შვეიცარიელმა წყვილებში იყოჩაღა
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მარტინა ჰინგისმა აშშ-ის ღიაზე დუბლი შეასრულა - ქალების წყვილებსა და მიქსტში.

გუშინ, მან წყვილების ფინალში ტაივანელ ჩან იუანთან ერთად საათსა და ექვს წუთში დაამარცხა ჩეხების წყვილი ლუსი ჰრადეცკასა და კატერინა სინიაკოვას შემადგენლობით - 6:3, 6:2.

რაც შეეხება მიქსტს, აქაც ჩემპიონები გახდნენ ჰინგისი და ბრიტანელი ჯეიმი მარეი, რომლებიც პირველ ნომრად იყვნენ განთესილები. მათ ტაივანელი ჟან ჰაოჩინი და ზელანდიელი მაკლ ვინუსი დაამარცხეს - 6:1, 4:6, 10:8.

შეხვედრა საათი და 9 წუთი გაგრძელდა. მარტინასთვის და ჯეიმისთვის ეს ზედიზედ მეორე ტიტულია - ივლისში მათ უიმბლდონზე გაიმარჯვეს. ჰინგისმა მიქსტში "დიდი სლემის" მეშვიდე ტურნირი მოიგო, მას, აგრეთვე, 13 მოგება აქვს წყვილებში და 5 - ერთეულებში. მარეის ანგარიშზეა სამი ტიტული მიქსტში და ორი - წყვილებში.

აშშ-ის ღიაზე დასრულდა მამაკაცთა წყვილების ტურნირიც. ფინალში ჟან-ჟულიენ როჟერისა და ჰორია ტეკაუს დუეტმა გაიმარჯვა. ჰოლანდიელმა და რუმინელმა 6:4, 6:3 მოუგეს ესპანელებს - ფელისიანო და მარკ ლოპესებს. შეხვედრა საათი და 27 წუთი გრძელდებოდა.

ტეკაუმ და როჟერმა პირველად მოიგეს აშშ-ის ღია პირველობა. ტურნირის მსვლელობისას, მათ დაამარცხეს პირველი ნომრები - ჰენრი კონტინენი და ჯონ პირსი.

2015 წელს ამ წყვილს მოგებული აქვს უიმბლდონი, 2016 წელს - წლის შემაჯამებელი ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა