<p>"სამპდორიას" სავალალო მდგომარეობის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან ხშირად იწერება, რაც ნამდვილად არ გვიკვირს. <br></p><p>"სამპდორიას" სავალალო მდგომარეობის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან ხშირად იწერება, რაც ნამდვილად არ გვიკვირს. გენუელებმა მიჯრით წააგეს შეხვედრები სერია A-ში და სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ. გუნდი, რომელსაც სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ჰქონდა მიზნად დასახული, გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. გასულ ტურში, "სამპამ" საკუთარ მოედანზე წააგო "პარმასთან" და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ სამი ქულა აშორებს. ეს ყველაფერი იმ სატრანსფერო პოლიტიკამ გამოიწვია, რომელსაც კლუბის მესვეურები ბოლო პერიოდში ატარებენ: ჯერ იყო და ანტონიო კასანო მოკვეთეს გუნდიდან, შემდეგ კი ჯამპაოლო პაცინი გაუშვეს "ინტერში" და ფაქტობრივად, თავდამსხმელის გარეშე დარჩნენ. მდგომარეობა მართლაც რთულია და ეს კარგად ესმის გუნდის კაპიტან ანჯელო პალომბოს - ამად არის, რომ ყველანაირად ცდილობს თანაგუნდელების და მთავარი მწვრთნელის, ალბერტო კავაზინის გამხევებას.</p><p>"ძალიან მძიმე დროება გვიდგას, ბოლო მარცხის შემდეგ ფეხბურთელები შოკში იყვნენ და კარგა ხანი, ხმას არავინ იღებდა. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ დავივიწყოთ განვლილი ტურები და მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ. ვგრძნობ, რომ შეგვწევს კრიზისიდან გამოსვლის ძალა და საამისოდ თავს არ დავზოგავთ. ერთი ხანობა, ცხრილის შუაგულში ვიყავით გაჭედილი და თითქოს თამაშის მოტივაცია დავკარგეთ, რამაც ასეთ რთულ ვითარებამდე მიგვიყვანა - დროა გამოვფიზლდეთ, მით უმეტეს, გასავარდნ ზონას ერთი ფეხის ნაბიჯზე მივუახლოვდით და მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემა წესით აღარ უნდა შეგვექმნას. სულ ძალით გავირთულეთ მდგომარეობა და ჩვენ თვითონვე უნდა დავძლიოთ რთული პერიოდი. მინდა მთავარი მწვრთნელი, ალბერტო კავაზინი გავამხნევო და ვუთხრა მას, რომ ყველაფერს ვიღონებთ კრიზისის დასაძლევად".</p>
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა