კაცი, რომელიც 7 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა
ევრობასკეტის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ოფიციალურად მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ილიას ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა ქართულ მხარეს მისი 2 წლით გახანგრძლივება სურს, ბერძენი სპეციალისტი ჯერ ფიქრობს და მოლაპარაკებას ელის. თუმცა ახლა ყველაზე აქტუალური ჩვენი გუნდის მეორე ექსთავკაცი იგორ კოკოშკოვია...

ევრობასკეტი 2017: კოკოშკოვმა ესპანეთს მოუგო, სლოვენია ფინალშია [VIDEO]

გუშინ კოკოშკოვის სლოვენიამ 20-ქულიანი სხვაობით დაჩაგრა ევრობასკეტის ფავორიტი ესპანეთი და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

45 წლის სერბმა საქართველოშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს დააღწია საქართველოს ნაკრებმა თავი ევროპის B დივიზიონს და სამჯერ ითამაშა ევრობასკეტზე (2011 წელს მიღწეული მე-11 ადგილი ახლაც საუკეთესოა ნაკრების ისტორიაში).

კოკოშკოვს, რომელიც საოცარი ემოციური მდგრადობით გამოირჩევა (რისი ნათელი დასტური თუნდაც ეს ფოტოა), სლოვენიაში აღმერთებენ. გუშინდელი ნახევარფინალის შემდეგ primorske.si-მ სერბ მწვრთნელს სტატია მიუძღვნა: "კოკოშკოვი პრეზიდენტად":

"სლოვენიური სოციალური მედია "გადაიწვა" - ნახევარფინალის მერე ჯერ ერთმა დაწერა - "იგორ კოკოშკოვი პრეზიდენტად" და მერე ხალხმაც აიტაცა... რა თქმა უნდა, ნაკლებად მოსალოდნელია, 45 წლის სერბმა ლუბლიანაში, პრეშერენის სასახლის კაბინეტში დაიდოს "ბინა", მაგრამ გაცილებით რეალურია, რომ ის ძალიან მალე გახდება პირველი ევროპელი, ვინც NBA-ს გუნდს ჩაიბარებს.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელმაც სლოვენიის ნაკრებში სამართლიანობა დაამკვიდრა, დადებითი პერსონით და გულმოდგინებით გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა და აი, შედეგიც - სლოვენია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.

რაც სლოვენიას ხელმძღვანელობს, გუნდმა ყველა თამაში მოიგო - შარშან 6, წლეულს უკვე 8 ზედიზედ.

"იგორი ძალზე პოზიტიური პერსონაა. ისეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია დაინახოს ოპტიმისტური გამოსავალი, რომელშიც სხვა სასოწარკვეთას მიეცემოდა. მისი მწვრთნელობა დიდებულად ერგება ჩვენს კალათბურთელებს. ის ტოპ-ექსპერტია და დარწმუნებული ვარ, მას უდიდესი მომავალი ელის კარიერაში", - ამბობს მისი ასისტენტი იაკა ლაკოვიჩი.

კოკოშკოვი ვოივოდინელია. 18 წლის ასაკში, როცა მან "ცრვენა ზვეზდასთან" პირველი კონტრაქტი გააფორმა, როგორც პერსპექტიულმა ახალგაზრდამ, მას საშინელი ავარია შეემთხვა, რის გამოც რამდენიმე თვე ჰოსპიტალში გაატარა.

"იგორი თანამედროვე მწვრთნელია. ეს კარგად ჩანს ჩვენი ნაკრების თამაშის სტილში, ეს ყველაფერი იგორისგანაა. იგი ძალიან გულღია და სამართლიანი ადამიანია", - ამბობს მეორე ასისტენტი რადო ტრიფუნოვიჩი.

კოკოშკოვი უკვე 17 წელია, ამერიკაში საქმიანობს და მას NBA-ს ჩემპიონის ბეჭედიც აქვს. ბეჭედი მან მოიგო, როგორც ლარი ბრაუნის ასისტენტმა "დეტროიტში". ის გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც "ოლ სტარის" მატჩში მწვრთნელის ასისტენტად მიიღო მონაწილეობა. მას ასისტენტად უმუშავია "კლიპერსში", "ფენიქსში", "დეტროიტში", "კლივლენდში", "ორლანდოში" და ახლა "იუტაშია". კოკოშკოვმა 2008 წლიდან 2015-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები გაწვრთნა.

"იგორმა ბევრი რამ მისცა ნაკრებს, მთავარი კი ისაა, რომ მისი გულისთვის ბიჭები კედელს გაივლიან", - ამბობს სლოვენიური კალათბურთის ლეგენდა საშა დონჩიჩი.

ამის ყველაზე ნათელი დასტური კი კაპიტნისა და ლიდერის, გორან დრაგიჩის სიტყვებია, რომელიც მან ნახევარფინალის შემდეგ თქვა: "თუ იგორი დარჩება ნაკრებში, მაშინ მეც დავრჩები გუნდში"...

ბიძია
აზრები ქართულ კალათბურთზე? მე ვიცი ის რომ სერბები არიან კალათბურთის და ფიზმომზადების სპეციალისტები, ჩვენ კი ქართველები საკალათბურთო ერი ვართ ტრადიციებიც გვაქ ტალანტიც გვაქვს მოთამაშეებიც გვყავს ერთი ციცქნა ქვეყნიდან 5 ქართველი მოხვდა NBA-ში მაგრამ პატრონი არა გვყავს, მწვრთნელი არა გვყავს და არცერთი ნორმალური უცხოელი მწვრთნელიც არ მოდიოდა ჩვენთან, ზუსტად ეს მადლი გაგვიკეთა იგორმა და ხელი შეგვაშველა. საცოდავად ვიყავით და კიდე რამდენი უნდა გვეფორთხიალა B Dივიზიონში იგორი რომ არ მოსულიყო. არც არავინ მოდიოდა ნორმალური, იგორი მოვიდა, და არა მარტო მოვიდა - მართლა ამოგვქაჩა გვიშველა ამოგვაყვინთინა ევროპის საუკეთესო 11 ეულში შეგვიყვანა და ქართული კალათბურთი სულ სხვა სიმაღლეზე სულ სხვა სივრცეში გაიყვანა. ფაქტიურად მან გადაგვირჩინა ქართული კალათბურთი, მისი დადებული ამაგი და მისი გაწეული სამუშაო ფასდაუდებელია... სენსაციები გამოვაცხვეთ სერბეთსაც კი მოვუგეთ მაშინ. და ზოგიერთი ღრუ-მუცელი იმბეცილი ასეთი როგორ იბადება, კიდე იმას იძახდნენ გრუზინები ბ-დივიზიონიდან ისედაც ამოვიდოდითო! ჩემ ფეხებს ამოხვიდოდი, წავიდა კოკოშკოვი და ისევ დაბრუნდა "გრუზინული ეპიზოდები" კინაღამ დავბრუნდით ისევ საიდანაც მოვედით, ზურია მოვიდა ეხლა მაგან გვიშველა აიღო "ატვეჩაი" და როგორც იქნა გზა გაგრძელდა. მაგრამ სერბებთან უნდა ვითანამშრომლოთ, ძალიან კარგია ის პროექტი ასაკობრივებთან რომ მუშაობენ სერბი და ხორვატი ბავშვებს რომ გვიზრდიან, სანიკიძე ტყუილად კი არ იძახოდა სერბეთი უნდა მოვიარო საკალათბურთო სისტემა უნდა ავითვისოთ საქართველოში არაფერი არა გვაქვსო. მაგრამ ასეთი უმადურობით და ღურმუცელობით ბიძია არ ვიცი როგორ უნდა იყოს, ბოლოს უკვე იგორას ინგლისურად უწერდნენ ლაწირაკები "წადი იგორ წადი სახლშიო" (!) წავიდა ფინალშია ეგერ და სდიეთ ეხლა
გოგა
მე მგონი კალთბურთის ფედერეციის თავჯდომარის (გაბრიჭიძის)შეცვლის დროა, რომელმაც ზუროს ტურისტებად გაატანა თავისი მოადგილის ბოისას ძმა და კიდევ სხვა 4 უსარგებლო მოთამაშე, რომლებიც არც დაძრულან სათადარიგო სკამიდან. ალბათ უნდა წაეყვანათ ცქიტიშვილი სიმაღლე მაინც აქვს. ან სულ ახალგაზრდა გულაშვილი, რომელიც ესპანეთში თამაშობს და როგორც ამბობენ პერსპექტიული კალათბურთელია. სამქულიანების და ჯარიმების კარგი სროლის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ესაა ჩვენი კალათბურთის ყველაზე სუსტი წერტილი. თუ გახსოვთ მაღალაშვილი თავისი წერტილები ქონდა საიდანაც 3–ქულიანებს ყრიდა, თუმცა ამ სროლებზე დიდხანს ვარჯიშობდა
DINO_ZAUR
მადლობა კოკოშკოვს. გვახსოვს რა გუნდიც ჩაიბარა და როგორიც დაგვიტოვა.
ასურბანიფალი
ისე ბარეორს უნდა რცხვენოდეს და წითლდებოდსეს, როდესაც კოკოშკოვს პროფესიონალიზმს და საერთოდ დონეს უწუნებდნენ...ჯერ მაშინ უნდა მივმხდარიყავით, როდესაც ჩვენზე გაცილებით უკეთესმა ნაკრებმა მიიწვია მწვრთნელად...ისე წლევანდელი წელი უკუსვლა იყო რეალურად...ზუროსი ბრალი კი არაა ან კოკოშკოვის ჩვენების შედეგები, უბრალოდ არ გვყავს მაღალი დონის კალათბურთელები, რაც შეუძლიათ ეგაა...გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს ჩვენს გუნდზე....ერთი ხეირიანი მსროლელი არ გვყავს...დააკვირდით სერბებს, სლოვენიელებს,ესაპანელებს....ჩვენ მაინც გაწვალებულ კალათბურთს ვთამაშობთ...
ირაკლი
რა შუაშია წარმატება მობეზრდა და გაუშვა, შეთანხმება აღარ შედგა, კოკოშკოვს სხვა გუნდში მოუნდამ უშაობა 8 წლიანი აქ ყოფნის შემდეგ და წავიდა, ზუროსიც ძალიან კარგი მწვრთნელია, თან წარმატებას რას ეძახი? 2ზე მეტი თამაში ევრობასკეტზე არც არასდროს მოგვიგია, ოპტიმალური შემადგენლობები რო გვყოლოდა ახლაც ნამდვილად გავიდოდით ჯგუფიდან, სანიკიძე არ გვყავდა, არც ბურჯანაძე, ფაჩულიას ტრავმა ქონდა დაწყებამდე და ბოლომდე ვერ იყო ფორმაში, ცინცაძეც დაიმტვრა პირველივე შეხვედრაში, თან ასაკშიც არიან უკვე ძირითადი ბირთვი, ეგრე 2013 წელს როცა გვაკლდა შენგელია და ფაჩულია, მაშინაც ჯგუფში ჩავრჩით და მხოლოდ 1 თამაში მოვიგეთ ევრობასკეტზე, ამიტომ ზუროსსა და ფედერაციაზე არ შეიძლება იმის დაბრალება რო გაუშვეს კარგი მწვრთნელი და ცუდი მოიყვანესო, პრობლემა მოკლე სათადარიგო სკამში იყო და იმედია ეშველება მაგას რამე
ირაკლი
არაა სლოვენიელი სერბია კოკოშკოვი
სოსო
დარწმუნებული ვარ ,ჩვენ კოკოშკოვი შესაბამისად ვერ გამოვიყენეთ.კაცი ამდენი ხანი მუშაობდა ნაკრებთან,ვნახეთ რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია და თანაც ნაკრებთან ერთად ისიც იზრდება,დაუმატე რაა ფუნქციები და ამუშავე ქართულ მწვრთნელთა კორპუსთან,ახალგაზრდა კალათბურთელებთან.ისინიც აიმაღლებდნენ ცოდნის დონეს და კლასს,ნაკრებსაც უკეთესი შევსება ექნებოდა.სხვათა შორის ეს სრული მასშტაბით ეხება ზუროსსაც,თუკი მოხერხდა და ის კვლავ დარჩა ნაკრების სათავეში,მანაც უნდა იმუშაოს ქართველ მწვრთნელებთან და კალათბურთელებთან,მე რასაც ვხედავ მისი ცოდნა დაცვის ორგანიზებაში,საქართველოსათვის უნიკალურია და ეს ცოდნა ჩვენც უნდა შევიძინოთ. უკვე დამტკიცდა,რომ კოკოშკოვი ძალიან ძლიერი მწვრთნელი ყოფილა,ვხედავთ რომ ასეთივეა ილიას ზუროსიც,ერთმაც და მეორემაც შედეგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერ დადეს მხოლოდ და მხოლოდ მოკლე სკამის გამო,ამის გამოსწორება კი საკმაოდ დიდი დოზით შეიძლებოდა ამ სქემით,სრული გამოსწორება კი ჩვენი გუნდების ევროლიგაზე თამაშით შეიძლება,მაგრამ ამას დიდი სახსრები სჭირდება,თუმცა ყინული თითქოს დაიძრა და ვნახოთ.ზუროსის ამ კუთხით დატვირთვა კი საციცოცხლოდ აუცილებებელი მგონია და ორ წელიწადში უკვე საკმაო ძვრებსაც მოგვცემს ჩვენი კლუბების დაცვის და ზოგადად თამაშის ორგანიზაციაში. მეგობრებო ჩვენ ყველას გული შეგვტკივა ქართულ კალათბურთზე,ამიტომ თქვენც ყველას გთხოვთ დაწეროთ გამოხმაურება თქვენც იქნებ რაიმე აზრი გქონდეთ,უფრო განსხვავებული და ჩვენმა კალათბურთის მესვეურებმაც იქნებ რაიმე რაციონალური ამოიღონ აქედან.
Fidel.
აღმოჩნდა რომ იგორს ჭირდებოდა უფრო მაღალი დონის გუნდი და არა პირიქით. ეჰ, გოიმები ესენი..
ზვიადი
კი ბატონო იმსახურებს კოკოშკოვი ქებას. სლოვენიის ნაკრების წარმატებბაზე კომენტარისას მე აქცენტს კიდევ იმაზე გავაკეთებდი, რომ მას სლოვენიელივე მწვრთნელი წვრთნის. სულ სხვაა როცა შენივ ქვეყნის ნაკრებს წვრთნი, მეტი სტიმული და პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა თუ ქართველი სპეციალისტებიც გაივლიდნენ მსგავს სკოლას, შეიძენდნენ გამოცდილებას დიდ ჩემპიონაებში. კარგი იქნებოდა თუ ვიზრუნებდით სპეციალისტების აღზრდაზე, თორემ ნიჭიერი ახალგაზრდები არასდროს გვაკლდა.
დათო
მეც კარგად მახსოვს, ბევრი აკრიტიკებდა ჩვენთან, ესაო და კოკოშკოვზე უფრო მაღალი რანგის მწვრთნელი გვჭირდებაო, მან თავისი თავი უკვე ამოწურაო. ეხლა ზუროსის კრიტიკაც დავიწყეთ, არა და დაცვა დაგვილაგა, თამაშებს შესანიშნავად კითხულობს და წუთშესვენებებზე მოთამასეებს ოპტიმალურ რჩევებს აძლევს, უნდა ვეცადოთ მის ნაკრებში შენარჩუნებას. იგივე მიდგომაა საჭირო რაგბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან მიმართებაში. ისიც უნდა დარჩეს, რომ მერე კოკოშკოვის მსგავსად მასაც არ მივსტიროთ. ვაისიც უნდა დარჩეს კიდევ ერთი ციკლი.უმადურობის სენისგან მართლაც განკურნება გვჭირდება.
კახა
წარმატებები რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ნაკრებისთვის მაგრამ უაზრო შეცდომებიც გვახსოვს და მთავარი ეხლა სხვა კონტიგენტი ყავს შიშით არ ესვრიან კალათში ბურთს....
სერბებს გაუმარჯოს!
სერბული დუელი შედგება(რუსეთი უკვე აფსაითშია),აქეთ მწვრთნელი, იქით მოთამაშეები.
გელა
აი, ამ კაცს ნამდვილად ეკუთვნის ჩვენგან მადლობა - მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდა. ბოლოსდაბოლოს, ამან გაგვიხსნა ევროპა! ჰო, ტექნიკურებსაც არ იღებდა, სხვათა შორის... ;)
zura
ევროპულ გუნდებთან ჭირდება ადგილობრივ გუნდებს პაექრობა და ოსტატობის ამაღლება, ხო კიდე მისახედია ოფთალმოლოგიურად თუ როგორ არიან ჩვენი კალათბურთელები! სამიანები ბევ რამეს წყვიტავენ რაც გამოჩნდა სლოვენია ესპანეთის მატჩში!!
bs
პირველ ნაწილში გეთანხმები, აი მეორე ნაწილში კი... არ ვიცი, არ ვიცნობ.
შოთა გუგეშაშვილი
მაგარი კაცი იგორი მადლობა ყველაფრისტვის გუსინ კი ნამდვილად მასიამოვნე
alexandre
თქვენ არ იყავით, საბერძნეთში თასის მოგების მერე რომ წერდით - აი კაცი, კოკოშკოვიო, მიხვდა, რომ მეტს ვერაფერს ვერ მისცემს საქართველოს ნაკრებს და წავიდაო. ზუროსმა კი უფრო გაგვაძლიერაო. ეხლა სხვანაირად ჭიკჭიკებთ. მედროვეობა - ამას ქვია. იგორი კი კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. ჩვენთვის კი - განვლილი ეტაპი. გაიხაროს და სულ წარმატებები ქონდეს.
პაატა
კოკოშკოვი ძალიან მაგარი მწვრთნელია და კიდევ უფრო კარგი პიროვნება, მაგრამ ვეჭვობბჩვენს ნაკრებს ამ შემადგენლობით ამაზე წინ ვერ წაწევდა. ჩემპიონობას ვუსურვებ სლოვენიის ძალიან კარგ გყნდს!!!
დავითი
იგორ კოკოშკოვი არის კარგი ადამიანი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე და გულით მიხარია მისი წარმატება, იმიტომ რომ ის მთელი 8 წელი გვახარებდა :) თუმცა მან აშკარად ამოწურა თავი საქართველოს ნაკრებში და ორივესთვის აუცილებელი იყო განშორება... ჩვენს ნაკრებს რაც შეეხება, სჯობს მეტ კალათბურთელი ჩართონ და ლატვიას მიბაძონ - 11 და 12 კალათბურთელი ათამაშონ ყველა თამაშში და როდესაც რამოდენიმე თამაში გიწევს გუნდი ბევრად დასვენებული და ენერგიული იქნება. ახლა ამის ბრწყინვალე შანსია. ზუროსი კი უნდა დაიტოვონ, მაგრამ მისი შტაბია შესაცვლელი, უფრო კი გადასახალისებელი
დათო
ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას მობეზრდა წინა ხელმძღვანელობის წარმატებული პროექტის დიდხანს ყურება, როდემდე შეიძლებოდა ამ წარმატებების ატანა და ამიტომ ახალმა ფედერაციამ გაუშვა კოკოშკოვი. ეს ფედერაცია არის ბოღმის და მექრთამეების ბუკეტი.
Oto
Martalia Igori iliasze ufro didi mcvrtnelia , magram am ukanasknelma, ufro metad gaadzliera nakrebi
საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
სლოვენიამ ავსტრალიას სძლია და ჯგუფიდან გავიდა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
სლოვენიამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
უკრაინამ ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია დაამარცხა [VIDEO]
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
დონჩიჩის 19 ქულა - სლოვენიამ კაბო ვერდესაც სძლია
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
კანადამ დონჩიჩის სლოვენია მეოთხედფინალიდან გამოაგდო
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!