ტყვიის მსროლელები - ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე და მესტენდურები - დავით ქვათაზე და პავლე ლაკია მსოფლიოს თასზე გამოვლენ
დღეიდან ტყვიის მსროლელები სალიცენზიო ტურნირების გრძელ გზას გაუყვებიან. მათ ამ რანგის ერთი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი შარშან უკვე მოილიეს, წლეულს კი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურები მსოფლიოს თასებზე გაიცემა.

ეს თასი სეზონში კვლავაც ოთხ ეტაპად გაიმართება, ყოველ მათგანზე კი, ადრინდელი ერთის ნაცვლად, ამჯერად სამ-სამი ლიცენზია დარიგდება. თანაც - პნევმატური და სპორტული პისტოლეტიდან სროლებში - ცალ-ცალკე. თუმცა საკმარისია, ერთგან მოიპოვო და ოლიმპიადაზე ორივე დისციპლინაში იასპარეზებ ანუ ცალ-ცალკე მოპოვება არაა სავალდებულო. სამაგიეროდ, შენს მიერ აღებული ლიცენზიით ვერც სხვა თანაგუნდელს გაიყოლებ თამაშებზე, როგორც ადრე ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ საგზურის ორივე დისტანციაზე მოპოვებით შენსავე ფედერაციას დამატებით მეორე ლიცენზია ეძლეოდა, თუმცა ეს წესი ათენის ოლიმპიადის შემდეგ შეიცვალა. ამ თემაზე საუბრისას იმასაც განვმარტავთ, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს ანუ თუ საგზურს უკვე ლიცენზირებული მსროლელი მოიპოვებს, მაშინ მის მომდევნოს გადაეცემა და ასე შემდეგ. ამდენად, ლონდონური ვიზის მისაღებად იქნებ სამეულში შესვლა არც იყოს აუცილებელი და ეს უფლება უფრო დაბალ საფეხურზე მყოფმაც კი მოიპოვოს.

წლევანდელ კალენდარში კიდევ ერთი სალიცენზიო შეჯიბრებაა - აგვისტოს პირველივე კვირაში ბელგარდში გასამართი ევროპის პირველობა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში. გაისად მხოლოდ ერთი ასეთი ტურნირია, რადგან საგზურები მსოფლიოს თასის ეტაპებზე აღარ გაიცემა და მარტო პნევმატური იარაღიდან სროლაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე დარიგდება.

წლევანდელი სეზონის რიგით პირველი მსოფლიოს თასი დღეს იწყება სიდნეიში, სადაც ტყვიის მსროლელთა შეჯიბრების პარალელურად მესტენდურებისაც ტარდება. ჩვენები ორივეგან გამოდიან ორ-ორი მონაწილით - ტყვიის მსროლელთა შორის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე გამოვლენ, მრგვალ სტენდზე კი დავით ქვათაძე და პავლე ლაკია ეცდებიან სამიზნეების დამსხვრევას.

ჩვენი კვარტეტიდან შეჯიბრებაში ყველაზე ადრე სალუქვაძე ჩაებმება - ის დღეს იასპარეზებს პნევმატური იარაღიდან სროლაში. 26-27 მარტი სპორტული პისტოლეტით ასპარეზობას დაეთმობა, მესტენდურები კი ცეცხლის ხაზზე შეჯიბრების დასკვნით ნაწილში - 30-31 მარტს დადგებიან.

ამ შეჯიბრებას სულ რაღაც ერთ კვირაში ანალოგიური ტურნირი კორეულ ჩანჯოუში მოსდევს. სიდნეიში ჩასული სპორტსმენების უმეტესობა ან ავსტრალიაშივე დარჩება, ან - კორეაში გადავა და ერთკვირიან შეკრებასაც გაივლიან, რასაც ჩვენები, სამწუხაროდ, სავიზო პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. ისინი იძულებულნი არიან, ავსტრალიდან თბილისში დაბრუნდნენ, 2-3 დღეში კი კორეაში გაემგზავრონ. საწყენია, ასე გაუმართლებლად რომ უწევთ მთელი კონტინენტის გადაფრენ-გადმოფრენა. თან სეულში ჩასულებსაც ავტობუსით საკმაოდ შორი მანძილის გავლა მოუწევთ ჩანჯოუმდე.

აქვე გეტყვით, რომ კორეაში მსოფლიოს თასი მხოლოდ ტყვიის სროლაში ტარდება, მესტენდურები კი მეორე ასეთ შეჯიბრებას 19-28 აპრილს პეკინში გამართავენ.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის