რას ველით მორიგი ტურისგან
"ბაიერნი" სტუმრად ხვდება "ჰოფენჰაიმს", რომლისგანაც ამ ზაფხულს ორი საკვანძო მოთამაშე იყიდა - მცველი ნიკლას ზიულე და ნახევარმცველი სებასტიან რუდი "სოფლელებს" დაშორდნენ და მიუნხენს მიაშურეს.

ამ მომენტისთვის კარლო ანჩელოტის გუნდი ვერ არის საკადრის ფორმაში, თუმცა ზემოთ მოყვანილი ფაქტი, ისედაც უდავო ფავორიტს, კიდევ უფრო უზრდის მიმდინარე ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვების შანსს.

წლევანდელ ჩემპიონატს ერთი უცნაური მახასიათებელი აქვს - დაბალშედეგიანობა. 2 ტურის შემდეგ გატანილია 39 გოლი, ანუ 2.17 საშუალოდ მატჩში, რაც უპრეცედენტო სტატისტიკური ფაქტია ბუნდესლიგის ისტორიაში.

ფაქტები

გასულ სეზონში "ჰოფენჰაიმმა" 2008 წლის (როცა დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგაში) პირველად მოახერხა "ბაიერნის" დამარცხება - 1:0.

"ბაიერნს" საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაშავებული ავსტრიელი ნახევარმცველი დავიდ ალაბა დააკლდება.

ორი ტურის შემდეგ "ჰამბურგს" მაქსიმალური შედეგი აქვს - პირველად, 2010/11 წლების სეზონის შემდეგ.

"ჰამბურგს" არ ეყოლება ალბანელი მცველი მერგიმ მავრაი, ხოლო "ლაიპციგს" ავსტრელი შემტევი მარსელ ზაბიტცერი გამოაკლდება.

შარშან "ლაიპციგმა" ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადინზე" 4:0 მოიგო (ესეც მე-3 ტურის მატჩი იყო), თუმცა დამარცხდა შინ - 0:3.

რაც "აუგსბურგი" ბუნდესლიგაშია (2011/12), მხოლოდ ერთხელ წააგო "კიოლნთან", დანარჩენი 4 მატჩი მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.

2010 წლის 20 ნოემბრიდან მოყოლებული, "დორტმუნდმა" "ფრაიბურგს" 12-დან 12 მატჩი მოუგო, ხოლო ბოლო 4 მატჩში 3-3 გოლი გაუტანა.

ტრავმების გამო "ლევერკუზენს" ხორვატი მცველი ტინ იედვაი, ფინელი ფორვარდი ჯოელ პოჰიანპალო და მცველი ჯონათან ტა არ ეყოლება.

2004 წლის შემდეგ (22 მატჩი) "მაინცმა" და "ლევერკუზენმა" მხოლოდ 4 მატჩი დაასრულეს ფრედ.

"გლადბახს" ბუნდესლიგის ბოლო 10 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაჰქონდა.

"გლადბახმა" "აინტრახტთან" შინ ბოლოს 2014 წლის ნოემბერში წააგო - 1:3.

ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "ჰანოვერს" 2 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგი აქვს.

"ვოლფსბურგმა" "ჰანოვერს" შინ ბოლოს 2011 წლის 19 ნოემბერს მოუგო - 4:1.

"ვერდერმა" ბუნდესლიგის ბოლო 5 მატჩი წააგო და ამ მატჩებში 16 გოლი გაუშვა.

"ჰერტამ" "ვერდერი" შინ ბოლოს 2013 წლის 13 დეკემბერს დაამარცხა - 3:2.

ამ გუნდებს შორის წინა ბუნდესლიგის ორივე მატჩი "ვერდერმა" მოიგო - 2:0 შინ, 1:0 სტუმრად.

ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "შტუტგარტს" "შალკესთან" საგარეო მატჩში არ გაუმარჯვია 2013 წლის 11 მაისის შემდეგ - 2:1.

გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური

პარასკევი. 8 სექტემბერი

ჰამბურგი-ლაიპციგი 22:30

შაბათი. 9 სექტემბერი

მაინცი-ლევერკუზენი 17:30

გლადბახი-აინტრახტი 17:30

აუგსბურგი-კიოლნი 17:30

ფრაიბურგი-დორტმუნდი 17:30

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 20:30

კვირა. 10 სექტემბერი

ჰერტა-ვერდერი 17:30

შალკე-შტუტგარტი 20:00

ბომბარდირი: 3 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

besik61
არაფრის მომცემი სტატისტიკაა
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]