ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ცინცაძე: ნაკრებში, ალბათ, აღარ ვითამაშებ

გიორგი ცინცაძე: ნაკრებში, ალბათ, აღარ ვითამაშებ

სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გიორგი ცინცაძეც ფიქრობს

გუშინ, "პირველ არხზე" სტუმრობისას საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, ისიც ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები საქართველოს ნაკრებისთვის".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

დემე,ნომერი ორი გამთამაშებელი საქართველოში გამყრელიძეა და ისიც გიორგის თანატოლი უნდა იყოს.ჯერ მისი თამაში ხომ ვნახეთ და სხვები წარმოიდგინე სად არიან.მოდიან პატარა ბიჭები,მაგრამ ჯერ ძალიან შორს არიან.

• zaza

Shen magalitad Zazs რა საცოდავი ვინმე ხარ თუ იცი ნეტა.

• სოსო

მგონი კი არა ასეა,ლიტვასთან მეორე პერიოდში იღრძო კოჭი და მას შემდეგ ასე ტრავმიანი თამაშობდა.აქედან იყო ამდენი შეცდომა ,თორემ მოსამზადებელ ეტაპზე გიორგი დაფრინავდა.ამაზე ამბონდნენ ტელევიზორში და მისი გასიებული კოჭიც კი აჩვენეს,მაგრამ გიომ მაინც ითამაშა და დარწმუნებული ვარ ეს ტრავმა კიდევ ბევრჯერ შეახსენებს თავს,მაგრამ გუნდისათვის თავი გადადო და რაც შესძლო მაინც გააკეთა.როცა მას ვიღაცა ადანაშაულებს,ესეც ხომ უნდა გაივალისწინოს.ბავშვობაში ერთხელ მეც ვითამაშე ნაღრძობი კოჭით და ერთი კვირის შემდეგ ვითამაშე კალათბურთი.40 წელზე მეტია გასული და მაშინდელის შედეგი კიდევ მომდევს,გიორგიმ კი ერთი დღე დაისვენა და შემდეგ ოთხი თამაში ითამაშა.ჩემს გამოცდილებაზე წარმომიდგენია რა ტკივილს განიცდიდა გიორგი და მადლობის ნაცვლად მისი კრიტიკა რა თქმა უნდა ძნელი ასატანია.სწორედ ამიტომ ვაფასებ სხვებზე მეტად ცინცაძის გამოსვლას და არასოდეს დავუვიწყებ ამ თავდადებას,თუმცა ასევე ძალიან ვაფასებ დანარჩენი ბიჭების გამოსვლასაც,მათ ხომ ყველასთან ბოლომდე იბრძოლეს და თავი არავის დაუხარეს.

• iloreli

ქართვებიდან შენგელიას თუარ და ისე გუნდში ყველაზე მეტი დაკარგვა დიქსონს ქონდა

• andro

ძმურად, ის სხვა ვინაა ხომ ვერ გვეტყვი? გამყრელიძე თუ ლეჟავა?

• დემე

შეუცვლელები არ არსებობენ. ცინცაძეს ტრავმა თუ ჰქონდარატომ ათამაშებდნენ. ეს ხომ მის ჯანმრთელობაზე უკუ აისახება. არა და ის კიდევ გამოადგება ნაკრებს. მიეცათ ახალგაზრდებისათვის მეტი თამაშის დრო, რაც მოხდა იმაზე უარესი ხომ არ მოხდებოდა. აბა როდის და სად უნდა ათამაშონ ისინი რომ სწრაფად დაოსტატდნენ. მეტი ნდობაა საჭირო, მართლა ტურისტები ხომ არ არიან და ტაშის დამკვრელები. ზაზა ფაჩულია ცაში რომ აგყავთ, დაასახელეთ რომელი თამაში ჩაატარა ნაკრებში რაც ევრობასკეტზე გამოვდივართ, გვეთქვას, რომ ეს მისი დამსახურეებაო. პირიქით ნაკრები მის გარეშეც მშვენივრად თამაშობდა, გამოჩნდა და მერე აირია ყველაფერი. კარგად დააკვირდით მოვლენებს. როგორც სჩანს მას არ უნდა, რომ მასზე წინ ვინმე წავიდეს.თორემ ზაზა რომ საამაყო და სათაყვანებელი კაცია ამას თქმა არ უნდა. რაც გააკეთა შრომით ააქვს მოპოვებული.

• Zazs

Shen magalitad

• ებიჯო

რაც მან ევრობასკეტზე შეცდომები უშვა ჯობია წავიდეს და სხვას მისცეს შანსი

• პაატა

აბსოლუტურად ვიზიარებ მეგობარო თქვენს მოსაზრებას.ერთი ორი წელი ძველი ბირთვი კიდევ უნდა დარჩეს და ახალგაზრდობაც უფრო სწორად და სწრაფად გაიზრდება.

• კახა

არ შეძლება ბიჭებო ქვეყანას გაებუტო, ცივი გონებით უნდა შეაფასოთ ყველაფერი საკუთარი თავიდან დაწყებული საერთო სიტუაცით დამთავრებული ისედაც მოკლე სკამი გვაქ მოიხადეთ ვალი დაეხმარეთ ნაკრებს მსოფლიოზე გასვლაში და კარგ ნოტაზე დატოვეთ ნაკრები მაშინაც და ეხლაც უყვარხართ ყველა გულშემატკივარს!

• zura

დიდი პოტენციალი არა ჩემი შაშა კოლა. მაგარი დანძრეული აქვს საქართველოს ნაკრებს უკვე თავქვეზე არიან და პერსპექტივა ც არ ჩანს

• რეზო

ცინცაძეს ოდნავ დაღვინება უნდა, ზუსტად მაგ ასაკში შედის ეხლა და ძალიან წაადგება გამოცდილ თუ ახალგაზრდა ნაკრებს. ყველაფერი მშვენივრად შეუძლია ამ ბიჭს, ფსიქოლოგიურად ჭირდება ოდნავ განმტკიცება და გაკაჟება. იმედია არ წავა.

• სოსო

ზაზა33 წლისაა,გიორგი და მანუ 31.ბიჭებზე დაუმსახურებელი კრიტიკის ძალიან დიდი ნიაღვარი გადმოვიდა და ჩემთვის გასაგებია,რომ ემოციებზე ასეთი განცხადებები გააკეთეს.გაივლის ცოტა ხანი,ემოციებიც ჩაცხრება და დაწყნარებულ გულზე დარწმუნებული ვარ აზრს შეიცვლიან.შესარჩევის თამაშები ისეთ დროს უწევს,ზაზა მასში მაინც ვერ ითამაშებს,მაგრამ თუ გავალთ და დანარჩენი შემადგენლობის დარჩენის პირობებში აუცილებლად გავალთ,უკვე გამოჩნდება რამდენად მომწიფდა გოგა ბითაძე ძირითადისათვის.ზაზაზეც მერე ვილაპარაკოთ.რაც შეეხება გიოსა და მანუს,მათი ყოფნა ნაკრებში სასიცოცხლოდ აუცილებელია,მით უმეტეს,რომ 31 წელი საუკეთესო ასაკია კალათბურთში.თანაც ახალგაზრდულის ბიჭები გამოცდილების გვერდით გაცილებით სწრაფად გაივლიან განვითარების ეტაპებს და გახდებიან ნაკრების სრულფასოვანი წევრები,სხვა შემთხვევაში მათი ზრდის სიჩქარე განახევრდება და ვერც მიაღწევენ იმ სიმაღლეებს,რისი პოტენციაც მათ აქვთ. არის კიდევ ერთი ასპექტიც,ნაკრებმა უნდა დაამტკიცოს რომ ეს მარცხი უიღბლობების დამთხვევის შედეგი იყო და არა ნაკრების სისუსტის,აქ კი დასამტკიცებელი ყველაზე მეტი გიორგი ცინცაძეს აქვს(ზოგიერთებისათვის,ვინც მისი ტრავმა არ გაითვალისწინა და ხელი ჩამოაწმინდა,თორემ მე მისი ფასიც ძალიან კარგად ვიცი და კლასიც).

მე მგონი კაი ხანი ცხვირს ვეღარ შევყოფთ ვერც მსოფლიო ჩემპიონატში და ვერც ევროპის ჩემპიონატში. ეს იყო ყველაზე კარგი და დზლიერი თაობა ჩვენი ნაკრების ისტორიაში რომელსაც ვერ ვაფასებთ. ნი ვითხოვთ იმაზე მეტს ვიდრე გავცემთ. უანგაროდ ემსახურეს სამშობლოს, საქართველოს სახელი გაიტანეს ევროპაში და ევროპელებს გააცნეს ეს ქვეყანა. მეტი რა გინდათ? ბურთი არ გვაქ მოედანი არ გვაქ ფული არ გვაქ მწვრთნელი არ გვყავს და არ გიკვირთ რომ ამდენი მოხერხდა?? მადლობა გიოსაც და ზაზასაც. გეკუთვნით დამსახურებულად მოპოვებული დასვენება. აბა ვნახოთ ერთი რას იზავენ ახალგაზრდები. ამის ნახევარსაც თუ შეძლებენ მე კმაყოფილი ვიქნები

• andro

ეს ევრო აშკარად ჩაუვარდა ბუს. რა იყო ამის მიზეზი ჩვენ არ ვიცით. მე მგონია ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზეზი. საქართველოს ჩემპიონატიდან ამ დონის ტურნირზე გადართვა ძალიან ძნელია! ფაქტია, რომ ამ ეტაპზე მისი შემცვლელი არ გვყავს. თან თუ დიქსონიც ვერ შევინარჩუნეთ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. გამყრელიძის იმედად მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის გადატანაც გაგვიჭირდება

• შოთა

ზაზა ფაჩულიას "ქართული" დაავადება შეეყარა. ბოლო დროს ზედმეტად "თავში აუვარდა" და თანაგუნდელებს და მწვრთნელებს არაფრად აგდებდა. ერთხელ ისიც თქვა, მე უფრო მეტი ვღირვარ, ვიდრე თქვენ ყველა ერთადო. ევროპის ჩემპიონატზე იმაზე ღიზიანდებოდა, მწვრთნელს შერმადინი რომ დიდი ხნით შეყავდა მოედანზე. გიორგი ცინცაძე მაიკლ დიქსონის წარმატებულ თამაშზე კომპლექსდებოდა. ეს შარშანდელ შესარჩევზე ხმამაღლა დააფიქსირა კიდეც. მოკლედ, მარკოიშვილი თუ დატოვებს ნაკრებს(ისიც ასაკშია), ეგ იქნება დიდი დანაკლისი, თორემ ფაჩულია("ლაშა"-ს ვეთანხმები, ისედაც ვეღარ ითამაშებდა) და ცინცაძე უკვე მაინც ვეღარ "ქაჩავენ".

• წუა

ნეტავ შენს ტვინში ჩამახედა,5-2=3 როგორ ანგარიშობ,რომ დავინახო.ჩემო "იმანო",ტრავმების გამო ისედაც 5 მოთამაშე იყო დარჩენილი ვისაც თამაშის ხარისხი მოეკითხება და 3 მოთამაშით მოთხედფინალში როგორ აპირებდი გასვლას,იქნებ დაგვაფასო და აგვიხსნა ღრმად პატივცემულო?!

• Sergi

Unda darches aucileblad

• zaza

შემცვლელები ვინ გყავს და რა დონის აგერ ვნახავთ ნოემბერში.არაა დიდი დრო დარჩენილი.

• vaso

ეგ და ზაზა რომ არ ყოფილიყვნენ, გუნდი მეოტხედფინალსჰი იქნებოდა, მგონი სამზარეულოსჰი რაგაც მოხდა, აბა უკრაინასტან სხვა რა უნდა მომხდარიყო. წავიდა ზაზა და მიყვა ესეც. დედოვსჰინა დამტავრდა? დიდი მადლობა მათ. შეყცვლელები არ არსებობენ

• ლაშა

ახალი წესებით ევროპის ჩემპიონატი 4 წელში ერთხელ ტარდება, შესაბამისად, ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მიიღებს მონაწილეობას. შესარჩევის თამაშები ისეთ დროს ტარდება, როცა ეროვნული ჩემპიონატები მიმდინარეობს, ანუ ნბა-დან კალათბურთელებს ნამდვილად არ გამოუშვებენ სათამაშოდ, აი ევროპულ კლუბებს ალბათ დაავალებენ ნაკრების კალათბურთელების გაშვებას. აქედან გამომდინარე, ზაზა ფაჩულიას სანაკრებო კარიერის დასრულება სრულიად ლოგიკურია, რადგან ძალიანაც რომ მოენდომებინა, მაინც ვერ ითამაშებდა. რაც შეეხება ცინცაძეს, თუ მწვრთნელმა გამოიძახა, არ უნდა იყოს წლის განმავლობაში რამდენიმედღიანი შეკრების პრობლემა. წელს სულ ორი მატჩი ჩატარდება ნოემბერში.

• Sergi

Xo chven xo kris poli da kairi irvingi gvyavs cincazis saxvewi ra gvchirs

• Sergi

Erti axalgazrda daasaxele vinc bus shecvlis

• magaria

როგორც იქნა ამ ბიჭმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

• ზაზა

მსოფლიოს შესარჩევებში ცინცაძე საჭიროა ნაკრებისთვის!.... მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია მოსაპოვებელი .უნდა ითამაშოს დღეისთვის ყველა საუკეთესომ 24 და 27 ნოემბერს ორი ურთულესი ბრძოლა გვაქვს(გერმანიაში-გასვლა და თბილისში -სერბებთან)...ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს.მართალია სამი გადის შემდეგ ეტაპზე,მაგრამ ქულები გადაყვება და თითოელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს!

• Joni

mainteresens qartvelebidan yvelaze meti dakargva vis hqonda?

• zura

ახალგაზდებს უნდა მიცეს მეტი დრო!! სამქულიანების მსროლელები გვჭირდება! ხო ხედავთ იტალია როგორ გაძვრა და რამხელაზე_)) ასე რო ბიჭების ოფთალმოლოგთან წაყვანა საჭირო და მერე სამქულიანებზე ვარჯიში!!! რაც არუნდა გუნდურად შეკრული იყო მაინც გაგტეხავს შენი დონის გუნდი სამქულიანებით

• vasilii

გასოლი 37 არის და თამაშობს...მოუნდათ დასვენება

• grisha dedakimovi

არიქა ავტეხოთ ეხლა-ხვეწნა მუდარა"დარჩი", "გვჭირდები" და ა.შ...

• manchester 1

გასაგებია ყველანი ძაან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეგ წარსულშია და ვერაფერს შევცლით. შენი გადაწყვეტილებაცდა ზაზასიც მე ვფიქრობ ამ გადაწწყვეტილებაზე მე დარწმუნებული ვარ ამ ევროპის ჩემპიონატმაც იქონია თავისი ზეგავლენაც. შენც და ზაზაც ორივე გიყვარხართ ძალიან. თქვენ ბევრი გაგიკეთებიათ ნსკრებისთვს და იმედგაცრუების მეტი სიხარული მოგვანიჭეთ. მე ერის ხმით გეტყვით, რომ ჯერ ადრეა. მსოფლიოს მერე, ორ წელში. ნუ ფიქრობთ ისე, თითქოს ერის სირცხვილი ხართ. ჩვენ გვიყვარხართ ძალიან და თქვენი თითოეული მონიჭებული სიხარული გვახსოვს. თუ ნახავ გიორგი ამ კომენტარს, კარგად დაფიქრდი. რამ დაგაბერა 31 წლის კაცი? ან ზაზაც გატეხილშია დარწმუნებული ვარ, თორემ ან ეგ რამ დააბერა 33 წლისას? კალათბურთელები 39-40 წლამდეც თამაშობენ ფეხბურთელებზე მეტს. მოკლედ, კარგად დაფიქრდით. დანარჩენი თქვენზე იყოს

• akaki

ჯერ რა დროს წასვლაა? ახალგაზრდობისთვის ადგილის დათმობა რა მიზეზია, ის ახალგაზრდა შენს გვერდით რომ გაიზდება, ისე თქვენს გარეშე გაიზრდება ძლიერ კალათბურთელად? რაც შეეხება ჯგუფიდან ვერ გასვლას, ეს კალათბურთელების და მწვრთნელის ბრალი არაა. ამის მიზეზი ფედერაციაშია საძებნი. ან ზაზას რა ჭირს უკვე გუნდმა მიაღწია იმ თამაშს, რომ მსოფლიოზე სანიკიძის და ბურჯნაძის დახმარებით შესაძლებელია წარმატებით გამოსვლა. ზაზას წასვლა მხოლოდ ზიანის მომტანია, ჯერ მსოფლიოზე გამოასწორეთ ეს იმედგაცრუება და მერე იფიქრეთ წასვლაზე.

• ზაზა

ოცდათერთმეტი წლისა

• ქომაგი

არა გიორგი. შენი წასვლა ნაკრებიდან ჯერ ადრეა, არ ჩანს არავინ ისე მომწიფებული, რომ ახლავე შესძლოს გამთამაშებლად დადგომა ისე რომ საქმე არ გაფუჭდეს. ვფიქრობ ეს მსოფლიოს შესარჩევი აუცილებლად უნდა დაეხმარო ნაკრებს და ქვეყანას და მხოლოდ ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისათვის(მჯერა რომ შეგვიძლია გასვლა სწორი მიდგომის და ერთტად შეკვრის შემთხვევაში) შენთან ერთად უკვე უნდა მოიძებნოს ის ახალგაზრდაც ვინც შენს გვერდით გაიზრდება და სათამაშო დროს გაუნაწილებ და გამოცდილებასაც გაუზიარებ. ახლა წასვლა კი ძალიან მტკივნეული იქნება ნაკრებისათის და ყველამ ასე ერთად რომ დაიხუროთ ქუდი და წახვიდეთ დიდი პრობლემის წინაშე დადგება ნაკრები და ამდენი წლის მანძილზე ნაშენები სტაბილური და ანგარიშგასაწევი გუნდიდან მაჩანჩალად ჩამოვქვეითდებით. ამიტომ თხოვნა გვექნება ქომაგებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე დაუდგე ქვეყანას დასახმარებლად! P.ს. იგივეს ვიტყობი მანუჩართან და სხვებთან მიმართებაში. არავისი წასვლის დრო არაა ახლა და ახლა ნაკრების მიტოვება, ბრძოლის ველიდან გაქცევა იქნება. ზაზას წასვლა, ვფიქრობ სწორი და დროულია, ცენტრის პოზიციაზე პრობლემა არ შეგვექმნება, შერმადინი პირიქით უფრო ტავდაჯერებული იქნება პირველ ცენტრად და ბიტაძეც გაიზრდება, მამუკელაშვილის საკითხიც იმედია მოგვარდება მალე და ისიც შეგვეშველება. რაც შეეხება ნაკრების კაპიტნის საკითხს, ყველაზე კარგ კანდიდატურად (ნუ ეწყინება ნურავის) მარკოიშვილი მიმაჩნია თავისი ცოდნა-გამოიცდილებით და მის შემდეგ ვიცე-კაპიტნებად შენგელია და ცინცაძე! მადლობა ყველაფრისათვის რაც აქამდე გაგიკეტებიათ, მაგრამ ჯერ წასვლის დრო არაა, კიდევ არის საბრძოლი ჯერ!

• oeee

და რამდენი წლისაა რო?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს