რას ველოდოთ მორიგი ტურისგან?
ესპანეთში ტურის ცენტრალური მატჩი "რეალისა" და "ბარსელონას" გარეშე გაიმართება - "მესტალიაზე" "სამეფო კლუბისთვის" სტუმრად ქულების წამრთმევი "ღამურები" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობენ, რომელიც სანამ "ვანდა მეტროპოლიტანო" საბოლოოდ მოირთვება და გახსნისთვის მზად იქნება (ეს კი სულ მალე, მომდევნო ტურში მოხდება), მხოლოდ საგარეო მატჩებს ატარებს.

"ატლეტიკო" ვალენსიაში მას მერე ჩავა, რაც კლუბმა ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტა - დიეგო სიმეონემ "ლოს კოლჩონეროსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. სანაკრებო პაუზის გამო იმდენი ფეხბურთელი იყო ნაკრებებში მივლენილი, რომ ოთხშაბათს სიმეონემ ორკარა 9X9-ზე ათამაშა.

ორმხრივი თამაშის შემდეგ არგენტინელი მწვრთნელი 10 წუთს ცალკე ესაუბრა ფერეირა-კარასკოს. მეორე დღეს "ატლეტიკოს" დანარჩენებიც შეუერთდნენ. ასე რომ, "ვალენსიასთან" მწვრთნელი მხოლოდ დისკვალიფიცირებულ ანტუან გრიზმანს მოისაკლისებს.

"კამპ ნოუზე" ბარსელონური დერბია - "ბარსა" "ესპანიოლს" მასპინძლობს. დერბი კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრაში "ბარსას" ფანების მთავარი საძულველი ფეხბურთელი "ესპანიოლის" 34 წლის ფორვარდი სერხიო გარსია იქნება, თუმცა "ბარსას" ექსფეხბურთელს, რომელსაც ვერაფრით აპატიეს "ესპანიოლში" გადასვლა, ეს ნაკლებად აღელვებს, რაც უფრო იხმაურებენ, მით უკეთ ვითამაშებო.

ამ შეხვედრაში ველით უსმან დემბელეს დებიუტს, ხოლო პაულინიოს - უკვე სასტარტო შემადგენლობაში. მოკლედ, "სულ სხვა" "ბარსელონა" უნდა ვიხილოთ - გუნდი 4-2-3-1-ზე გადაერთვება - წინ მყოფ ლუის სუარესს ზურგიდან ლეო მესი დაეხმარება, ხოლო ფლანგებზე ჟერარდ დეულოფეუ და დემბელე ითამაშებენ, პაულინიო კი სერხიო ბუსკეტსთან ტანდემს შექმნის. საინტერესოა...

დაბოლოს, ზინედინ ზიდანის "რეალი", რომლის რიგებშიც კეილორ ნავასი და კაზემირო არ ვარჯიშობდნენ, "ლევანტეს" დისკვალიფიცირებული კრიშტიანო რონალდოს გარეშე უმასპინძლებს.

ფაქტები

რაც ზინედინ ზიდანი "რეალს" თავკაცობს, გუნდმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა 0:0 (92 თამაშში).

სამხრეთ მადრიდის დერბი "ლეგანესსა" და "ხეტაფეს" შორის ლა ლიგაში პირველად იმართება.

ორი ტურის მერე ყველაზე მეტი პასი ივან რაკიტიჩს (ბარსელონა) აქვს გაკეთებული - 181.

"ესპანიოლს" "ბარსელონა" 2008/09 წლების სეზონის მერე არ დაუმარცხებია, როცა ამ გუნდმა "კამპ ნოუზე" 2:1 მოიგო.

"რეალ სოსიედადმა" ბოლო 14 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იმარჯვა "რიასორზე" (2006 და 2013).

ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური

პარასკევი. 8 სექტემბერი

ლეგანესი-ხეტაფე 23:00

შაბათი. 9 სექტემბერი

რეალი-ლევანტე 15:00

ვალენსია-ატლეტიკო 18:15

სევილია-ეიბარი 20:30

ბარსელონა-ესპანიოლი 22:45

კვირა. 10 სექტემბერი

დეპორტივო-სოსიედადი 14:00

ბილბაო-ჟირონა 18:15

სელტა-ალავესი 20:30

ვილიარეალი-ბეტისი 22:45

ორშაბათი. 11 სექტემბერი

მალაგა-ლას პალმასი 23:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა