საქართველოს ნაკრების გარემარბი "აჟენის" შემადგენლობაში წლიდან წლამდე იმყარებს პოზიციებს
საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე "აჟენის" შემადგენლობაში წლიდან წლამდე იმყარებს პოზიციებს. ის გუნდთან ერთად ელიტურ, პირველ დივიზიონშიც (TOP-14) გამოდიოდა, მაგრამ გუნდს ხელი მოეცარა და დაქვეითდა. ახლა აჟენელები ისევ დაუბრუნდნენ ელიტას და ორი თამაშიდან ერთი მოიგეს. ერთშიც ქართველმა მორაგბემ ლელო მიითვალა.

- რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]

ფრანგული ვებგვერდი petitbleu.fr ჩვენებურზე ხშირად წერს ხოლმე. ამჯერად კი მასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

- მზად ხართ ელიტაში სათამაშოდ?

- მინდა, ყველა თამაშში მივიღო მონაწილეობა და მოედანზე სრულად დავიხარჯო. ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. ეს მარტო საფრანგეთის ჩემპიონატს არ ეხება - სადაც უნდა ვთამაშობდე, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ.

- სეზონის დაწყებამდე "ლა როშელთან" საწვრთნელ მატჩში თქვენი "ცნობა" გაგვიჭირდა...

- თამაშის მერე მეუღლეს ვუთხარი - იცი, უცნაურია, მაგრამ ამჯერად, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სათანადოდ ვერ გავისარჯე. რატომ? არ ვიცი, შესაძლოა, კონცენტრირება ვერ მოვახერხე.

- მზადების პროცესმა თქვენთვის კარგად ჩაიარა?

- ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გასულ სეზონში ასეთ დონეზე მომზადებული ნამდვილად არ ვიყავი. შვებულებაში საქართველოში ყოფნისას ხუთი კილოგრამი მოვიმატე. რომ დავბრუნდი წონის დაკლებამ მომიწია და ახლა ჩვეულ ფორმაში ვარ. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

- პირველ ტურში "მონპელიესთან" ძირითადში არ დაგაყენეს...

- ეს გასაგებიცაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ "ლა როშელთან" მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში არ დამაყენებდნენ. თუ გახსოვთ, გასულ სეზონში პირველ ტურში ასევე მოხდა "ბეზიესთან" მატჩში. თუმცა, მერე სულ ვთამაშობდი და იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება.

- რას ფიქრობთ ელიტის დონეზე?

- ჩემთვის აქ თამაში ძალიან ძნელი იქნება. ყველა გუნდი უმაღლესი დონისაა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მუდმივად გავაუმჯობესოთ თამაში. "მონპელიესთან" მატჩში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ წლეულს უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე ორი წლის წინათ, როცა ელიტაში ვთამაშობდით. უკანა ხაზი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რგოლია. კარგი, მაღალი დონის მოთამაშეები დავიმატეთ. აკაპუსი ქერა და რიკი იანუარი ჩვენთვის დიდი ძალაა. მიუხედავად ყველაფრისა, "აჟენი" ახალგაზრდული გუნდია. მხოლოდ სამი თუ ოთხი მორაგბეა, რომლებიც 30 წელს არიან გადაცილებულნი.

- ფიზიკური კონდიციებით მოწინააღმდეგეებს კონკურენციას გაუწევთ?

- პირველი დივიზიონის გუნდებთან უკვე სამი მატჩი გავმართეთ. ძალიან ბევრი ბოჭვა გავაკეთე. ფიზიკურად მთელი გუნდი კარგადაა მომზადებული. სხვა საქმეა სისწრაფე - მეორე დივიზიონში ასეთ სისწრაფეებზე არავინ თამაშობს. ამიტომ, ამ კომპონენტში აშკარად მოსამატებელი გვაქვს.

- შეამჩნიეთ, რომ თქვენ მიმართ მეტოქე დაცვისას ყურადღებას აათმაგებს?

- დიახ, ეს "მონპელიესთან" მატჩშიც შევნიშნე. ახლა მოწინააღმდეგის ორი ან სამი მოთამაშე მოდის ხოლმე ჩემზე, რათა გამაჩეროს. ლეანდრო სედარო სინბინში გაუშვეს და რვა ნომრის პოზიცია მე დავიკავე. მეტოქის ლელოსთან ახლოს საჯარიმო სწრაფად გავათამაშე და ეგრევე მოწინააღმდეგის რამდენიმე მორაგბე მეცა. თუ შემიძლია მეტოქის რამდენიმე მცველი "დავაბა", ეს ძალიან კარგია.

- "მონპელიესთან" ლელოს გატანა პატარა საქმე არაა...

- კარგია, უკეთესი იქნება, თუ შვიდ ლელოზე მეტს გავიტან. ერთი წლის წინათ პირველ დივიზიონში ექვსი გავიტანე, შარშან მეორე დივიზიონშო შვიდი ლელო მივითვალე, ახლა ერთით მეტის გატანას თუ შევძლებ, მართლაც კარგი შედეგი იქნება.

- მოდი, საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ: ივნისის ტესტებზე ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშეთ...

- დიახ, ივნისში მხოლოდ არგენტინის ნაკრებთან ვითამაშე. როგორც წესი, ტესტებზე სამივე მატჩში ვასპარეზობ ხოლმე. ამჯერად, პირველი თამაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამოვტოვე, რადგან ჩემი ქალიშვილი ცუდად გახდა. ის ჩემს მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. სასწრაფოდ მომიწია შინ დაბრუნებამ და ბავშვი საფრანგეთში გადავიყვანეთ ოპერაციისთვის.

როდესაც გუნდში დავბრუნდი, კანადასთან მატჩის წინ, მგაზვრობითა და ემოციებით დაღლილი ვიყავი და, ცხადია, არ მითამაშია. მერე, ტესტების ბოლო მატჩში არგენტინის წინააღმდეგ ვითამაშე. ძალიან რთული მატჩი იყო. 29:45 წავაგეთ. არგენტინა ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ყოველწლიურად უმატებს ოთხი ერის გათამაშებაში გრანდებთან ასპარეზობის წყალობით. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. პირველ ტაიმი უკეთ გამოგვივიდა, ვიდრე - მეორე. აშშ-თან და კანადასთან მატჩებმა ჩემი თანაგუნდელები ძალიან დაღალა. ამან გავლენა იქონია არგენტინასთან მატჩის ხარისხზე.

ნოემბერში ისევ ამერიკასა და კანადას ვეთამაშებით, ოღონდ ამჯერად, თბილისში. მესამე მატჩი კი, უელსთან გვაქვს სტუმრად. კარგია, რომ მათ ვეთამაშებით. 2019 წლის მსოფლიოს თასზე უელსი ჩვენს ჯგუფშია. ეს მატჩი კარგი მოსამზადებელი ტესტი იქნება ძალიან რთულ ჯგუფში საასპარეზოდ, სადაც უელსის გარდა ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებებთან მოგვიწევს გაჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
თამაზ მჭედლიძე: საქართველოს ჰიმნზე დადგომა მომენატრა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლაპორტამ აღმზრდელი კლუბი გაკოტრებას გადაარჩინა
ლეგიონი: ორი ლელო, ამდენივე ყვითელი და ერთი წითელი
სავსე ტრიბუნების დროა!
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე