<p>ჰოლანდიის ნაკრები <br> ჯერ კიდევ გუშინწინ გახდა ცნობილი, რომ უნგრეთთან შესარჩევი რაუნდის შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებს კლაას-იან ჰუნტელაარის გარეშე მოუწევდა ფონს გასვლა. "შალკეს" თავდამსხმელს მუხლის ტკივილი ტანჯავს. ექიმები მას მინდორზე გასვლის უფლებას უახლოეს დღეებში ნამდვილად ვერ მისცემენ. ბერტ ვან მარვიიკს მის მაგივრად ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, რუუდ ვან ნისტელროის გამწესება მოუწევს. თუმცა პრესა სხვა კანდიდატურებსაც ასახელებს. გუშინ ვან მარვიიკმა კიდევ ერთი ცუდი ამბავი შეიტყო - "მილანის" ვარჯიშზე მარკ ვან ბომელი დაშავდა და ნაკრებს ისიც დააკლდება.</p><p>რახან ლაპარაკი ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ჩამოვარდა, შეგახსენებთ რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ვან მარვიიკის განკარგულებაში არ იყვნენ არიენ რობენი, თეო იანსენი, ჰედვიგეს მადურო. ახლა მათ ჰუნტელაარი და ვან ბომელიც დაემატნენ. აქვე გეტყვით, რომ ოფიციალურად ფეხბურთიდან სწორედ უნგრეთთან მატჩის წინ გააცილებენ დამსახურებულ ვეტერანს, 38 წლის ჯოვანი ვან ბრონკხორსტს. შეგახსენებთ, რომ მის ანგარიშზე 106 სანაკრებო შეხვედრაა.</p><p>ჰოლანდიური პრესა სიამოვნებით აღნიშნავს, რომ რუუდ ვან ნისტელროი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ნახეს გაღიმებული. მას ჯერ ტრავმები აწუხებდა, ამას ემატებოდა ის, რომ "ჰამბურგში" საქმეები მთლად ისე არ წაუვიდა, თავად რომ სურდა. არმინ ფეე თუნდაც ჯანმრთელს მინდორზე გასვლის საშუალებას იშვითად აძლევდა. პირადი კრიზისის გარდა გუნდიც საშინელ ფორმაში იყო... მოკლედ, ყველანაირი საფუძველი ჰქონდა ცუდ ხასიათზე ყოფნისთვის. ბუნდესლიგის ბოლო ტურში (კიოლნთან 6:2) კი ყველაფერი შეიცვალა. ის ისევ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და მართალია გოლი არ გაუტანია, მაგრამ გუნდის ტრიუმფში თავისი წილი დაიდო. ტრიბუნებმა ის და მისი თანაგუნდელები ტაშით გააცილეს. მიხაილ იონინგმა ჩრდილოელებს თითქოს ახალი სული შთაბერაო, დაწერა გერმანულმა პრესამ. ფეხბურთელი კი აცხადებს, რომ მართალია მას თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ბუნდესლიგის დატოვება, მაგრამ ახალ მთავარ მწვრთნელთან საუბარმა მასში სულ სხვა განწყობას დაუდო სათავე და შესაძლებელია, კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე იფიქროს.</p>
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა