეტრიდან მტყორცნელები, მაგრამ თურმე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბურთს ვერ ჩააგდებენ. მეტოქემ 27-დან 10 სამიანი გამოიყენა. ამდენი აქამდე არც უსვრია და არც ჩაუგდია...

"ჩვენმა დაცვამ უკრაინელებს მისცა ტყორცნის შანსი და მანაც გამოიყენა. ერთხელ ჩააგდეს, მეორედ და თვითრწმენა შეემატათ, მატჩის ბოლომდე თავდაჯერებით სტყორცნიდნენ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

3. მაღალი კლასის ხუთეული სულაც არ არის გამარჯვების გარანტია. უკრაინასთან მატჩისას დაცვაში რომ ვერ დავლაგდით, მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო. მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით, რამაც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს საშუალება არ მისცა, სათადარიგოთა სკამი ბოლომდე გამოეყენებინა, შეხვედრის მთელმა სიმძიმემ შვიდ კალათბურთელზე გადაიარა. იმ შვიდ მოთამაშეზე, რომლებიც წინა დღეს გერმანიასთან ბრძოლაში ბოლომდე დაიტვირთნენ.

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი:

"უკრაინამ 15-ქულიანი უპირატესობა მესამე პერიოდის დასაწყისში მოიპოვა. დიდი ენერგია შევალიეთ ჩამორჩენის აღმოფხვრას, მივუახლოვდით კიდეც, მაგრამ ენერგია არ გვეყო თამაშის შემოსაბრუნებლად".

ვინ უნდა გაუფრთხილდეს კალათბურთელების ენერგიას, ვინ უნდა შემოინახოს ისინი ბოლო წამებისთვის ხალასად? რა თქმა უნდა, მწვრთნელმა. საამისოდ აუცილებელია შემადგენლობის სწორი როტაცია და სათადარიგოების მეტად დატვირთვა. შარშან შესარჩევი ეტაპი რომ დასრულდა, სწორედ ილიას ზუროსმა მითხრა - ევრობასკეტზე 7 დღეში 5 მატჩი გველის, როტაციაც უნდა გაუმჯობესდეს და თამაში უფრო გამრავალფეროვნდესო.

მწვრთნელმა იგივე გაიმეორა გუშინდელ პრესკონფერენციაზე, თუმცა აქამდე ეს ჯერ ვერ მოხერხდა...

"ერთი დღე დავისვენებთ, ენერგია რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ, რადგან ისრაელის წინააღმდეგ კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. ამ შეხვედრის მოგება თუ გვინდა, ფიზიკურად და მენტალურად აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ".

რა გველის?

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ასევე ეფექტურად დაიწყო: გორტატიანი პოლონეთი გაანადგურა, თუმცა შემდეგ ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და ევრობასკეტი ერთი გამარჯვებით დაასრულა.

ასეთი შედეგის წარმოდგენა ნამდვილად არავის სურს...

ევრობასკეტი 2015-ზე საპირისპიროდ მოხდა: საწყისი სამი თამაში წავაგეთ (მათ შორის, აუტსაიდერ ჰოლანდიასთან), მაგრამ ბოლო ორი მოვიგეთ და მერვედფინალშიც გავედით. სამი ტურის შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდს ენერგია არასაკმარისი ჰქონდა, მაგრამ რეალურად ასე რომ არ იყო, ხორვატიასთან და მაკედონიასთან ეფექტურმა მოგებებმა დაგვარწმუნა.

ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გარდაიქმნება, ძალებს მოიკრებს და მასპინძლებს ისრაელშიც დაამარცხებს. მომდევნო მატჩი ხომ სწორედ ისრაელთან გველის - 5 სექტემბერს, 22:30 საათზე.

ისრაელის თამაშამდე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე მსჯელობა ნაადრევია.

ასევე იხილეთ:

- ილიას ზუროსი: თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო

- მანუჩარ მარკოიშვილი: ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა

- რას წერენ საქართველოსთან მოგებულ მატჩზე უკრაინელები?

- ევგენი მურზინი: საქართველო ტურნირს შვიდი კალათბურთელით ატარებს

ევრობასკეტი 2017. D ჯგუფი. III ტური

3 აგვისტო, თელ-ავივი, 2100 მაყურებელი

საქართველო-უკრაინა 81:88

20:21, 18:30, 25:16, 18:21

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ირაკლო

იტალიასთან თავისუფლად შეგვიძლია, მოგება, იმ ნაკრებებმა მოუგო ვისაც ჩვენ მოვუგეთ გინდა აკროპოლისსის თასზე და გინდა ლიტვამ ევრობასკეტზე, მაგრამ თუ ამ თამაშით გავედით რაც უკრაინასთან, მაშინ არანაირი შანსი არ გვექნება უსუსტეს ნაკრებებთანაც კი

• vaxo-s

ჯიგარი ხარ, 100%-იანი დაწერე!!!:)))))

• Oto

Cqitishvilze rogorc zurosma tqva shebtavaze magram uari mivigeo.mizezi gaurkvevelia

• დათო

გადაიღალნენ რა სამჭედლოში კვალდას იქნევდნენ, ეგაა მაგათი პროფესია და უნდა ითამაშონ. კომენტატორებმა კი თამაშის დაწყების და მიმდინარეობისას მოუკლონ ქებათა ქებას და დარიგებებს. მიყვნენ მხოლოდ თამაშის მსვლელობას ისე გაიგეთ სომხებმა კალათბურთის თამაში დაიწყეს აი ახლა გვენძრევა.

• პაატა

ვინმემ თუ იცით ცქიტიშვილი და ფაცაცია რატომ ვერ მოხვდნენ 12 კაცში? რამე კონკრეტული მიზეზი იყო? მადლობა

• vaxo

რა ვიცი,მთელი წელი კი დამცინოდით აქაური სასტავი როცა ვამბობდი ზაზას ოლ-სტარზე გაყვანა დიდი უნამუსობაა მეთქი. არა შე უვიცოო,შე რუსეთუმეო,ფაჩულია კაზინსზე,გობერზე და დეანდრეზე მეტია დაჟეო :-) და აქ უკვე მოედანზე გამოსაყვანიც არ არის ნაკრების კაპიტანი ხომ? ნარდში,ჯოკერში და კალათბურთში ერთნაირად მაგრები ხართ რაა :-)

• ქუთაისი

საიტის ადმინისტრაციავ.. ბოლო ბოლო,როდის მოგვაშორებთ ამ ყიფიანის თავს...დევიტანჯეთ

• g.v.g.

მომკალით და მეც ვიფიქრე ტოტალიზატორის ჩარევაზე ამ ამბავში... სცენარი ასეა ყოველ შემთხვევაში, ოღონდ ყველა არ იყო ამ "კეთილი" საქმის ყურში (სუბიექტური აზრი)

• ანდრი

ფაჩულია სულ რომ ცხრაგზის ჩემპიონი იყოს ლიდერი სხვა ჭირდება ნაკრებს, სხვა ამპლუის და ნიჭის მოთამაშე. ჩვენ კალათბურთი არ გაგვაჩნია საერთოდ, რა ლიდერზეა ლაპარაკი. ამ ბიჭებმა ინდივიდუალურად მიაღწიეს თავისას და მთლიანად საქართველოს კალათბურთის სახეს ქმნიან თავდადებით, მაგრამ კალათბურთი ჩვენში მკვდარია ფეხბურთივით.

• შენგელია და მარკოიშვილის იმედი მაქვს მომავალ თამაშებზე.

რამდენი ტურისტი გვყოლია გუნდში. მგონი ფაჩულიაც ტურისტია, ან გაეროს დამკვირვებელი აშშ-დან.

• ეს ზანტი და მოუქნელი.

მეც შევამჩნიე. მგონი ფაჩულია ტრენერობას უმიზნებს და ამაში გუნდს სწირავს დღეს, ზუროსს ლახვარს სცემს ზურგში.

• ზატრატუსტრა ელი....

მეგობრებო ეს მე ვარ ზარატუსტრა და ვიძახი, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ნაკრები ფალოსებისაგან შედგება, რასაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქართველების ისრაელთან და იტალიასტან მოგება, საქართველოს ნაკრები წელს ევრობასკეტის ფინალში გავა... ვისაც ფულის შოვნა გინდათ გაითვალისწინეთ ჩემი ნათქვამი და ტოტალიზატორში ფული დადეთ, მოგებას იმდენს აიღებთ ცხოვრების ბოლომდე გაგწვდებათ.

• დავით

ოოო

• დავით სანებლიძე

ტოტალიზატორი არის სპორტის სიმსივნე. ია სწორედ ჩვენმა კალადბურთელებმა ითამაშეს ტოტალიზატორზე.

• კაპუსტინი

რა გადაეკიდეთ ამ ბურჯანაძე-სანიკიძეს - ეგენი დამტვრეულები არიან და ვერც ითამაშებდნენ. ჩვენ გყვავდა სხვა რესურსიც - ცქიტიშვილი, ფაცაცია და დვალიშვილი - ბოისას და ბექაურს მაინც აჯობებდნენ ეს კალათბურთელები, რომელთაც ჯერ თამაში არ მიუღიათ მონაწილეობა პრაქტიკულად. მაგრამ აქაც ფეხბურთის არ იყოს ფედერაცია ადგენს შემადგენლობას.

• კკოობბაა

ერთი თამაშის გუნდი და დაუმსახურებელი თავში ავარდნა რარაც პატარა ტურნირი მოვიდეთ და ეს კი ევრო ბასკეტია სხვა დონეა და აგერ შედეგიც მეორეხარისხოვანი მატჩებით თავში ავარდნილებმა კარგი გაკვეთილი მივიღეთ იმედია ჭკუას ისწავლიან

• მე არ ვთამაშობ ტოტოს?

ანუ, წაგებაში ხარ?

• glaxuna

უნდა შეიცვალოს თამაშის სტილი! 3 -ანებზე უნდა წავიდეს თამაში ,ანუ მაღლები მობილიზებულები მეტოქის ფარის აღებაზე თუ 3-ანები არ ჩავარდება და დამატებაზე თამაში + დაბლებმა ფარში შესვლაზე გააქტიურება, ანუ აგრესიული დაცვა და მეტოქის ფარის აღება მთელი თამაში,ბოლომდე და მხოლოდ ასე გვაქვს შანსი მოგების!

• მინდია

არავითარი გადაღლა მოსამზადებელ პერიოდში არ ყოფილა. ეს ის მინიმუმია, რაც აუცილებლად უნდა ეთამაშათ. მთავარი სიმართლე ის არის, რომ სანიკიძის გარეშე, ისედაც მოკლე სათადარიგო სკამის პირობებში ამ ნაკრებს ძალიან უჭირს ზედდიზედ რამდენიმე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება. ცინცაძის მცირე ტრამვაც საკმაოდ დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რადგან დიქსონი ლამის "გადაიწვა". ქართულმა ხასიათმაც თავი იჩინა-ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ თავი ჯგუფიდან გასულებად ჩათვალეს და მობილიზაცია გაუჭირდათ. მეტოქეები კი, უკვე როგორც ლიდერს, ისე გვეთამაშებოდნენ.

• ILIA

ფაჩულია... მის გარეშე ნაკრები უკეთ თამაშობს. რამდენიმე კარგი ბლოკი და მოხსნა ჰქონდა, მაგრამ 3 მაგდენი გააფუჭა.

• Leko

მთავარი პრობლემა-მოკლე სკამი, სანიკიძის არყოფნა, რაც ნამდვილად შეცვლიდა ყველაფერს. პრობლემა მეორე-ლიტვასთან გამრჯვება. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, თავში აუვარდათ. ამაზე ზუროსმა თქვა: პირველი მატჩის შემდეგ ისე იქცეოდნენ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენო. იმ გამარჯვებამ მოწინააღმდეგეების გაათმაგებული მობილიზება გამოიწვია. პრობლემა მესამე-მსაჯები. გერმანიასთან ეს არ იგრძნობოდა, უკრაინასთან აშკარა იყო ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული მსაჯობა. რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას. დღეისათვის ნამდვილად საუკეთესოებია. ვისაც მამუკელაშვილის და სხვების ნაკრებში ხილვა სურს, იცოდეთ, ისინი იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებენ, რასაც თუნდაც ნაკრების ყველაზე სუსტი კალათბურთელი აკეთებს.

• zviads

ეხლა ჩვენს ბიჭებს მხოლოდ გამხნევება სჭირდებათ, მათთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის. წინ ბიჭებო!!!

• სხვა გუნდებს არ ელევათ ენერგია?

ენერჯეიზერი დალიონ და მოემატებათ.

• ა-ჯგუფი სტამბულში თამაშობს თურმე. ჩვენ კი მარტო ისრაელში გვგონია ევრობასკეტი.

ბოლო ორი გავარდება. მაგრამ ერთს შანსი აქვს ფლეი-ოფფ-ში გავარდნილებიდან შემოვიდეს ფინალში, რომელიც სტამბულში იქნება. მგონი ასე თქვეს ჩვენმა "ძვირფასმა" კომენტატორებმა, რომლებიც არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან ა-ჯგუფის შესახებ, გარდა ანგარიშებისა.

• akhali

ლიტვა საქართველო ტაიმბოლი-1/2 25 ლარით 225 ლარი გერმანია-საქართველო 1 225 ლარით 495 ლარი საქართველო-უკრაინა 2 495 ლარით 2128,5 ლარი დამრჩა: ისრაელი-საქართველო 2 სავარაუდო კოეფ.2.15 იმეია აიწევს კიევ იტალია-საქართველო 2 აქ 3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს არ შეგეშინდეთ ასე იქნება

• კულინარი

თუ ტოტალიზოატორს თამაშობენ არ ვიცი, მაგრამ თუ უკრაინას ვერ ვუგებთ და კი არა შანსიც არ გვქონია წინ გასვლის და მოგების მაშინ წამოდით სახლში ბავშვები ავარჯიშეთ

• ultranationalist

ვიღაც არმენამ ისე დაგვთარსა ლიტვასთან მოგების მერე რო ვერც ერთი თამაში ვეღარ მოვიგეთ

• ღმერთი ჩვენსკენ!!!

... ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გარდაიქმნება, ძალებს მოიკრებს და მასპინძლებს ისრაელშიც დაამარცხებს.

• fifo

ჯგუფიდან რამდენი გუნდი გადადის მომდევნო ეტაპზე?

• ptp

ჩემი აზრით, კალათბურთელების დაღლილობა გამოიწვია ჩემპიონატის წინ მოგებულმა ორმა კომერციულმა ტურნირმა, ასეთ დატვირთვას უფრო გრძელი სკამის მქონე გუნდებიც კი ვერ გაუძლებდა ასეთ მოკლე დროის მონაკვეთში.

• Michael Jordan

ფაჩულია რომ ენბიეის ჩემპიონი არ გამხდარიყო ალბათ უფრო მეტი მონდომებით ითამაშებდა ნაკრებში, თორემ ეხლა ისეთი სახით დადის პრეზიდენტი გეგონება.

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

უკვე რამდენიმე წელია პირველ მატჩზე ენერგია აქვთ, მეორეზე ნახევარი ენერგიაღა რჩებათ და მესამე მატჩზე საერთოდ ენერგიაგამოცლილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. იქნებ გააანალიზოთ ეს პრობლემა და გამოსავალიც გამოჩნდება.

• megre

შეეშვით ამ ზღაპრების მოყოლას, ერთადერთი მიზეზი ეს არის ტოტალიზატორი. სპორტი დღეს არის ძალიან დიდი ფული შოვნის საშუალება ტოტალიზატორებისათვის, ყველა ვხედავდით საქართველოს ნაკრები ბოლო ორი თამაში როგორ წვალობდა და ყველაპერს რომ აკეთებდა რომ წაეგო, ეს იყო დადგმული სპექტაკლი როცა გუნდი 10 დღით ადრე უგებს საბერძნეთს, სერბეთს, ლიტვას... და შემდეგ მარცხდება არაფრით გამორჩეულ გერმანიასთან და სუსტ უკრაინასთან. ტოტალიზატორებმა მოგება ნახეს თამაშამდე გაკეთებული ფსონებიდანაც და ლაივიდანაც როცა თამაშის მსვლელობისას ჩამორჩენას ვამცირებდით და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ მოვუგებდით. ნუ აბრალებთ ნურც მწვრთნელს და ნურც მოთამაშეებს, ზუროსმა თუ 10 დღის ინტერვალში სერბეთთან ლიტვასთან და საბერძნეთთან თუ სწორად ტაქტიკა არჩია გუშინ რა დაემართებოდა ვითომ. მწვრთნელმაც და მოთამაშეებმაც გააკეთეს ის რაც დაავალეს. ზოგადად ვისაც ტოტალიზატორთან შეხება აქვს მან იცის რომ როცა საშუალო დონის გუნდს მოაგებინებენ გრანდებთან მას შემდეგ აუცილებლად წააგებინებენ უსუტეს გუნდებთან, ამიტომ შემთხვევით არავინ არ მოგვაგებინებდა არც საბერძნეთთან არც სერბეთთან და არც ლიტვასთან. დიდი სპორტული შეჯიბრებები ეს არის დადგმული სპექტაკლი, მათ წინასწარ იციან ვინ უნდა გავიდეს ჯგუფიდან, ვინ ჩარჩეს, ვინ გახდეს გამარჯვებული. ამიტომ ტყუილად ნურც ზღაპრებს ყვებით და ნურც ნერვებს მოიშლით აზრი არ აქვს რადგან როგორც გადაწყვეტს ამ სპექტაკლის რეჟისორი ისეც მოხდება. ხომ ხედავთ უკვე სანამდე მივიდა სპორტი ტოტალიზატორების გადამკიდე რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები შინ ლუქსემბურგს გოლს ვერ უტანს და ფრეს ეთამაშება

• G E L A

ისრაელთან მოგება გაგვიყვანს, იმის გათვალისწინებით რომ უკრაინა ორივე მატჩის წამგებია და ასევე გერმანიაც თუ არ გადაირია (რაც მეეჭვება).

• llcl

გეთანხმები, გადაღლილია გუნდი, გადაღლილი ადამიანი კი ვერც გონებრივად და ვერც ფიზიკურად ვერ ქაჩავს, რაც არ უნდა კარგები იყვნენ, 7 კაცით წარმატებაზე ფიქრი უტოპიურია, დანარჩენები კი სამწუხაროდ მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებენ ევროპულ დონეს, სანიკიძე და ბურჯანაძე უკვე 9 კაცი იქნებოდა და რეალური წარმატებაზე ფიქრი. მართლაც არ შეიძლება ესეთი ლანძღვა იმ ბიჭების, რომლებმაც არაერთი სიხარული გვაჩუქეს, გვიყვარხართ ლომებო და წარმატებები!

• ვასილიჩი

მეც მათ სიაში ვარ ვინც აღფრთოვანებული დარჩა პირველი მატჩის მერე (მოდი და ნუ აღფრთოვანდებოდი), მაგრამ ასე ხმამაღლა და უცერემონიოდ განაცხადო "საჩემპიონოდ ვიბრძვით"-ო (და კვერი ჟურნალისტებმაც დაუკრეს)-დიდი შეცდომაა, ტელერეპორტაჟისას კომენტატორს შესაძლოა ობიექტურობა ვერ მოთხოვო, მაგრამ ასე "უპრაგონოდ" აცხადებდე: "დღეს გერმანიას რომ მოვუგოთ (სხვა რამის გაგონება არ სურდათ!) ხვალ უკრაინას მოვუგებთ და პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ"-ო უბრალოდ სიბრმავეა, ჯერ ერთი გერმანიასთან ფავორიტობა რატომაა უეჭველად მართებული? შენზე სუსტი ყავს ვინმე, თუ რაა? (მე მეგონა პირიქით იყო და აკი დამტკიცდა კიდეც) N.B.A. მაქვს მხედველობაში. ნამუსიანობისა და კაცობის გულისთვის შეიყვარა ხალხმა ეს თაობა და მეშინია წყალში არ გადაყარონ ყველაფერი ერთი მეწველი არსებისა არ იყოს, ყველაფერი ყოველთვის არ გამოგივა, მაგრამ დროზე ადრე დაჯერება შენი უძლეველობისა, მარტივად რომ ვთქვა არაპროფესიონალიზმიაააააააა.

• ევრობასკეტ

ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ 2011 წლის ევრობასკეტზე ჩვენებმა უკრაინასთან მეგობრულად მოილაპარაკეს და იმიტომაც მოვუგეთ.

• dato

ugunurebaa daglilobit imartlo tavi. mosamzadebeli periodi imisatvis arsebobs, rom energia sworad gadaanawilo. win rom viyurebi, perspektiuli kalatburtelebi ar chanan da kidev didxans mogviwevs 7-8kalatburtelit tamashi.

• zurab

ვგრძნობ, ზუროსსა და ფაჩულიას შორის ყველაფერი ვერაა რიგზე!

• რეზო

მარტო დასჩენბაში არ არის ებერგიის წყარო. შრიოდერი კარგად ასვენეს მაგრამ.. ნერვებმა და ბაქიბუქმა უმტყუნა და გუნდიც დააღალატა ლიდერმა.

• სოსო

ისრაელი გერმანიის შეხვედრის მეტ წილს ვუყურე,ბოლო პერიოდში ისრაელმა 16 ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და გაიმარჯვა,შეცდომები საკმაოდ ბევრი ჰქონდათ,მაგრამ საოცარი აღმაფრენით იბრძოლეს ბოლომდე და გაიმარჯვეს.გერმანიას კი მგონი ის დაემართათ,რაც ჩვენ მათთან,გადაიღალნენ და ტემპს ვეღარ გაუძლეს.შრიოდერმა სისულელეები გააკეთა ბოლოს,ცინცაძე და დიქსონი მონაგონია.ასე რომ ჩვენი ბიჭების ლანძღვას მოვეშვათ სჯობია,დაღლილი კაცი სიზუსტეს და აზროვნების სისხარტეს ჰკარგავს. ეს ყველას შეეხება.იმედი ვიქონიოთ,რომ ახლა უკვე ისრაელი იქნება დაღლილი და სისულეებს გააკეთებს.

• MMM

მარტო ისრაელთან მოგება ვერ გაგვიყვანს ჯგუფიდან და ასე ძალაგამოცლილ გუნდ იტალიის დამარცხება დარწმუნებული ვარ არ შეუძლია

საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია

თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით

ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]

შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

შერმადინის მორიგი კარგი მატჩი - "ტენერიფე" პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს

გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]

შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა