ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯგუფში ჩარჩენის ორი მიზეზი - ევრობასკეტის სტატისტიკური ანალიზი

ჯგუფში ჩარჩენის ორი მიზეზი - ევრობასკეტის სტატისტიკური ანალიზი

ვაჯამებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას
ევრობასკეტი 2017 ჩვენთვის დასრულებულია. რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და 16 საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა? ანალიტიკამდე ამ კითხვის პასუხის ძიებაში სტატისტიკას მივმართოთ.

ეს სტატია ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩების დასრულებამდეა დაწერილი, თუმცა ეს მატჩები საერთო სურათს დიდად ვერ შეცვლის.

გუნდური სტატისტიკა

ქულები

საქართველოს ნაკრები საშუალოდ 78 ქულას აგდებდა მეტოქის კალათში, ეს მაჩვენებელი კი მე-11-ეა 24 მონაწილეს შორის. გამოდის, რომ შეტევა საკმარისად კარგი გვქონდა იმისთვის, რომ 16 გუნდს შორის მოვხვედრილიყავით. ისრაელის ნაკრების კალათში ჩაგდებული 104 ქულა სულაც მეორე შედეგია და მხოლოდ ფრანგთა 115 ქულას ჩამორჩება ისლანდიასთან მატჩში.

თამაშიდან სროლის პროცენტი ნაკრებს 45,7 ჰქონდა (მე-11 შედეგი), სამქულიანების - 31,9 (მე-15), საჯარიმოების 78,0 (მე-10).

მოხსნები

ნაკრები ტანმაღალი მოთამაშეებით გამოირჩეოდა და ორი კარგი ცენტრით იწონებდა თავს. ამის გათვალისწინებით, საშუალოდ 36,6 მოხსნა თამაშში გვეცოტავება - არადა, ეს საფრანგეთთან ერთად მე-9 შედეგია ჩემპიონატზე. 50 მოხსნა ისრაელთან - ჯგუფური ეტაპის მეოთხე შედეგია.

2,2 დაფარება მატჩში მხოლოდ მე-15 შედეგია.

პასები

მოვიკოჭლებთ პასებში - საშუალოდ 17,2 პასი თამაშში - ეს მე-16 შედეგია ჩემპიონატზე. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, გუნდში გამთაშებელის პრობლემა აშკარად იყო. თუმცა იყო გამონათებაც - 26 პასი ისრაელთან თამაშში - მე-7 შედეგი ევრობასკეტზე.

სხვადასხვა

7,6 ჩაჭრა თამაშში - საქართველოს ეს მონაგარი მე-9 შედეგია.

მივადექით იმ მაჩვენებელს, რომელმაც, შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვტოვა (ან დიდი წვლილი შეიტანა ამაში) - საქართველოს ნაკრები თამაშში საშუალოდ 16,2-ჯერ კარგავდა ბურთს. ბოლო ტურამდე ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთი "გვჯობნიდა", თუმცა ამ გუნდმა ბრიტანეთთან სტატისტიკური მახასიათებელი გამოასწორა და ბოლოზე დაგვტოვა. შედარებისთვის, სერბეთის ნაკრები საშუალოდ მხოლოდ 10,3-ჯერ კარგავდა ბურთს.

გერმანიის ნაკრებთან მატჩში 24-ჯერ დავკარგეთ ბურთი! ეს ჯგუფური ეტაპის რეკორდია.

საქართველო საშუალოდ 20,8 ჯარიმას იღებდა თამაშში. ეს არ არის ესპანეთის გასაოცარი შედეგი - 14,3 ჯარიმა მხოლოდ - მაგრამ მაინც ნორმალურია - ევრობასკეტზე 15 გუნდი ჩვენზე უფრო ხშირად ჯარიმდებოდა.

დასკვნა: დაკარგვების გარდა, არც ერთი კატეგორიის მიხედვით არ უნდა დავრჩენილიყავით მერვედფინალს მიღმა, თუმცა დაკარგვებში, რასაც ჰქვია, "ვიყოჩაღეთ".

ინდივიდუალური სტატისტიკა

მექულეები

ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე შენგელიაა - 18,8 ქულა მატჩში. შენგელიას მაჩვენებელი მეცხრეა ევრობასკეტზე. ლიდერი სლოვენიელი გორან დრაგიჩია, რომელიც თამაშში საშუალოდ 24,4 ქულას აგდებს.

შემდეგ მოდის მაიკლ დიქსონი - 13,8 ქულა - 33-ე შედეგი ევრობასკეტზე და ზაზა ფაჩულია - 13,4 ქულა და 38-ე შედეგი.

საშუალოდ 10 ქულას გადასცდნენ დუდა სანაძე - 10,8 ქულა, 57-ე შედეგი ევრობასკეტზე და გიორგი შერმადინი - 10,2 ქულა, 68-ე ადგილი.

ბარემ სხვა მექულეებსაც ჩამოვთვლით: 107. მანუჩარ მარკოიშვილი - 7,4 ქულა მატჩში; 211. გიორგი ცინცაძე - 2,8; 255. მიხეილ ბერიშვილი - 0,8.

დიახ, ნაკრებში ქულების მოპოვება მხოლოდ 8 კალათბურთელმა შეძლო - გამყრელიძე, ბოისა და ლონდარიძე უქულოდ დარჩნენ, ხოლო ბითაძეს საერთოდ არ უთამაშია.

დიქსონის 29 ქულა იტალიასთან და შენგელიას ამდენივე ლიტვასთან საზიარო მეხუთე შედეგია ევრობასკეტზე. ხოლო რეკორდი შრიოდერს ეკუთვნის - 32 ქულა უკრაინასთან მატჩში. შენგელიას 25 ქულა ისრაელთან ასევე გამორჩეული შედეგი იყო.

მოხსნები

ზაზა ფაჩულია ამ მაჩვენებლით ლიდერთა შორისაა - საშუალოდ 9,2 მოხსნა მატჩში. NBA-ს ჩემპიონი მხოლოდ გეიბ ოლასენის, იონას ვალანჩუნასსა და ვილი ერნანგომესს ჩამორჩება.

ლიდერთა შორისაა თორნიკე შენგელიაც - 7,8 მოხსნა და მე-7 შედეგი ევრობასკეტზე. გიორგი შერმადინის 4,6 მოხსნა თამაშში მხოლოდ 43-ე შედეგია. მანუჩარ მარკოიშვილს 4 მოხსნა აქვს საშუალოდ (58).

შენგელიას 19 მოხსნა ისრაელთან მატჩში ევრობასკეტის საუკეთესო შედეგია. ზაზას 12 ქულაც იტალიასთან აღნიშვნის ღირსია.

დაფარებები

საქართველოს ნაკრების საუკეთესო დამფარებელი გიორგი შერმადინი - 0,8 ბლოკი თამაშში - საერთო ჩათვლაში საზიარო მე-20 ადგილზეა. 0,4-0,4 დაფარება აქვთ მარკოიშვილის, სანაძესა და შენგელიას. ზაზა ფაჩულიას მაჩვენებელი მხოლოდ 0,2 დაფარებაა თამაშში.

პასები

პასებით საქართველოს ნაკრებში ლიდერობს კალათბურთელი, რომელიც ხშირად არც თამაშობდა გამთამაშებლის პოზიციაზე - დიქსონი - 5,2 პასი თამაშში მე-10 მაჩვენებელია. შემდეგ მოდიან ცინცაძე და შენგელია - 3,2-3,2 პასი (საზიარო მე-40 პოზიცია). ფაჩულიასა და შერმადინს 1,6-1,6 პასი აქვთ.

დიქსონს 8 პასი ჰქონდა ისრაელთან და 7 ლიტვასთან. ორივე ეს თამაში კი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

დაკარგვები

ჩვენი სუსტი წერტილი - "ლიდერთა" 7-ეულში ერთბაშად სამი ქართველია - დიქსონი საშუალოდ 4,0-ჯერ კარგავდა ბურთს (მეტჯერ მხოლოდ შრიოდერი), შენგელია 3,6-ჯერ (მესამე შედეგი) და ფაჩულია - 3,2-ჯერ (მე-7). ცინცაძის 2,6 დაკარგვა მატჩში მე-17 შედეგია. მოკლედ, ჩვენი ლიდერები ბურთს ვერ უფრთხილდებოდნენ, რაც საბოლოოდ, ქულების კარგვაში ისახებოდა.

შენგელიამ 8-ჯერ დაკარგა ბურთი გერმანიასთან და ამ მაჩვენებელზე უარესი მხოლოდ ერთი იყო - იმავე შეხვედრაში შრიოდერმა 9-ჯერ დაკარგა ბურთი.

სხვა

ჩაჭრებში ჩვენი ლიდერი იყო დიქსონი 1,4 ჩაჭრით თამაშში (მე-19), 1,2 ჩაჭრა თამაშში - ასეთი შედეგი ერთდროულად რამდენიმე ქართველს აქვს - მარკოიშვილს, სანაძესა და ცინცაძეს.

დუდა სანაძის 3,2 ჯარიმა თამაშში ჩვენს გუნდში ყველაზე უარესი შედეგია.

საუკეთესო

ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით, ნაკრებში საუკეთესო შენგელია იყო 18,6 ქულით. თორნიკეს 12 კალათბურთელი უსწრებს ევრობასკეტზე. შენგელიას შემდეგ მოდიან: 30. ფაჩულია (15,2); 43. შერმადინი (13,6); 45. დიქსონი (13,4); 61. სანაძე (12,0); 107. მარკოიშვილი (8,6); 225. ცინცაძე (2,6); 255. ბერიშვილი (0,6). ცინცაძის მონაცემი მართლაც კატასტროფულია.

ორმაგი დუბლი ერთხელ ფაჩულიამ და ერთხელაც შენგელიამ შემოგვთავაზეს.

წუთები

კიდევ ერთ მაჩვენებელს მივადექით, რომლის გამოც (ჩვენი აზრით) ჯგუფიდან ვერ გავაღწიეთ - ფაქტია, რომ ბევრ გუნდს ჰქონდა მოკლე სკამი, მაგრამ იშვიათად რომელიმეს ჰყოლოდა ასე უსარგებლო მოთამაშეები სკამზე, რომელთა შეყვანა 2-3 წუთით მაინც უმალ ქულებში ჩამორჩენის წინაპირობა არ ყოფილიყო.

ისევ ჩვენი არგუმენტით - ციფრებით - ვილაპარაკოთ: თორნიკე შენგელია მოედანზე საშუალოდ 35,9 წუთს ატარებდა და ეს შედეგი პირველია იმ 271 კალათბურთელს შორის, ვინც წამით მაინც გამოვიდა ევრობასკეტის პარკეტზე.

ვინ არის მეორე ადგილზე? 35,3 წუთით მარკოიშვილი! 33,7 ქულით მეოთხეა დიქსონი! როცა ჩემპიონატზე სამი ისეთი მოთამაშე გყავს, რომელსაც უბრალოდ ვერ ცვლი, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.

ამასთან, დუდა სანაძე მოედანზე 26,7 წუთს ატარებდა, ფაჩულია - 26,1-ს, ცინცაძე - 24,8-ს, შერმადინი - 18,1-ს. თამაშით კიდევ სამმა ჩვენებურმა ითამაშა, მაგრამ ძალიან ცოტა - ბერიშვილი - 2,9; ლონდარიძე 1,4 წუთი (ბოლოსწინა, 270-ე პოზიცია) და გამყრელიძე - 0,8 (ბოლო, 271-ე).

დასკვნა: იკვეთება მეორე მიზეზიც - გამოუსადეგარი სათადარიგო სკამი. ზუროსი, უბრალოდ, ვერ ასვენებდა თავის ლიდერებს.

• leri

ევრობასკეთზე ფაჩულიას მხოლოდ სახელიღა იყო პარკეტზე, აკი გაიძახოდით ოთხეულში მოვხვდებითო? ბაქიები ხრტ და მეტი არაფერი, სუსტი ნაკრებია და რა გინდა შენ

• ქართველი ფანი

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჯგუფში ჩავრჩით ეს იყო მოკლე სკამი თან იმ სკამზეც ისეთები იყვნენ რომლებიც რეალურად ვერ ეხმარებოდა ძირითადს.

• 1

1, არ გვყავს "რობოტი" მოთამაშე რომელიც სამიანებს აგდებს, ვინმე სერბი ან ხორვატი რომ იყიდონ ურიგო არ იკნება, დიქსონიც კარგია მაგრამ ყოველთვის ვერ აგდებს და 2,მთავარი რა თქმა უნდა მოკლე სკამი, კიდევ დიდი მადლობა რაც შეძლეს ამ ბიჭებმა, ვინც შენიშვნებს ამბობთ მათზე არ გეწყინოთ არ გესმით კალათბურთი, მოკლე სკამი კი იმის ბრალია რომ ჩვენი ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონისაა იქიდან მოთამაშეებს ვერ ენდობიან რადგან საერთაშორისო ტურნირებზე არ გამოდიან და პრაქტიკა არ აქვთ. 20 წლანდელებში 6 გუნდია რა შედეგს ელოდებით? ისინი ხომ მომავალი ნაკრების ცვლაა და ისიც სუსტია, გამოსავალი ფინანსებში და ძალიან კვალიფიციურ მწვრთნელებშია რაც არ არის ასევე

• 1

რა ფაჩულიას გარეშე? მის გარეშე ნაკრები ნოლია და აგერ თუ არ გჯერა ნახავთ კიდეც, მსოფლიო შესარჩევი იქნება მალე და ვინ შეცვლის მას ? ჯერჯერობით ვერავინ

• აზატა

სტრატეგიული შეცდომა სწორია,მაგრამ ეგ უკვე დაგვიანებულია. გერმანიასთან უნდა დაგვესვენებინა ძირითადი და უკრაინასთან აუციელბლად მოგვეგო. ეგ იყო და ეგ. ისრაელთან ძალით წაგება არ გამოვიდოდა და იტალიასთან მოგების არანაირი გარანტია არ არსებობდა. საერთოდაც "ძალით" არავისთან არ უნდა წაგვეგო, უბრალოდ ლიტვასთან ომის მერე, დაღლილ 7-8 კაციან გუნდს 100 პროცენტით უნდა დაესვენა

• კვიროზა

რა მწირი აზროვნებაა ზოგიერთ პოსტში, რა ვიწრო ჰორიზონტი! მეცოდებით. ლიტვასთან და ისრაელთან რატომ მოიგესო, ძალით უნდა წაგვეგოო! ასეთი სისულელე როგორ მოგდით თავში? თუ ჩვენმა კალათბურთმა ამ ბოლო დროს რამე აჩვენა, ეს პირველ რიგში ლიტველების ორჯერ და ბერძნების (იმათსავე მოედანზე) დამარცხებაა. და კიდევ, ისრაელთან ნაჩვენები გმირობა. ესეც რომ რა გაგვეკეთებინა, რაღა შეგვრჩებოდა ხელში? განა სწორედ ამ გამარჯვებების დამსახურება არაა, რომ მერე კინაღამ იტალიაც მივაყოლეთ ზედ? და საერთოდ, თამაში სპეციალურად როგორ უნდა წააგო? ფუი, თქვენი.... და მერე რისთვის უნდა წაგვეგო?. ვთქვათ და ამ რაღაც წვრილმანი ინტრიგანობით გავსულიყავით ჯგუფიდან. მერე რა? შემდეგივე მატჩში გამოვვარდებოდით და ეს იქნებოდა სულ. ვის ემახსოვრება 2 წლის მერე ან თუნდაც გაისად რომელ ეტაპზე გამოვარდი? ის ბრწყინვალე და საამაყო გამარჯვებები კი, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან მოვიპოვეთ, იმ ტილიან და ნაჩალიჩებ მერვედფინალზე ათსჯერ უფრო ფასეულია. სწორედ მათზე დაშენდება ჩვენი მომავალი წარმატებები, რადგან მათთან გამარჯვება უკვე ჩვენს ფსიქიკაშია დალექილი და ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ჩვენი პრობლემა მოკლე სკამზე მეტად, არასრულფასოვნების კომპლექსია, ანუ იმის ურწმუნობა, რომ გრანდებთან თამაში შეგიძლია. ეს კომპლექსი არასდროს არაფერს მოგაგებინებს, თუ იგი ერთხელდასამუდამოდ არ გადალახე. აი, სწორედ ეს გააკეთა იმ ჩვენმა გამარჯვებებმა. მომავალში ამ გუნდებთან განწირულები აღარ გამოვალთ მოედანზე და თანაბრად ვიბრძოლებთ, რადგან უკვე დამარცხებული გვყავს მათი დამმარცხებლებიც იქვე იქნებიან მოედანზე. აი, ესაა მთავარი და არა ის, თუ რომელი ეტაპიდან გამოეთიშები ტურნირს. სანამ სიტყვა "ღირსების" მნიშვნელობას არ გაიგებთ, ვერც ვერაფერს მოიგებთ.

• კოტე

ითამაშეს ისე, როგორც შეეძლოთ. ახლა მერვედ ფინალებს, რომ უყურე მათ ჩვენ ბევრით ჩამოვრჩებით, საწყენია მარა მასეა.

• aburjga

1. ე.ი. ისრაელთან წაგება უნდა დაეგეგმა? 2. უკრაინას ყავდა საოცრად კარგი ნაკრები. არ ვიცი ყველა რატომ თვლით აუტსაიდერად? ყოველ შემთხვევაში ამ ჯგუფში უკრაინა არცერთზე ნაკლები არ იყო!

• no

Ertaderti mizezi 6 kaci ver itamashebs kvela tamashs es 6 vinc ar unda ikos ubralod ver shedzlebs gaidaiglebian.me mjera rom dasvenebulze chvens nakrebs kvela nakrebtan akvt gamarjvebis shansi.rac gaaketet am bijebma amistvis didi madloba aseti gadaglidan sheidzleba seriozuli travmamiigo.mat ki ukan ar dauxeviat madloba mat.martlac amaki var mat tamashs rom vukureb.

• ni

E

• სოსო

ის ძირითადები ფორმას და შეთამაშებას სად აჰკრეფდნენ?მასე უვარჯიშებელმა და უთამაშებელმა ითამაშა ზაზამ ტურნირზე და რა დღეშიც ჩააგდეს კაცი ჩვენმა ვაი გულშემატკივრებმა,ამ ქსელებშიც კარგად ჩანს.ისრაელთან კი რომ წაეგოთ,სად იყო იმის გარანტია,რომ იტალიას მოვუგებდით?ისიც ხომ ტურნირის ერთერთი ფავორიტია.მისი ადვილად დამარცხების ილუზია,სწორედ იმ მოსამზადებელ ეტაპზე კარგი თამაშის შემდეგ გაუჩნდა გულშემატკივარს.ამ რეზერვის პირობებშიც კი ჩვენი ვერ გასვლის მიზეზი იყო ფაჩულიას უვარჯიშებლობა,ცინცაძის ტრავმა ყველაზე უდროო დროს და მსაჯის შეცდომები.ამ უკანასკნელს ნუ დაივიწყებთ.

• ნ

მაინც ვერ გავიგე ბითაძე რატომ არ ათამაშა.ამ ბიჭმა ერთად სამიანების სროლა იცის,სხვა სიკეთეებთან ერთად.რომ გამოეყვანა,თუნდაც უკრაინასთან და პერიმეტრიდან სროლების დავალება მიეცა,ვფიქრობ ეგ თამაში სხვაგვარად დამთავრდებოდა

• ალეკო

მოკლე სათადარიგო სკამი,სამქულიანების რეალიზაციის დაბალი პროცენტი, გამთამაშებელი პრობლემა(არც პასი და არც შორეული ტყორცნები). იტალიასთან შენგელია გააჩერეს დასაწყისში და შედეგიც ვნახეთ (სანამდე ორმაგ ცენტრზე არ გადავედით არაფერი გვეშველა).მარკოიშვილის გასვლისთანავე პრობლემები იყო პერიმეტრის დაცვაში. შერმადინისგან უკეთეს თამაშს ველოდი (ბევრი მოუხსნეს და დაუფარეს) იტალიასთან. ზაზაზე ჯარიმა იყო და აქეთ მიარტყეს ტექნიკური.ბოლო წამზე შერმადინზე ჯარიმა არ მოგვცეს. ასე რომ მიზეზი ბევრია..

• goga

ისრაელთან დაესვენათო რომ ამბობ, ვთქვათ დავუშვათ ეგ ვერსია, რა გარანტია გვქონდა რომ იტალიას დავამარცხებდით? დასვენებულებს რა ჯერ არ წაუგიათ? სპორტი ისეთი რამეა, ყველას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათმს!!! ესეც რომ არ იყოს, იტალიაა!!! სასომხეთის ნაკრები ხომ არ არის რომ მოგვეგო? არანაირი გამართლება არ ააქვს ამ ვერსიას!

• გიო

ყველაფერი გასაგებია, რაც ითქვა, მარა პირველ რიგში კალათბურთში აუცილებელია ზუსტი სროლები, განსაკუთრებით სამ ქულიანები.რაც ძალიან აკლიათ ჩვენ კალათბურთელებს.

• ირაკლიუსი

ძნელია არ დაგეთანხმო საინტერესო ვერსიაა

იმავე შემადგენლობით უნდა გვეთამაშა, როგორც ლიტვაში და საბერძნეთში(ანუ ფაჩულიას გარეშე)და დღეს უკვე სტამბულში ვიქნებოდით.

• Gela

მთავარი მიზეზი ჯგუფში ჩარჩენის იყო სატურნირო სტრატეგიის აბსოლუტური არცოდნა და არქონა! ორი მოგებით სხვა ჯგუფებიდან ყველა გუნდი გავიდა, ჩვენ კი ვერ გავედით! რატომ? იმიტომ რომ აქცენტი არ გაგვიკეთებია აუცილებლად მოსაგებ მატჩებში მოგებაზე, აი, თამაშებში კი, სადაც უნდა დაგვესვენა და იმ, აუცილებელი თამაშებისთვის ძალა დაგვეზოგა, თავი შეაკლეს და მოიგეს! შედარებისთვის, უკრაინამ ზუსტად ის იმ გუნდებთან მოიგო, რომელთა დამარცხება ჯგუფიდან გაიყვანდა! მეტსაც გეტყვით, გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად, ისრაელისთვის არ უნდა მოეგო, უნდა სათადარიგოებით ეთამაშა და ძალა იტალიისთვის შეენახა, რომელთანაც მოგება,ისრაელთან მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან მაინც გაიყვანდა! ჩვენ კი რა ვქენით, თავი შევაკალით ისრაელს, ჯგუფში დავტოვეთ, ამით მოტივაცია წავართვით და უკრაინასთან ბუნებრივია ისრაელმა აღარ ითამაშა. და რა გამოვიდა, იტალიასთან დავმარხდით ძალაგამოცლილები და უკრაინამ გადაგვასწრო! ისრაელს რომ ჩვენთან მოეგო, გადამწყვეტი მატჩი ექნებოდა უკრაინასთან, რომელსაც აუცილებლად მოიგებდა და მათ გადაუსწრებდა, ჩვენ კი დასვენებულებს იტალიასთან მოგვიწევდა ჯგუფიდან გასვლაზე თამაში. ვიმეორებ, დასვენებულებს! დავამარცხებდით დიდი ალბათობით და მორჩა! აი, სწორედ, ამ სატურნირო სტრატეგიის არქონამ დაგვტოვა ჯგუფში!

• ავთანდილი

სათადარიგოები რომ არ გვყავს ეს ზუროსის ბრალი არ არის. ზუროსის ბრალი ის არის რომ როცა 7 კალათბურთელის იმედით მიდიხარ ტურნირის სათამაშოდ, ამხანაგურ თამაშებში ენერგიის ბევრი დახარჯვა არ იყო საჭირო ანდა იმ სათადარიგოებს ეთამაშათ უმეტესი დრო რომ კლასი ცოტა მაინს აემაღლებიათ.

• effe

რო გაიძახით სხვა არავინ გვყავსო გადახედეთ მაინც ინტერნეტი ხო ყველას გაქვთ ვინ შეიძლებოდა წაეყვანა აბა ზუროსს?? ის 7 კაცი რომლითაც მთელი ტურნირი ვთამაშობთ პლიუს მაგას ტრამვიანი სანიკიძე ბურჯანაძე.. ხოლო რაც შეეხებათ ლონდარიძეს და ბერიშვილს მაგათზე უკეთესი საქართველოს ჩემპიონატში (უცხოელებს თუ არ ჩავთვლით) არავინ არ არის.. რაც შეეხება ბოისას და გამყრელიძეს მაგათ წაყვანას ნამდვილად ჯობდა ვინმე 17-18 წლის ბიჭები წაეყვანათ და ისინი მჯადიყვნენ სკამზე რო ადგილზე შეეგრძნოთ ეურობასკეტის ხიბლი.. მთავარი მიზეზი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო მოკლე სკამი უბრალოდ შეხედეთ შენგელიას დაცვით თამაშს უბრალოდ დაცვას არ თამაშობდა რატოომ? იმიტომ რო თავიდანვე რო დატვირთული ფოლებით უბრალოდ ვერ შეცვლიდა ვერავინ და მაგის გავარდნას რაც მოყვებოდა კი ვხვდები!!

• GG.

ლიტვიდან მომწერეს: მადლობა ქართველებს, რომ დროზე გაგვაღვიძეთო, მის მერე 4 თამაში მოიგეს ზედიზედ და ჯგუფის ლიდერები გახდნენო. ხოლო ქართველობს გვირჩიეს, ზომიერად დალიეთო ჭაჭა, ზედმეტი მოგივიდათო მაგ გამარჯვების აღნიშვნის დროს და მომავალში, წარმატებები გვისურვეს.

• ათანდილი

ჩემი აზრით მთავარი მიზეზი უნდა იყოს მოხსნები. ძალიან ბევრს გვისხნიდნენ ჩვენს ფარზე და ფაქტიურად ერთ შეტევაში 2 ან ხშირად 3 სროლაც გამოსდიოდათ რაც რა თქმა უნდა დიდი უპირატესობაა რაგდან შეტევაში რამოდენიმე ცდის შესაძლებლობა როცა გაქვს ერთ გამოიყენებს კაცი და ქულებსიც აისახება. წარმოდგენილ ანალიზში საუბარია ინდივიდუალურ მოხსნებზე რაშიც კარგი შედეგები გვაქვს მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რომ ჩვენს კალათბურთელებს სხვა კალათბურთელებისაგან განსხვავებით მეტი სათამაშო დრო აქვთ დაფიქსირებული და ამის გამო ინდივიდუალური მოხსნები აქ არ გამოგვადგება თუ შეიძლება წარმოადგინეთ ჯამური გუნდური მოხსნების რაოდენობა მატჩში.

• გგგ

გეთანხმებით. ეგ კითხვა მე მგონი ბევრსაც გაუჩნდა და თუ მართლა მეტიც არავინ გვყავს, ძალიან დიდი საფიქრალი გვქონია. ფაჩულიას გარდა შეიძლება მალე ნაკრებში სხვებმაც აღარ ითამაშონ.

• გუსანი

გეთანხმები, ზუროსმა კიდევ რაღაცეები მიამატა ჩვენს ნაკრებს, მაგრამ რაღაცეებიც ვერ გათვალა. ფაჩულია კი დროზე წავიდა.. როგორც მესის ჩამოყვანა ვერ უშველის ჩვენს ნაკრაბს... ფაჩულიას ვიწრო ფუნქცია აკისრია ნბა-ში, კედლის , ბლოკის დაყენება 3 წ-ანში და მის გარეთ ეგ არის და ეგ. არ ვაკნინება, პირიქით კარგადაც აკეთებს, თანაც იაფი უჯდებათ, ჩვენს ნაკრებს კი სხვა ტიპის-აქტიური ცნტრი უნდა ახტომა და დაფარება რომ შეძლოს, შერმადინს მომატებული აქვს, ვფიქრობ მეტო დრო უნდა მიცემოდა. ზუროსმა ვერ გათვალა ვექტორები.. ისრაელი, უკრაინა, იტალია. ლიტვასთან გაგიჟება არ იყო საჭირო. ბიჭებმა იბრძოლეს... მადლობთ. მაგრამ ისევ ბავშვური შეცდომების გამოსწორებას ანდომებდნენ ენერგიას. მომავალზე იფიქრონ _-გერმანია ავსტრია იქნებ თითო თითო მაინც მოვუგოთ

ერთადერთი გუნდი ვართ ვინც 7 ქულით ჯგუფში ჩარჩა. ბევრი კომენტარია მიზეზებზე რომლებიც 90% ზუსტია ჩემი აზრით. მაინც სამწვრთნელი შტაბის შეცდომები მგონია ჩარჩენის მიზეზი - ამ კალათბურთელებით (შეცდომებით და არასტამილურობით) და მოკლე სკამითაც (ასეთი გამოუსადეგარი სკამიც მათი შერჩეულია) აუცილებლად უნდა გავსულიყავით, მაგრამ არასწორმა ეიფორიამ და ტაქტიკურად გაუმართავმა თამაშმა მოგვცა ეს შედეგი. ტრამვირებული ცინცაძე რატომ გამოიყვანა დიქსონის ნაცვალ მე-2 მეოთხედის შუაში როცა იტალიას 13:0 გაქცევა გავუკეთეთ და გარდატეხა უნდა შეგვეტანა - 5 წუთში 2 ქულაზე მეტი ვერ ჩავაგდეთ და გარდატეხაც ვერ შევიტანეთ. რატომ დაუხაზა ბოლოს 3-იანის სროლა დიქსონს, როცა ოვერტაიმში გადაყვანაზე შეგვეძლო გვეთამაშა - რისკმა ისრაელთან გაამართლა აქ ვეღარ. მოკლედ უფრო გამართლებაზე და ბიჭების "ჯიგარზე" იყო თამაში და არა აკადემიურად დაგეგმილი ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად. და საერთოდ რა იყო ნაკრების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი მაინტერესებ?

• ირაკლი

ტექნიკური + არასპორტული იტალიასთან, ვიღაც იძახდა მეტი პროფესიონალიზმი და ტექნიკურ დეტალებს მეტი ყურადღებაო :((

• პესიმისტი...

უი ჯგუფიდან ვერ გავედით? აბა ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონები ვხდებით-ოოო.... საწყენია, საწყენი...

• vako

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო კაპიტანს და მთლიანად გუნს ყველფერს თავი რომ დავანებოთ ამ ბიჭების დამსახურებაა დღეს რომ პრეტენზია გვაქვს მაღალ სედეგზე ევრობასკეტზე და ამის არ დანახვა არ შეიძლება ეხლა დანარჩენზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა თუ მოკლე სკამი გვაქვს ეს აისახება უფრო თამასის მეორე ნახევარში ჩვენს სინამდვილეში გუნდი პირველ ნახევარს უფრო ცუდად ატარაებდა. რა უნდა ბოისას გუდში მასე სკამზე სანიკიზეც იჯდა და ასევე სხვა გამოუყენებელ მოთამასეებს. თუ ტრამვა ქონდა ზაზას (ეს კარგად გამოჩნდა უკრაინასთან თავზე გვატენიდნენ ბურთს) და რათქმაუნდა ქონდა რატომ მეტად არ დაიტვირთა შერმადინი. იტალიასთან სად იყო მწვრთნელი როცა სანაძემ უამრავი ბურთი გააფუჭა რატომ არ დასვეს სკამზე. რა უბედურება იყო ყველა თამაშში ტექნიკური ფოლი

• gio

ეგ იგივე სიტუაციაა რაც რაგბში მამუკა გორგოძემ გააკეთა. 4 წლის შემდეგ ალბათ გაუჭირდებათ მაღალ დონეზე თამაში და ამიტომ ურჩევნიათ შესარჩევში სხვას დაუთმონ ასპარეზი ვინც შეძლებს და გაიზრდება მთავარ მოვლენამდე.

• ზვიადი

რაც იყო, ის უკვე წარსულია, ახალს მიხედონ და მომავალში უკეთესი იქნება, ისე უკრაინის ვალი გვქონდა და გავისტუმრეთ, ვინმემ თუ იცით როგორ ითვლება ეფექტურობის კოეფიციენტი

• cotne

კარგი ანალიზია, მაგრამ ჯგუფში ჩარჩენის მიზეზებზე რომ ვსაუბრობთ, ორი დეტალიც უმთავრესებში გადის. I. ცინცაძეს ლიტვასთან და ისრაელთან ჰქონდა შესაბამისად -14 და -10 (მის სათამაშო დროში გუნდის ჩამორცენის მაჩვენებელი), ანუ ტრავმები რომ არ მიეღო (ისრაელთანაც იღრძო ფეხი და ვერ ჩაამთავრა), იმ ორ მატჩსაც ვაგებდით. ზოგადად დაკარგვები გამთამაშებლებს ყოველთვის სხვაზე მეტი აქვთ, მაგრამ კლასიანები ამას დანარჩენ დროში ეფექტური თამაშით ანაზღაურებენ, ანუ ეს დაკარგვები საბოლოო ჯამში გუნდისთვის ერთობ მომგებიანი სითამამისა და კრეატიულობის, მეტოქის სუსტი მხარეების დაზვერვის შედეგია და არა გაუაზრებელი ურა-მიწოლისა. ასეთი გამთამაშებლით ევრობასკეტზე არაფერი გვესაქმება. ყველაზე უარესი ის იყო, რომ თუ ტრავმა არ ჰქონდა, ის ერთგვარად ჩრდილში აქცევდა, უბურთოდ ტოვებდა დიქსონს, რომელსაც რეალურად ხელეწიფებოდა ჩვენი გუნდის ამ ნაპრალის ამოვსება. ამ მოსაზრებით ცინცაძეს კი არ შეურაცხვყოფ. ის საქართველოს #1 გამთამაშებელია და #2 გამყრელიძეზე 2 თავით მაღლა დგას. მაგრამ საქართველოში პირველობა არ კმარა ევრობასკეტის ფინალური სტადიის მოთხოვნათა დაკმაყოფილებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე მწვრთნელის დიდი შეცდომა მგონია, რომ ცინცაძესთან შედარებით ბევრად ეფექტური დიქსონისგან ნაკრები ხელშესახებ სარგებელს მხოლოდ ცინცაძის ტრავმის შემთხვევაში იღებდა. II. იტალიის-გერმანიის მატჩამდეც ამაოდ ვუმტკიცებდი გულშემატკივრებს, რომ იტალია, რომლისთვისაც გერმანია მუდამ უხერხული მეტოქე იყო, ამ თამაშს დათმობდა და ამიტომ ჩვენ აქცენტი არა ჯერაც მებრძოლი ისრაელის, არამედ ბოლო ტურში იტალიის დამარცხებაზე უნდა გაგვეკეთებინა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იტალიის ნაკრები და ყველა ჭკუით გამორჩეული გუნდი ჩვენს შემთხვევაში ასე მოიქცეოდა. საოცარი ის არის, რომ გეგმა გერმანიის გამარჯვების შემდეგაც არ შეცვლილა. სამწვრთნელო შტაბს უნდა განესაზღვრა, რომ 7 კაცით 2 დღეში ზედიზედ 2 მებრძოლი გუნდის დამარცხებას ვერ შეძლებდნენ. დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ ისრაელთან უკრაინა ვერაფერს გააწყობდა და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში იტალიას ჯგუფში ჩავტოვებდით. ესეც მეორე დიდი შეცდომა მწვრთნელისა. ამიტომ ჩემი საბოლოო აზრია, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს მაინც ვერ ეღირსა მწვრთნელი, რომელიც მათ პოტენციალს 80%-ით მაინც გაუკეთებდა რეალიზებას. ახლა ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ფედერაციამ ხელი უნდა შეუწყოს კარგი გამთამაშებლის აღზრდას ან თუნდაც ნატურალიზაციაზე იზრუნოს. ცენტრებში პრობლემა კარგა ხანს არ გვექნება, რადგან ბითაძემ დამარწმუნა, რომ უდიდესი პოტენცია აქვს. მწვრთნელის საკითხი უაღრესად მაღალპროფესიულად უნდა გადაწყდეს (ზუროსის ნაშრომიც სახეზეა ეპიზოდებში ძალიან მაგარი, მაგრამ საბოლოოდ მაინც არასტაბილური დაცვის სახით) და ჩვენ შეგვიძლია მომავალ ევრობასკეტზე უკეთესი შედეგის იმედი გვქონდეს ზაზას გარეშეც, თუმცა პირადად ჩემი აზრია, რომ თუნდაც დასკვნით ეტაპზე მისი გუნდში ყოფნა არა თუ 2019, 2021 წელსაც კი მხოლოდ სარგებელს მოგვიტანდა.

• zviads

ძნელია რამე დაამატო.. მაგრამ იმედი მაქვს წამოვა კარგი თაობა..

• nnn

ბევრი ვერაფერი ანალიზი პირიქით ჩემი აზრით რაღაცეების გადაფარვის მცდელობა და ყველაფერი კარგად რომ არ არის ფაჩულიას ინტერვიუდანაც ჩანდა რომელიც არა სწორად იქნა გაგებული სკამი რომ მოკლეა ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ამ მიდგომით სულ ასე იქნება რატომ მიყავს მწვრთნელს ისეთი კალათბურთელი რომელსაც ერთი წუთითაც არ ენდობა და არც ასე ახალგაზრდაა რომ ორი სამი წლის შემდეგ უკეთ ათამაშდეს თუ სიის შევსება უნდათ არ ჯობია ახალგაზრდებით შეავსონ იქნებ მომავალში მაინც გამოადგნენ ნაკრებს ერთი ანალიტიკოსი მაინც დაიქირავონ რომ გამოთვალონ რომელ თამაშზე ღირს ბოლომდე დახარჯვა და რომელზე არა ან ამდენი ტექნიკურები რა იყო ესეც შტაბის სუსტი მუშაობის შედეგია

• zviadi

ერთი კომენტარი შეჭამეთ? ჩვენი წაგების უმთავრესი მიზეზი იყო ჩვენს ფარზე მეტოქის მოხსნილი ბურთები!

• ვასილიჩი

შერმადინს ფაჩულიაზე მეტი დრო უნდა მისცემოდა სათამაშოდ, მაგრამ ავტორიტეტმა ქნა თავისი საქმე......

• კახა ქირია

თავი და თავი არის7კაცით თამაში.ლიტვასთან პირვლი თამაში იყო და ასე თუ ისე გაქაჩა 7კაცმა გაქაჩა მერე კი....როგორ ვერ მოინახა 3-4 კაცი რომ ცოტა მაინც ეთამაშათ და შეშველებოდნენ?!რაც შეეხება ზაზას უკეთესი გვყავდა ვინმე და არ წაიყვანეს თუ....როგორ უცებ ვიცით ყველაფრის დავიწყება ისე.რაც ზაზას ნათამაშები და იმენნა მარტოს აქვს ამოქაჩული თამაშები,ხელი როგორ გიბრუნდებათ აუგის დაწერაზე,მაგრამ არის ეგეთი კატეგორიის ადამიანები და .....თუ გინდა

• effe

7 კაცით შეუძლებელია მითუმეტეს ეურობასკეტზე წარმატების მიღწევა და მთავარი პრობლემა სწორედ ეგ იყო.. მაგრამ რას იზავ არ გვყავს სხვა არავინ სანიკიძე და ბურჯანაძე საშინლად ეკლდა გუნდს

• halagaji

უფრო ადრე რომ წასულიყო უკეთესი იქნებოდა.

• თედო

კაპიტანმა თქვა სიტყვა წასვლის შესახებ...გავაგებინოთ კალათბურთის ფედერაციას იქნებ თავის საიტზე რამე დაწეროს!

• გიორგი

ცინცაძემ იმდენი ბურთი დაკარგა მეტს არც ველოდი. ყოველ შესვლაზე იჭედებოდა და უაზრო გადაცემას აკეთებდა. ყველაზე უარესი გამთამაშებელი იყო მთელ ევრობასკეტზე

• პ

ბითაძეს ეტყობა რესურსი და გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია..

• პაატა

ძალიან გული დაგვწყდა ყველას, მაგრამ რატომ გვქონდა ამხელა ამბიცია რომ 7 კაცით, საიდანაც ცინცაძეს ტრამვა ქონდა (სრულად ჯანმრთელიც არაა 100%-ით სანდო) შევძლებდით რეჟიმში თამაშს?ადამიანები არიან რობოტები ხომ არა?! უბრალოდ მიკვირს ლონდარიძეზე, ბოიასასა და გამყრლიძეზე ცოტათი უკეთესი კალათბურთელები როგორ ვერ მოიძებნა რომ 2 წუთიანი შეცვლები მაინც გაკეთებული თითოეულ მეოთხედში? გუშინ გაცხარებყლზე ძალიან კრიტიკული კომენტარები დავდე, ვის ვაწყენინე ყველას ბოდიშს ვუხდი!

• aburjga

იქნებ შევაგროვოთ ხმები და ზაზას ვთხოვოთ გადათქვას თავისი გადაწყვეტილება! დიღუპება ქართული კალათბურთი სერიოზულად

• ზაზა

პირველი მიზეზი ჯგუფში ჩარჩენის(დაკარგვები) გამომდინარეობს ალბათ სწორედ სათადარიგო სკამის სიმცირისგან(ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი) ,იღლებოდნენ და ....პ.ს.ისისც უნდა ავღნიშნოთ,რომ ჩვენს ჯგუფში არ იყო გამოკვეთილი აუტსაიდერი,როგორც სხვა ჯგუფებში(ისლანდია,რუმინეთი,ბრიტანეთი...),თორემ ყველა მაჩვენებელი უკეთესი გვექნებოდა

• Dimeli

გამოცდილი რომელი? არ დაგვიმალო :)

• oto

უკეთესი (გარემონტებული) სპორტის სასახლე ჩვენს გუნდს და არა ესეთი სამარცხვინო, როგორიც დღესაა!!!!!!!!!!!!!

• zviadi

რაც შეეხება ფაჩულიას - ზაზა მაინც ვერ ითამაშებდა მსოფლიოს შესარჩევში ნაკრების შემადგენლობაში და 2019 წელს თუ საჭირო იქნება და ექნება ძალა მჯერა თუ გამოიძახებენ ჩამოვა და ითამაშებს ნაკრებში

• ბობი

ზევით თქმულს დავუმატოთ ტექნიკურები და არასასურველი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მოთამაშეების! საერთოდ ნაკრებს ფსიქოლოგი თუ ყავს და თუ მუშაობენ ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად!!!????

• oto

არა, არ გამართლება არაფერ შუაშია,უბრალოთ ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ ჩვენი მეტოქეები,ნუ,რათქმაუნდა,მსოფლიო შესარჩევში უნდა გამოვიჩინოთ თავი და მსოფლიოზე ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, მინიმუმი მაინც.ზუროსმა დროა უფრო გამოცდილი მოთამაშეები მოიყვანოს ნაკრებში და ლონდარიძესა და ბერიშვილივით მასხარაობის ნაცვლად კალთბურთის თამაში ასწავლოს.ზაზას წასლვა ნოკაუტის ტოლფასი იქნება ჩვენი ნაკრებისათვის.ბითაძეს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება რომ პროფესიონალი გახდეს.ამისდა მიუხედავათ დარწმუნებული ვარ,რომ ჩინეთიდან თავაწეულები და გახარებულები დავბრუნდებით

• great!

შესანიშნავი ანალიზია! მადლობა ავტორს! პირდაპირ ჩანს რა არის გამოსასწორებელი, მაგრამ როგორ უნდა გამოასწორო როცა ფიზიკურად არ გვყავს ძირითადი 5-ეულის შემხვლელები? ზაზას გარეშე საერთოდ საშინელება იქნება, შერმადინი შეუცვლელად ვერ ითამაშებს. სხვა ცენტრი კი უბრალოდ არ გვყავს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]

სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო

დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს

დღის კარიკატურა: როცა მსაჯიც ხელს გკრავს...

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში

მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

შერმადინის მორიგი კარგი მატჩი - "ტენერიფე" პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს

მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა

დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ "ბურსასფორთან" მატჩში

სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

ევრობასკეტი 2017: საქართველო რუმინულ ჯგუფში ვეღარ მოხვდება

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ევრობასკეტი 2017: ჯგუფები და მატჩების სრული კალენდარი

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!

შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა

შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს

"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა