გიორგი ფირცხალავა: "დიდი იმედი მქონდა, რომ ეს ჩანაფიქრი ქართულ დიასპორას მოეწონებოდა. მაგრამ რაც მოხდა, ნამდვილად არ ველოდი"
33 წლის ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი ფირცხალავა ამერიკაში ცხოვრობს. მცირე ხნის წინ მან ნიუ-ჯერსიში ახალი საფეხბურთო სკოლა დააფუძნა, რომელიც ქართველი ემიგრანტების შთამომავლებზეა ორიენტირებული. ეს ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებიდან შევიტყვეთ...

"2017 წლის შემოდგომიდან, ცენტრალურ ნიუ-ჯერსიში იხსნება საფეხბურთო სკოლა, რომელიც იზრუნებს 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების სპორტული და საფეხბურთო შესაძლებლობების განვითარებაზე და იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. ასევე, ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის იქნება ინდივიდუალური მომზადება. საფეხბურთო სკოლის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი გახლავთ გიორგი ფირცხალავა, რომელსაც საქართველოსა და ევროპულ ქეყნებში პროფესიულ დონეზე უთამაშია", - ეწერა განცხადებაში.

დავინტერესდით, ვინ არის გიორგი ფირცხალავა, რომელმაც ნიუ-ჯერსიში საფეხბურთო სკოლა გახსნა. მას ამერიკაში დავუკავშირდით.

"საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ვთამაშობდი "ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" ასაკობრივ გუნდებში, მერე კი იტალიისა და საფრანგეთის დაბალი ლიგის გუნდებში. მწვრთნელობა ამერიკაში დავიწყე.

სხვათა შორის, ესენი უეფას მოთხოვნებს აღიარებენ, მაგრამ ბევრად უფრო მკაცრი და მრავალსაფეხურიანი განათლების სისტემა აქვთ. უეფა თუ 4-საფეხურიანია, აქ მეტი ეტაპია გასავლელი. პროფლიცენზიის მისაღებად კი ბევრად დიდი დროა საჭირო. მე რამდენიმე საფეხურის შემდეგ B ეტაპზე გადავედი", - განმარტავს ფირცხალავა.

ის საკუთარი სკოლის დაფუძნების შესახებ გველაპარაკა:

"თავდაპირველად, აქ ცნობილ საფეხბურთო სკოლა "რადგარში" ვმუშაობდი, რომელიც ნიუ-იორკშია. ქართული საფეხბურთო სკოლის დაარსების ჩანაფიქრი დიდი ხანია მქონდა.

აქ არაერთი ჩვენებურია და სხვადასხვა საფეხბურთო სკოლაში ბევრი ნიჭიერი ქართველიც აღმოვაჩინე. მაშინ დავფიქრდი - ეს ბავშვები ერთად რომ შეგვეკრიბა, კარგი გუნდი გაკეთდებოდა. თუმცა, ამ ჩანაფიქრის განხორციელება ადვილი არ იყო. არაერთი იურიდიული და სხვა სახის საკითხი უნდა გადამეწყვიტა. საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა და სკოლის ამოქმედების უფლება მოვიპოვე".

ფირცხალავას თქმით, სკოლის პირველი ნაბიჯები დამაიმედებელია:

"საერთოდ, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არიან ბავშვები, რომელთაც ენობრივი ბარიერი აქვთ და მწვრთნელებისა და თანაგუნდელების ბოლომდე არ ესმით. ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს - ვარჯიშთან ერთად, ისინი უფრო გაერთიანდებიან.

დიდი იმედი მქონდა, რომ ეს ჩანაფიქრი ქართულ დიასპორას მოეწონებოდა. მაგრამ რაც მოხდა, ნამდვილად არ ველოდი - იმხელა ინტერესია, პირველივე დღეებში 50-მდე ბავშვი შეიკრიბა. მათ შორის, გამორჩეულად ნიჭიერებიც აღმოვაჩინე, რომელთა შესახებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად ვეტყვი, რათა ყურადღება მიაქციონ და როცა მათი ასაკის ნაკრებების ჩამოყალიბება დაიწყება, გამოიძახონ.

მაგრამ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველების უმრავლესობამ ჯერ ამ სკოლის შესახებ არაფერი იცის - როცა ინფორმაცია გავრცელდება, დარწმუნებული ვარ, ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება და მეტი პერსპექტივა გამოჩნდება.

თუმცა არა მხოლოდ ქართველები, ამერიკელებიც დაინტერესდნენ. სკოლა ნიუ-ჯერსიშია, აქ არაერთი ეროვნების ხალხია და მხოლოდ ქართველების მიღება შეუძლებელი იყო".

ცხადია, ამერიკაში საფეხბურთო სკოლის დაარსებას ფინანსები დასჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ფირცხალავამ ეს საკითხიც მოაგვარა:

"ჩემს ჩანაფიქრს მხარდამჭერები გამოუჩნდნენ და ახლა სკოლას სპონსორები და პარტნიორები ჰყავს. სხვათა შორის, ამერიკაში ძლიერი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა, იმდენი მოედანია, ყველას დატვირთვა ჭირს და სკოლისთვის მათი მოძებნა და დაქირავება არ გამჭირვებია.

ჩვენს აკადემიას ახლა ორი სტანდარტული მოედანი აქვს, ერთიც დარბაზის არენა, სადაც ასევე სტანდარტული მოედანია და ზამთარში ან წვიმის დროს გამოვიყენებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nodar Chikovani
წარმატებები გიორგი! ✌✌✌
mishka siradze
shen genacvale chemo dzmao carmatebebi shenze cudis mtqmeli adamiani ar moidzebneba da xar mizandasaxuli kaci,sul cin da cin piter izraeli shentanaaa
Levan pirrskhalava
Dzalian kargi mama.rac gindoda miaxwie.kochag mikevi bolomde am karg da ketil saqmes.me vamakob shenit.gmertma daglocos da gagadzlieros.
Xatuna
Gio carmatebebi aba shen iciiii
ხათუნა
გილოცავ წარმატებები აბა შენ იცი გიოო
Xatuna
Gio carmatebebi aba shen iciiii
Achiko
საღოლ გიო მიდი მიაწექი )))
მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილის სწავლების ცენტრი
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბ-ნო გიორგი!
თენგო
წარმატებები ჯიგარო!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა