ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი მსოფლიოს თასზე მომხდარ სკანდალზე საუბრობს
მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე ტური სკანდალით დაიწყო: კანადელი ანტონ კოვალიოვი მაქსიმ როდშტეინთან (ისრაელი) სათამაშოდ უჯრედოვანი შორტით გამოჩნდა დარბაზში. ორთაბრძოლის დაწყებამდე ათიოდე წუთით ადრე მასთან შეჯიბრების მთავარი არბიტრი ტომაშ დელეგა მივიდა და სთხოვა, დრესკოდისთვის პატივი ეცა და ტანსაცმელი გამოეცვალა. კანადელმა უთხრა, რომ სხვა შარვალი არ ჰქონდა, თან ისიც დასძინა, რომ წინა თასის გათამაშებასა და ამჯერადაც ორი ეტაპის განმავლობაში მისთვის შენიშვნა არავის მიუცია. მერე საქმეში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ჩაერია. სწორედ მას ვთხოვეთ ინციდენტის კომენტარი.

- სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?

- სათამაშო ოთახში იშვიათად შევდივარ, რადგან ტურნირის ორგანიზატორებს ყოველდღიურად უამრავი მიმდინარე საკითხის მოგვარება გვიწევს, - გვითხრა ბატონმა ზურაბმა. - შაბათს შეჯიბრების დაწყებამდე პირველ კონფლიქტს მოჭადრაკეთა უსაფრთხოების ზონაში წავაწყდი - წესრიგის დამცველი ქალბატონი ერთ-ერთ არბიტრს ისრაელიდან - ბატონ შულმანს უზარმაზარი ჩემოდნით სათამაშო დარბაზში არ უშვებდა. როგორც იქნა, ეს პრობლემა დავარეგულირე და უცებ ახალი სკანდალის მოწმე გავხდი - კანადელი დიდოსტატი კოვალიოვი ასპარეზობის მთავარ მსაჯ დელეგას ედავებოდა. საქმე ეხებოდა დრესკოდის დაცვას. მაშინ მეც ვთხოვე კანადელს, სიტუაცია არ გაემწვავებინა და ტანსაცმელი გამოეცვალა, მით უმეტეს, რომ პარტიის დაწყებამდე მას დრო კიდევ ჰქონდა.

- რატომ უნდა გამოეცვალა? შეჯიბრებაზე შორტით მისვლა აკრძალულია?

- უმაღლესი რანგის ტურნირების გამართვის დებულებაში არის მითითება მონაწილის სათანადო ჩაცმულობაზე. მართალია, იქ "შორტი" გამოკვეთილად ჩაწერილი არ არის, მაგრამ "ნორმალური ჩაცმულობა", მერწმუნეთ, შორტს ნამდვილად არ გულისხმობს. ამიტომაც ვთხოვე კოვალიოვს, პატივი ეცა ფიდეს დებულებისთვის, ორგანიზატორებისა და კოლეგებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში "ქუჩურად" ჩაცმულს სათამაშოდ არ დავუშვებდით და ფიდე მის წინააღმდეგ სათანადო სანქციებსაც მიმართავდა.

როცა მთავარი მსაჯი მითითებას გაძლევს და მას არ ასრულებ, კანონს არღვევ. ფიდე შეჯიბრების ორგანიზატორი ორგანიზაციაა და ასპარეზობის წესებსაც ის ადგენს. მარტო ჭადრაკში კი არა, სპორტის ნებისმიერ სახეობაში დრესკოდის დარღვევა უმკაცრესად ისჯება.

ალბათ, გახსოვთ, ამას წინათ ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ მოჭიდავე გოგონას ორთაბრძოლის წინ ჯვრის მოხსნა დაავიწყდა. ასპარეზობის არბიტრმა იგი დრესკოდის დარღვევისთვის გაუფრთხილებლად მოხსნა შეჯიბრებიდან და არც არავინ შეკამათებია. კოვალიოვმა კი თავად შეუქმნა პრობლემა საკუთარ თავს.

- ამბობენ, რომ იგი ორი ეტაპის განმავლობაში შორტით მოდიოდა დარბაზში და შენიშვნა მისთვის არავის მიუცია. თანაც, საგულისხმოა, რომ მან მეორე წრეში ვიშვანათან ანანდი დაამარცხა...

- პირველ რაუნდში 128 მოჭადრაკე ჩაება თასის გათამაშებაში, მეორე რაუნდში 64 იყო. ხალხმრავლობაში, ეტყობა, მთავარმა მსაჯმა ვერ შეამჩნია მისი ჩაცმულობა, წყვილზე მიმაგრებულმა არბიტრმა კი ამ დარღვევაზე თვალი დახუჭა და მოჭადრაკეს დათვური სამსახური გაუწია.

- დრესკოდის დამრღვევსა და არბიტრს რა სანქციები ელით?

- ეს რომ ჩემი საჭადრაკო ორგანიზაციის ტურნირზე მომხდარიყო, კოვალიოვის საკითხს აუცილებლად დისციპლინარულ კომისიას გადავცემდი და რა დადგენილებასაც ის გამოიტანდა, მის მიხედვით ვიმოქმედებდი. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ჯარიმა არ ასცდებოდა. აქ კი ყველაფერი ფიდეზეა დამოკიდებული, რადგან მსოფლიოს თასის გათამაშება მისი შეჯიბრებაა. რაც შეეხება არბიტრს, აუცილებლად გავარკვევთ, ვინ დაუშვა ეს ლაფსუსი. მართალია, იგი ამისთვის, ალბათ, არ დაისჯება, მაგრამ ფიდე სამომავლოდ გაითვალისწინებს, ასპარეზობის წესების უცოდინარი მსაჯი მნიშვნელოვან ტურნირებზე მოიწვიოს თუ არა.

- შეჯიბრების მთავარ სენსაციაზეც მინდა გკითხოთ...

- ნოკაუტსისტემისას არავინ იცის, ვინ როდის და ვისთან დამარცხდება, რადგან ასპარეზობის ფორმატი თუნდაც უმნიშვნელო შეცდომის გამოსასწორებლად მინიმალურ შანსს გიტოვებს. ასე მოუვიდა მსოფლიოს ჩემპიონს ჩინელ ბუ სიანჭთან შეხვედრისას. თეთრებით მან შეცდომა დაუშვა და პარტია წააგო, შავებით კი ჩინური კედლის გარღვევა ვერ მოახერხა.

ამის მიუხედავად, დიდი მადლობელი ვართ მსოფლიოს ჩემპიონისა, რომელიც, პიარის თვალსაზრისით, არ შეუშინდა მარცხის რისკს და ტურნირში ითამაშა.

რაც შეეხება 31 წლის ბუს, იგი 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონია გუნდურში. აზიური თამაშების თითო ოქრო-ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისა და საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორიცაა. იგი უკვე ვეტერანი მეგონა, ვერც კი წარმოვიდგენდი, ამ შეჯიბრებაზე თუ მოხვდებოდა, მან კი, ხომ ხედავთ, მეოთხე წრეს უწია, თანაც ტურნირის მთავარი სენსაციით. 2005-06 წლებში მასთან ხშირად მითამაშია და არაერთხელ მომიგია კიდეც. ეტყობა, მას მეორე სუნთქვა გაეხსნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!
ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის ისტორიაში - თინეიჯერი ინდოელი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება
არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
"ასეთი გრძნობა არცერთ ჩემს ყოფილ კლუბში არ განმიცდია" - მოურინიო "ბენფიკაში" დანიშვნის შემდეგ
"დილა" წინ... თბილისური დერბი "დინამომ" მოიგო; "თელავმა" ბათუმში გაიმარჯვა
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
ბიჭუნას არც უთხოვია, მესი თავად შეჩერდა - ლეომ ქართველ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა [VIDEO]
"ბარსელონა" ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია" - ბრუნო გიმარაეში
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე "ფრენის" შემდეგ
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა
"მამა მაშინ გარდაცვლილა, მსოფლიოს ექსჩემპიონ მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი..."
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს