საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ნაკრებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ნაკრებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთანხმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", - დაწერა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2017-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა და ასპარეზობა დაასრულა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

მადლობის მეტი რა გვეთქმის, წარმატებები ვუსურვოთ კარგი ადამიანია!!!
Dato
მადლობა ზაზა
parfiumer
წარმატებები ზაზას მთელი ცხოვრების მანძილზე, მადლობა, მადლობა და მადლობა... ორი დიდი კაპიტანი წავიდა წელს ზაზა და მამუკა, ორივეზე ძალიან მწყდება გული, ძნელი იქნება მათგარეშე ცვენი ეროვნული ნაკრებების ნახვა, მაგრამ მეამაყება ასეთი ქართველები რო არიან... წარმატებები.
andro
დინამოს თამაში მახსოვს ვერდერთან. ყველა ხვდებოდა, რომ ვერგასვლის შემტხვევაში ეს იქნებოდა საშა ჩივაძის ბოლო თამაში. გავარდნაზე არ მწყდებოდა გული. გული მწყდებოდა იმაზე, რომ ამ გენიალური ფეხბურთელის თამაშს ვერ ვნახავდი მეტჯერ! იგივე გრძნობა მქონდა გუშინ! ამ თაობამ ზაზას თავკაცობით უფრო ლამაზად წასვლა დაიმსახურა! მადლობა ზაზას და იმ ბიჭებს ვინც ამ წლების განმავლობაში სიხარული მოჰქონდათ საქართველოსთვის! იმედია ღირსეულა გააგრძელებენ ახალგაზრდები თქვენ გაკვალულ გზას!
კახა ქირია
მადლობა ყველაფრისთვის.წარმატებები ზაზა.
888
ქართველების ტრადიციული ავადმყოფობა:უ მ ა დ უ რ ო ბ ა
888
სწორედ MUMU-ზე(მართლაც მუმუა)და ილიაზეა ნათქვამი:ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია.....ზაზა ჩვენო ძვირფასო და უსაყვარლესო კაპიტანო,დიდი მადლობა იმ თავდადებისათვის რაც შენ გაიღე სამშობლოსა და გულშემატკივრებისათვის.გისურვებ ჯანმრთელობასა და ოჯახურ ბედნიერებას!არასადეს დაგივიწყებთ!
Casila
ზაზას დიდი მადლობა ეკუთვნის ერთხელ არ უყოყმანია ჩამოსვლა ,გახსოვთ სტეფანია როგორ გვახვეწნინებდა?
ILIA
პატრიოტობა და მონდომება კარგ თამაშს არ ნიშნავს. ზაზამ ყველა მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარა. ამას თავადაც ხვდება და ამიტომ წავიდა ნაკრებიდან.
aburjga
მადლობა ზაზა! შენ ხარუძლერესი კალათბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართულ კალათბურთში შენ გადაშალე ახალი ფურცელი და შენი კაპიტნობისას დაადგა ქართული კალათბურთი აღმავლობის გზას, მიაღწია არნახულ სიმაღლეებს! რასაც ვხედავ და მახსოვს თავი არ დაგიშურებია არც ერთ მატში, შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდი! შენ ხარ ჩვენი სიამაყე აშშ-ში, ნბა-ს ანუ მსოფლოს ჩემპიონი. შენი სახელით გაიგო ბევრმა ამერიკელმა საქართველოს არსებობის შესახებ! მაგარი ქართველი ხარ, მეოჯახე კაცი, ვაჟკაცი მოედანზეც, ყველგან და ყველაფერში!!! ჩემს გულში ხომ ხარ და იქნები, ასევე ქართული კალათბურთის უამრავი გულშემატკივრის მეხსიერებაში. შენი სახელი ჩაწერილია საქართველოს ისტორიაში. შენ და შენს ოჯახს გისურვებთ ყველაფერ სიკათეს, ღვთის მადლი გადმოსულიყოს თქვენზე!
lasha
კარგი კაცი აბა დაფიქრდით ამდენი წლებია ნაკრების თამაშებზე ჩამოდის არცერთი თამაში არ გამოტოვა წარმოიდგინეთ ამერიკიდან აქ ჩამოსვლა რამხელა გზააა და სტრესი. გახსოვთ სტეფანია ნაკრებში ჩამოსვლა რო ეზარებოდა და არც მოდიოდა. შეიძლება ზაზა დურანტი და კობი ბრაიანტი არ არის მაგრამ მე ვაფასებ ასეთ თავდადებას და პატრიოტიზმს ჩვენი ქვეყნის მიმართ .მადლობა ზაზას იმედია კიდე ბევრ სიკეთეს გაუკეთებს ქართულ კალათბურთს მომავალი თAობების გაზრდით
malxaz
მადლობა ზაზა ჯიგარი ხარ ნამდვილი კაცი და უდიდესი სუპერ სპორტსმენი ვისაც არ ესმის ტავის უმადურ ტავს დააბრალოს
grisha dedakimovi
უღრმესი მადლობა ზაზა! შენი ღვაწლი ქართული კალათბურთის აღორძინებაში ფასდაუდებელია და დარწმუნებული იყავი, რომ ქართველი გულშემატკივარი ამ ამაგს არ დაგივიწყებს. თუ ოდნავ მაინსც არის შანსი გუნდს მსოფლიოს შესარჩევშიც დაეხმარო, თუნდაც გუნდთან ერთად იყვე, არ დაგვამადლო და ბოლოჯერ გაგვახარე შენი ხილვით ნაკრების მაისურში. სამაგალითო ქართველი ხარ!
ILIA
ვიმეორებ - მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ზაზა ყველაზე სუსტი იყო ჩვენ გუნდში. შესაძლოა, ყველაზე სუსტი - მთელ ჩემპიონატშიც.
სოსო
ზაზა უვარჯიშებელი და ახლად ტრავმამოშუსებული თამაშობდა და რაც შეეძლო ამ მომენტში,ყველაფერი გააკეთა,უფრო მეტიც კი.შენ კი შეგეძლო მისი ცამეტ წლიანი თავდადებული გარჯა დაგეფასებინა და კეთილი სიტყვით გაგეცილებინა და ეგეც არ გააკეთე.ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა,გულსა.სამარცხვინო შენი და შენისთანების საქციელია,ზაზამ კი სამართლიანად უნდა იამაყოს თავისი კარიერით საქართველოს ნაკრებში.ხინჯად მხოლოდ ეს მრჩება,რომ ზაზამ ადრე გადაწყვიტა წასვლა და გოგა ბითაძის გაზრდას არ დაელოდა.მისი ხელი გოგას გაზრდას ძალიან მოაკლდება,ესეც თქვენისთანების ავი ენის დამსახურებაა.ქვეყანას ნაკრებში ნბას მოქმედი ჩემპიონი ჰყავდეს და ასე ტალახში ამოსვარო...ამას არ ვიცი რა დავარქვა.მარაზმი?არც ესაასწორი,რაღაც უფრო სხვა და საზიზღარია.არა და რამდენი ყოფილა ასეთი.
mumu
აქამდე რომ წასულიყო აჯობებდა, ამ ევროპაზე მაგის ბრალია რომ ვერ გავედით შემდეგ ეტაპზე. იქნებ ჩაიხედოს თავის თავში და სხვის კრიტიკას და სწავლებას თავის შედეგები გაანალიზოს ამ ევროპაზე, რა გააკეთა საერთოდ.
hasheem
მადლობა კაპიტანო და წარმატებები
gizog
შენი კომენტარია სამარცხვინო ილია შენი კომენტარი. იქნებ დაფიქრებულიყავი სანამ რამეს დაწერ.
nugo
მადლობა კაპიტანო..უფალი გფარავდეს მარად..
რეზო
ყველაზე გულსატკენი ტურნირი გამოდგა, ვიცოდით, რომ ბოლოჯერ ვხედავთ ალბათ ასეთ ნაკრებს, და ვეტერანი მეომრები ნამდვილად უკეთეს შედეგს იმსახურებდნენ. მომავალი თაობისთვის (თუ ასეთი იარსებებს) ეს ტურნირი კარგი გაკვეთილი უნდა გამოდგეს მრავალ ასპექტში. ზაზას მადლობა!და გუნდს მთლიანობაში. ყველაფერზე მეტი დადეს, იმისათვის, რომ მეტოქე და საკუთარი ნაკლი დაემარცხებინათ, და ვეჭვობ სხვა დიდებულ ნაკრებებ იგივე შეხლებოდათ ამათ ადგილას. პირადა ჩემთვის ეს ულამაზეს მოგონებად დარჩება. თამაშები არ მოუგიათ, მაგრამ სხვა გამარჯვება გვაზეიმეს, რომლის გარეშეც კალათბურთი ფეხბურთის გზას ადგას სერიოზული გაქანებით.
zas.
ნეტავ როდის გვეყოლება კიდევ შენი დონის?მადლობა ყველა იმ განცდებისთვის რომელიც მოგინიჭებია ქართველი გულშემატკივარისთვის.
koba
მადლობა კაპიტანო....
გგგ
წავიდა კაცი და მადლობა ეკუთვნის თითოეული გულშემატკივრისგან. თუ ვინმეს მისი თამაში არ მოსწონს ან უკმაყოფილოა, იმდენი პატივისცემა მაინც გამოიჩინოს, რომ მის ამდენი წვალება წყალში არ ჩაუყაროს. თუ შეცდომები ჰქონდა, სიამოვნებაც მოუნიჭებია გულშემატკივრისთვის. ამიტიომ მადლობა ყველაფრისთვის! იმედი ღირსეული შემცვლელი ეყოლება
levo
მადლობა კაპიტანო!
zviads
მადლობა ზაზა!!!
დავით
ალბათ ყველას, ვისაც გული დაწყდა ზაზას წასვლით, ერთად აღებული ვერ გადაწონის ზაზასას!!! მადლობა მას!!! მისი ჭკუა გამოჩნდა მის არჩევანში, რამაც გოლდენ სტეიტის რიგებში მოახვედრა და ბოლოს ბეჭედიც მოარგო!!! რაც შეეხება ნაკრებში შედეგს, წასაგებად არ წასულა ბიჭები, უბრალოდ ბევრი ტრამვა და არასრული სათადარიგოთა სკამი იყო მაინც მთავარი მიზეზი. მადლობა კიდევ კაპიტანს!!! იმედია ბევრს გაუკვალავს გზას დიდი კალათბურთისკენ და ელიტას არ ჩამოშორდება საქართველოს ნაკრები!!!
მადლიერი გულშემატკივარი
დიდი მადლობა ზაზა ყველაფრისათვის! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენისთანა პატრიოტი ადამიანები.
რა სისულელეა-ეგ არ გააკეთო
შენ თუ კლავიატურის ჭია ,,პრაფესორების,, ენის გამო გადაწყვიტე წასვლა არ ვიცი,მაგრამ იცოდე რომ ნაკრებს ძალიან ჭირდები მსოფლიოსთვის და თუ მართლა გულით ფიქრობ მომავალ თაობაზე იცოდე რომ ბითაძე შენ გვერდში უფრო დიდ კალათბურთს ითამაშებს ვიდრეშენ გარეშე
Irakli
მადლობა ყველაფრისთვის. სამაგალითო კაპიტანი სამაგალითო პროფესიონალი
dato
მადლობა კაპიტან!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ნიკა
მადლობა კაპიტანო. არ მინდოდა შენი წასვლა მაგრამ გადაწყვეტილება რაც მიიღე პატივისცემას იმსახურებს. ასე რომ წარმატებები და კიდევ ერთხელ, მადლობა კაპიტანო.
ILIA
1 კვირის წინ რომ წასულიყო, გაცილებით კარგი იქნებოდა. სამარცხვინო იყო მისი თამაში!
საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა