პორტუგალიელმა ლონდონის „გროსვინორ ოტელში“ დაადასტურა ის, რასაც გაზეთი „სანი“ დაახლოებით ათი დღის წინ იტყობინებოდა
ჟოზე მოურინიომ ლონდონის „გროსვინორ ოტელში“ დაადასტურა ის, რასაც ინგლისური ტაბლოიდები და კერძოდ გაზეთი „სანი“ დაახლოებით ათი დღის წინ იტყობინებოდა - ის ინგლისში აპირებს დაბრუნებას. ის ბრიტანეთში საგანგებო საფეხბურთო-საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისთვის გახლდათ ჩასული. კერძოდ მან თქვა:

„ინგლისი ძალიან მენატრება და ჩემი შემდეგი სამსახურიც ამ ქვეყანაში იქნება. აქ საქმეები დამრჩა დასამთავრებელი - თქვა მან ისევ და ისევ „სანის“ კორესპონდენტთან შეხვედრისას - ვფიქრობ, არც ინგლისელები არიან უარზე მე რომ დავბრუნდე. ჩემი კარიერის ყველაზე სასიამოვნო წუთები სწორედ პრემიერლიგაში გავატარე“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოურინიო ინგლისს მწვრთნელისთვის განსაკუთრებულ ადგილად აცხადებს. „რეალის“ თავკაცმა, რომელიც „ჩელსიდან“ 2007 წლის შემოდგომაზე გაუშვეს და მას მერე ინგლისში აღარ უმუშავია ამბობს, რომ პრემიერლიგაში ეფექტურ დაბრუნებას აპირებს. სავარაუდოდ, ის ისევ „ჩელსიში“ მივა, თუმცა ხმებს რა დალევს: ამბობენ, რომ მასთან თანამშრომლობით მანჩესტერის ორივე გუნდი და „ტოტენჰემ ჰოთსპური“ არიან დაინტერესებული.

48 წლის მოურინიომ თქვა: „ის დრო რომელიც „ჩელსიში“ გავატარე საუცხოო იყო ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის და როგორც მეოჯახე კაცისთვის. მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ინგლისში ცხოვრებას გემო გავუგეთ და ჩავატანეთ. აქ უამრავი მეგობარი გვყავს, რომლებთანაც ურთიერთობას ვინარჩუნებთ და ჩამოვდივართ ხოლმე.

რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, ინგლისში ყველაფერი მოგებული მაქვს და მხოლოდ რომელიმე ინგლისური ჯილდოს მოსაპოვებლად ჩამოსვლას არ ვგეგმავ. მე ჩემს აგენტებს ვუხსნი, რაც მინდა და ჩემი ცხოვრების პროექტისთვის ვემზადები. დღეს, კონტრაქტით „რეალთან“ კიდევ სამი წელიწადი მაკავშირებს. „რეალი“ მსოფლიოს უდიადესი კლუბია, მაგრამ, იმავდროულად, ურთულესი კლუბიც გახლავთ. მადრიდელებმა სხვადასხვა დროს სამჯერ მომმართეს „რეალს“ რომ ჩავდგომოდი სათავეში და მესამედ უარი ვეღარ ვუთხარი. ასევე უნდა წავსულიყავი იტალიაში. ეს ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. როგორც მწვრთნელს მინდოდა სერია A-ში აუცილებლად მომესინჯა ძალა. ყველასგან მესმოდა, რომ იტალია ტაქტიკის ქვეყანა და სახლია, ასე რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა გამეტარებინა რაღაც დრო.

მაგრამ იტალია ინგლისი არ არის. ინგლისი სხვაა. იტალიელები, ესპანელები, პორტუგალიელები მეკითხებიან, რატომ მიყვარს ინგლისი ასე გამორჩევით და მე ვერ ვპასუხობ. მიყვარს და მორჩა. მინდა ჩემს საქმეში, ჩემს ფეხბურთში ბედნიერი ვიყო“.

ამასობაში კი „ჩელსის“ ფრენკ არნესენის წასვლის შემდეგ შეიძლება გუს ჰიდინკი დაუბრუნდეს - როგორც მიხვდით მწვრთნელად კი არა, საფეხბურთო საქმეთა დირექტორად. „ლურჯებმა“ ჰოლანდიელს ამავე წინადადებით ნოემბერშიც მიმართეს, მაგრამ მან მაშინ უარი მიიღეს. დღეს კი, როდესაც ჰიდინკის თურქეთის ნაკრებიდან წამოსვლაზე დაიწყო ლაპარაკი, ვითარება შეიცვალა. დავაზუსტოთ: 26 და 29 მარტს თურქებს ევრო 2012-ის შესარჩევში ავსტრიასა და ბელგიასთან უწევთ შეხვედრა. თუ ეს თამაშები მათთვის სასურველი ანგარიშით არ დამთავრდება და გუნდი ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს დაკარგევს, ჰიდინკი შესაძლოა ამ ქვეყნიდან წავიდეს.

„ყველა ღონეს ვხმარობ რათა თურქეთის ნაკრები გაძლიერდეს, მაგრამ თუ ვერ შევძელი, ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს ვთხოვ, რომ სამსახურიდან გამიშვას“ - თქვა ჰიდინკმა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა