"მარტო ხინკალი და ქაბაბი კი არა, აქაურობა და ქართველებიც ძალიან მიყვარს"
დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთთან პლეი-ოფის პირველ, გასვლით მატჩს ითამაშებს. თავისი არსებობის ისტორიაში, გუნდს პირველად გაუჩნდა ევროპის ჩემპიონატზე (2018, სლოვენია) მოხვედრის რეალური შანსი.

- რუმინეთი VS საქართველო - ისტორიის დასაწერად

მაგრამ, როგორც იცით, რუმინეთთან პირველ მატჩს გუნდის სამი წამყვანი მოთამაშე გამოტოვებს: ძირითადი მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე ტრავმირებულია, გუნდის ბომბარდირ არჩილ სეფისკვერაძესა და შოთა ჭანუყვაძეს კი თითომატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვთ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ცნობილი თავდამსხმელი ფუმასა (როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი) სწორედ საკადრო პრობლემების გამო მიიწვია. რონინიოს შემდეგ ის მეორე ბრაზილიელია საქართველოს ნაკრებში.

2007/09 წლებში ფუმასა "იბერია სტარში" იყო, 2014 წელს კი ალმათის "ქაირათთან" ერთად ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. უთამაშია უნგრულ "დიორი ეტოში", ლატვიურ "ნიკასასა" და ირანის ჩემპიონატის ლიდერ გუნდში.

ფუმასას ქართული პასპორტი "იბერია სტარში" გამოსვლის პერიოდში ჰქონდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი ფეხბურთის ფედერაციის თხოვნა გაითვალისწინა და ბრაზილიელს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა.

რუმინეთში გამგზავრების წინ ფუმასასთან ინტერვიუს ჩაწერის შანსი მოგვეცა, რაც ხელიდან არ გავუშვით. მხიარული ბრაზილიელი გულახდილად ლაპარაკობს, თუ რატომ დათანხმდა საქართველოს ნაკრებში თამაშს...

- მართალია, რომ ქართული იცი?

- ცოტა-ცოტა, გამარჯობა და ორიოდე სიტყვა მახსოვს. უფრო კარგად მესმის, ვიდრე ვლაპარაკობ. ბიჭებს რუსულად ველაპარაკები, მაგრამ დრო მინდა და ქართულს აღვიდგენ. აქ ჩემი მეგობარი რონი თამაშობს და ისიც დამეხმარება.

- შენს ნატურალიზაციაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ "იბერია სტარში" თამაშის დროს იყო...

- მიხარია, ახლა მაინც რომ მოხდა ეს. როცა საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. რონი მეგობარია, მაგრამ "იბერია სტარში" ყოფნის დროიდან ქართველ ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. აქ რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედი და ძალიან მინდა, ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დავეხმარო. ამის გამო პრობლემები შემექმნა, მაგრამ ეს არაფერია...

- რა პრობლემები?

- ირანულ კლუბში მქონდა წინააღმდეგობა, თუ წახვალ, კონტრაქტს გავაუქმებთო...

- ...და შენ რა უპასუხე?

- ეს ნაკლებად მადარდებს, გააუქმეთ კონტრაქტი, მივდივარ-მეთქი! გაუკვირდათ. რუმინეთთან მატჩების შემდეგ მეცოდინება, როგორ აეწყობა საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობა... თუმცა, მერე დამიკავშირდნენ, არ იჩქარო სხვაგან წასვლა, დავილაპარაკოთო. მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე, თანაც ახალგაზრდა აღარ ვარ. ჩემთვის ნაკრებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

საერთოდ, საქართველოში თავს კარგად ვგრძნობ, აქაური ხალხი მიყვარს, ჩვენი ბიჭები, საჭმელებზე აღარაფერს ვამბობ... გაცინოთ?

- საინტერესოა...

- ჩამოვედი, სასტუმროში დამაბინავეს და რაღაც ევროპული საჭმელი შემომთავაზეს. არ მინდა-მეთქი და მაშინ, რას ინებებთო? ხინკალს-მეთქი და სასტუმროს თანამშრომელმა ისე შემომხედა, როგორც უცხოპლანეტელს.

არადა, საქართველოში პირველად 2007 წელს ვთამაშობდი და იქიდან მოყოლებული, ქართული სამზარეული ძალიან მიყვარს. თბილისი ჩემთვის უცხო ქალაქი ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი ადამიანი. მარტო ხინკალი და ქაბაბი კი არა, აქაურობა და ქართველებიც ძალიან მიყვარს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aba, aba
იტალიაში რო ჩახვიდე და პიცა მოითხოვო ხო გაგიჟდნენ....
manchester 1
და ბოლოს.. რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით :D
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა