არგენტინის ნაკრები ახალ ზელანდიას ესტუმრება, სამხრეთი აფრიკა - ავსტრალიას
არგენტინის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად ნიუ პლიმუთში ითამაშებს ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან. "პუმების" მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადმა შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა.

გუნდის ვეტერან ხუან მანუელ ლეგუსამონის ადგილი მესამე ხაზში ბენჟამინ მაკომემ დაიკავა. მეორე ხაზში გვიდო პეტიმ, რომელიც SANZAAR-მა წლეულს საუკეთესოთა შორის დაასახელა, ტომას ლავანინი ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს, მართალია, ოფიციალურმა სტრუქტურამ სანქცია არ დაადო, მაგრამ "პუმების" მწვრთნელი უფრო მკაცრი აღმოჩნდა და მორაგბე გუნდიდან გაუშვა.

ამასთან ერთად, პირველ ხაზში ტრავმირებული რამირო ერერა ნოელ ტეტას ჩაპარომ შეცვალა, ხოლო ფლანკერის პოზიციაზე ხავიერ ორტეგამ - ტომას ლასანა. უკანა ხაზში ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება მგეზავი ნიკოლას სანჩესი. ხუან მარტინ ერნანდესი კი, თადარიგშიც არ არის. გარემარბად რამირო მოიანოს ნაცვლად სანტიაგო კორდერო ითამაშებს.

"ჩვენ ყველა მატჩისთვის საუკეთესო მოთამაშეებს ვარჩევთ. ბენჟამინ მაკომე ვარჯიშებისას შესანიშნავად გაისარჯა. ის თამაშის სტილით ლეგუსამონს ჰგავს და ახლა შანსი ექნება, თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. ახალ ზელანდიასთან თამაში თავისთავად არის ყოველთვის დიდი მოტივაცია. ამიტომ შაბათს დიდ ბრძოლას ველით" - თქვა არგენტინელთა თავკაცმა დანიელ ურკადმა.

არგენტინა:

15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორინი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე. 11. ემილიანო ბოფეელი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი; 1. ლუკას ნოგიერა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნოელ ტეტას ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხავიერ ორტეგა, 8. ბენჟამინ მაკომე;

სათ: 16. ჯულიან მონტოია, 17. სანტიაგო ბოთა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ტომას ლასანა, 21. მარტინ ლანდახო, 22. სანტიაგო გონსალესი, 23. მატიას ორლანდო.

ავსტრალიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს შაბათს, პერთში დაუხვდება. ამ მატჩში 50-ე კეპს მოიხვეჭს ავსტრალიელთა შუამარბი ტევიტა კურიდრანი.

"ვოლაბების" თავკაცმა მაიკ ჩეიკამ გუნდში ოთხი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, შერკინების კვაჭი სტივენ მური. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ტატაფუ პოლოტა-ნაუ დაიკავებს. თადარიგში კი 20 წლის ჯორდან იულისი იქნება.

ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება მეორეხაზელი ადამ კოულმანი. ასევე ძირითადში იდგება შერკინების ბურჯი სეკოპე კეპუ. უკანა ხაზში დანიელ ჰაეეტ-პეტის კი რის ჰოგი შეცვლის.

ავსტრალიამ ორი თამაშიდან ორივე წააგო და, ცხადია, ვითარების გამოსწორებას "ბოკესთან" საშინაო გამარჯვებით ეცდება.

სამხრეთაფრიკელებს შემადგენლობაში ორი ცვლილება აქვთ: ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ითამაშებს ცხრა ნომერი როს კრონიე, ფრანსუა ჰუგარი კი თადარიგში გადაინაცვლებს. "ბოკეს" თავკაცმა ალისტერ კუციამ დასვენების საშუალება მისცა მეორეხაზელ ფრენკ მოსტერტს, რომელმაც წინა ორ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. მის ნაცვლად ავსტრალიის ნაკრებს ამ პოზიციაზე პიტერ სტეფ დუ ტუა დაუპირისპირდება.

ავსტრალია:

15. ისრაელ ფოლაუ, 14. ენფრი სპისი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. ქართლი ბილი, 11. რის ჰოგი, 10. ბერნარ ფოლი, 9. ვილი გენია; 1. სკოტ სიო, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. რორი არნოლდი, 5. ადამ კოლემანი, 6. ნედ ჰანიგანი, 7. მაიკ ჰუპერი, 8. შონ მაკმაჰონი;

სათ: 16. ჯორდან იულისი, 17. ტომ რობერტსონი, 18. ალან ალაატოა, 19. რობ საიმონსი, 20. ჯეკ დემპსი, 21. ნიკ ფიპსი, 22. სამუ კერევი, 23. კარტის რონა.

სამხრეთი აფრიკა:

15. ანდრის კუცია, 14. რაიმონდ რუე, 13. ჯესი კრილი, 12. იან სერფონტეინი, 11. კურტნალ სკოსანი, 10. ელტონ იაინკისი, 9. როს კრონიე; 1. ტენდაი მთავარირა, 2. მალკოლმ მარქსი, 3. კონი ოოსტჰუიზენი, 4. ებენ ეცებესი, 5. პიტერ სტეფ დუ ტუა, 6. სიია კოლისი, 7. იაკო კრილი, 8. უზაირ კასიმი;

სათ: 16. ბონგი მბონამბი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ტრევორ ნიაკანე, 19. ლუდ დე იაგერი, 20. ჟან ლუკ დუ პრი, 21. ფრანსუა ჰუგარი, 22. ანდრე პოლარდი, 23. დამიენ დე ალენდე.

ოთხი ერი. II ტური

9 სექტემბერი

ავსტრალია-სამ.აფრიკა

ახ.ზელანდია-არგენტინა

სატურნირო მდგომარეობა

1. სამ.აფრიკა - 9 ქულა, 2. ახ.ზელანდია - 9, 3. ავსტრალია - 1, 4. არგენტინა - 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
რაგბი, რასიზმი და მაფია - პროტესტი "ბოკესა" და "ოლ ბლექსის" მატჩის წინ
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ოთხი ერი. IV ტურის წინ: ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ
ივნისის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე არგენტინა დაირაზმა
საქართველო VS არგენტინა - ქართული რაგბის ისტორიული დღე
ნოემბრის ტესტები: იაპონია თბილისში ჩამოსვლამდე არგენტინას დახვდება
ოთხი ერი: რა მოხდება ბუენოს აირესში?
ოთხი ერი. II ტურის წინ: ყველგან ცვლილებებია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ