საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ორი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული
კიევის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, რომელიც პედოფილიაში ბრალდებით აგვისტოში, უკრაინის დედაქალაქში, მისსავე ბინაში დააკავეს.

- პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]

თუმცა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ექსტრადიციის საქმე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას krone.at, ზაიზენბახერის ადვოკატზე ბერნხარდ ლეხოფერზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 57 წლის ავსტრიელის ექსტრადაცია სექტემბერში იგეგმება.

ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში შარშან ოქტომბერში წაუყენეს. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.

ცნობილი ძუდოისტი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1984 წელს ლოს-ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
პეტერ ზაიზენბახერი ისევ არ ჩანს
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პედოფილიის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს
ვენის სასამართლომ პეტერ ზაიზენბახერზე ძებნა მთელ მსოფლიოში გამოაცხადა
პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]