რომელი რეიტინგით განაწილდებიან გუნდები უეფას ერთა ლიგაზე

გუშინ "ფიფა-კოკა კოლას" განახლებული რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს 9-ადგილიანი წინსვლა აქვს და 103-ე პოზიციაზეა.

გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ თუკი მუნდიალის დასკვნით ორ ტურში წარმატებით ვითამაშებთ, ფიფას რეიტინგში კვლავ წინ წავიწევთ, ეს კი... არ გვაწყობს...

რამდენად მართალია ეს მოსაზრება?

მოგეხსენებათ, უეფამ ახალი ტურნირი შემოიღო - ერთა ლიგა - რომლის პირველი სეზონიც 2018 წელს დაიწყება. გუნდები ოთხ დივიზიონად იქნებიან დაყოფილები და ყოველი დივიზიონის გამარჯვებული ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.

არის უეფას ერთა ლიგა - რეალური შანსი საქართველოს!

საქართველო, სავარაუდოდ, D ჯგუფში მოიაზრება. ფანები შიშობენ, რომ სერბეთთან ან უელსთან წარმატების შემთხვევაში, გუნდი რეიტინგის გამო C ჯგუფში აღმოჩდება. ბუნებრივია, ზედა ჯგუფში უკეთესი ნაკრებებია და მისი მოგება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე D ჯგუფის.

თუმცა საქმე ისაა, რომ დივიზიონები ფიფას რეიტინგის მიხედვით არ დგება, უეფა კლასიფიკაციისთვის თავის რეიტინგს იყენებს, რომელსაც უეფას ეროვნულ გუნდთა კოეფიციენტი ეწოდება და რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება ნოემბრის თვეში.

ასე რომ, ნოემბრამდე ოფიციალურად ვერ გავიგებთ, რომელ დივიზიონში ვითამაშებთ. უნდა დაველოდოთ ეროვნულ გუნდთან კოეფიციენტის გამოქვეყნებას, მაგრამ ვარაუდი მაინც შესაძლებელია.

კოეფიციენტები საკმაოდ ჩახლართული სისტემით დგება, რომელსაც აქ აღარ მოვიყვანთ. უბრალოდ, ვიტყვით, რომ ფიფას რეიტინგისგან განსხვავებით, მხოლოდ დათვლის სისტემა არ არის განსხვავებული, უეფა საერთოდ არ იღებს მხედველობაში ამხანაგურ მატჩებს და მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შეხვედრებს (ფინალურ და საკვალიფიკაციო ეტაპებს) ითვალისწინებს.

We Global Football-მა არაოფიციალურად გამოაქვეყნა მიმდინარე რეიტინგი, რომელიც 6 ოქტომბრის მატჩებისთვისაა დაანგარიშებული.

ამ რეიტინგში საქართველო 16,510 ქულით 55 ნაკრებში 43-ე ადგილზეა. ერთა ლიგის დებულებით, ქვედა, D დივიზიონში 16 ყველაზე დაბალრეიტინგიანი ნაკრები უნდა იყოს, ანუ მე-40 ადგილიდან მოყოლებული, ყველა ნაკრები D დივიზიონში ითამაშებს... თუ ბოლო ტურები არაფერს შეცვლის.

მოკლედ, "არ გვაწყობს" 39-ე ადგილი და ზემოთ, რადგან ამ შემთხვევაში მართლაც C ჯგუფში მოვხვდებით. მართლაც, დანიასთან, საბერძნეთთან, რუმინეთთან, ან სერბეთთან საგზურისთვის ბრძოლას სჯობს, ლუქსემბურგს, მალტას, სან მარინოს და მსგავსებს ვეთამაშოთ.

უეფას ეროვნულ გუნდთა კოეფიციენტი (არაოფიციალური)

ჩვენთვის საინტერესო პოზიციები

აქ ერთი ნიუანსია, უეფა ბოლო სამი საკვალიფიკაციო და ორი ფინალური ციკლის მიხედვით ითვლის და იქ ცვლილებები ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორც ფიფას რეიტინგში შეიძლება მოხდეს, თუკი აუტსაიდერი რომელიმე დაწინაურებულ ქვეყანას დაამარცხებს.

ცვლილებები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, მაგრამ დიდ რყევებს არ უნდა ველოდოთ. შედარებისთვის, ვიტყვით, რომ 2015 წლის ნოემბრისთვის საქართველოს 17,786 ქულა ჰქონდა და 41-ე პოზიციაზე იყო და ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 1,2 ქულა და 2 ადგილი დაკარგა.

გიო35
ე,ბიჯო გვეშველა :) :) წაგებით თუ ჭ-ე კლასის გუნდებთან მოვხვდებით წაგებას რაღა უნდა სულ არ ვაგებთ მაინსც? რაღა ეხლა უნდა გაიგიჟონ თავი წააგონ და იქნებ მერე გავიდეთ ჭ-ე ჯგუფიდან :) მალტა და ყაზახეთი იოლი დასამარცხებელი გონია აქ ზოგიერტებს .დ.დ. უბედურება ისაა რომ იმ ჯ-ე ჯგუფიდანაც რომ ვერ გავალთ დ.დ.დ. :)))
მსქროლავი ტროლი
რა ტუზი დაეცათ სერბებსა და უელსელებს... ბედს ნუ მომცემ და საქართველოს ნაკრებთან მომახვედრე ქვეჯგუფშიო, - მაგათზეა ნათქვამი....
უზო
იმიტომ, რომ მიგვაჩვიონ ნელ ნელა ჩვენ ადგილს. აღარ უნდათ ბობოლებს ყველა მაჩანჩალასთან თამაში.
კოტე
ერთა თასზეღა ვითამაშებთ მომავალში თუ ჩვეულებრივი შესარჩევი აღარ გვაინტერესებს? საერთოდ, დავანებოთ ამ გასვლაზე ფიქრს, ამ ეტაპზე მეხუთე კალათის გუნდი ვართ და იმაზე ვიფიქროთ, რამოდენიმე შესარჩევში ზედიზედ თამაშს რომ მოვუმატოთ და მესამე-მეოთხე ადგილებზე რომ გავიდეთ. მერეღა შეიძლება გასვლაზე ოცნება, თორემ ეხლა რა გვინდა ამ ნაკრებით ფინალურ ეტაპზე?
haha
ჩვენ D ჯგუფიდანაც ვერ გავალთ. თუმცა უელს და სერბიას ვერ მოვუგებთ, ასე რომ ნუ ნერვიულობთ.
luk
ლაპარაკი არ უნდა იმას რომ ძლიერებთან თამაშით დავიხვეწებით უფრო მაგრამ 25 წელია ძლიერებთან ვთამაშობთ და ვერ დავიხვეწეთ.ეგ ერთი,მეორეც,მოდი ჯერ ჩვენი დონის გუნდებთან დავამტკიცოთ რო ვჯობივართ იგივე ჩვენს მეზობლებს დავუმტკიცოთ! და მერე რომ მოვიგებთ ამ დივიზიონს ისედაც ზედა დივიზიონში აგვიშვებენ აქ არავინ დაგვტოვებს ნუ გეშინიათ და ძლიერებით ან თუ გინდათ მაინცდამაინც პაექრობა გავიდეთ მსოფლიოზე და იქ ვეთამაშოთ,მერე ზედა დივიზიონში გამოცდილები ვიქნებით, D დივიზიონის გამარჯვებულისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილის სტატუსით.
ქობულეთელი
ვეთანხმები იმ ხალხის აზრს რომლებიც ამბობს რომ ჯობია ძლიერ ჯგუფში მოვხდეთ,აქ 2 აზრი არ შეიძლება იყოს,მალტასთან,გიბრალტართან,ანდორასთან და ლატვიასთან თამაშს რა თქმა უნდა ჯობს თუნდაც რუმინეთის და მის დონის ნაკრებებთან თამაში.მაჩანჩალებთან წარმატების მიღწევა არაფერს ნიშნავს და ისიც ვეღარ ვიქნებით რაც ახლა ვართ,ძლიერებთან მუდმივი სპარინგი განვითარების ერთ-ართი საწინდარია.
სამარცხვინოა
სირცხვილკა აზეთი კითხვის დასმა. თამაში უფრო ძლიერთან პაექრობაში უნდა ისწავლო და არა ჩკრგვში თავჩაქინდრულმა.
koba
vis Hera rom d jgufshi moigeben
odala
მე ნაღდად მირჩევნია ძლიერ გუნდებთან ითამაშონ ვიდრე ფარჩაკებთან თამაშით გავიდეთ. მაგრამ იმ ხალხს ვისაც ფაჩულია ურჩევნია გაიყვანოს ოლსტარში, სადაც მას არაფერი ესაქმება, ალბათ პირიქით ფიქრობს.
ვასილიჩი
წადი, ხაჭაპური იყიდე და მიირთვი, ინტერნეტში რატომ ხარჯავ ფულს? ეგ თუ არ იცი რატომ ერევი შვილოსა მარაქაში? არაა აუცილებელი ყველამ უყუროს ფეხბურთს, ზოგმა ჭადრაკით შეიქციეტ თავიიი
ვასილიჩი
ბაბუუ! მასე თუ იმსჯელე, წინ წასვლის იმედი რითი გაქვს ჰა? ტუ მაღალ შელონტან არ ითამაშე, კლასის ამაღლება როგორ გინდა? საფეხურებრივ უნდა იარო... ერტი ქართული ფილმის გმირას არ იყოს: "რა ხართ ამისთანა, ახლავე, ამ წუთში, უცბათ რომ გინდათ ყველაფერი"-ო, დრო უნდა წლობით ნაპარტახების გასუფთავება-აღდგენას!!!!!!!!!!!!!!!!!!
guri
რად უნდა გეგუჩაძის 21-იანები, ეროვნული მაგ ამოცანას ვერ გადაწყვეტს?
მეზარბაზნე
დაანებეთ თავი ფეხბურთს
ნიკა
დათო შემოგევლე მე დღემდე მეგონა რომ ფიფას რეიტინგით ითვლებოდა. არასწორად ვიცოდი და ახლა ზუსტად გავიგე და ბევრი არის ჩემნაირ მდგომარეობაში. საიტს მე ვერაფერი შევამჩნიე გინდა თუ არა წააგეთო მოუწოდბდეს
ზაზა
თუ ნაკრები ძლიერი არ იქნება და მუნდიალზე ან ევროპაზე ისევე შერცხვება,როგორც ”ყარაბახი” პირველივე მატჩში ”ჩელსისთან”,მაშინ (მე პირადათ) სულ არ მინდა ეგეთი მოხვედრა დასკვნით ეტაპზე.იქაც თუ ფხა არ გამოვიღეთ და ყველას დასაცინი გავხდით,ჯობია სულ ნუ გავალთ...
ყვარყვარე
არიქა ბიჭო გვეშველა და ეგააა!!!! უელსთან და სერბეთთან ათამაშეთ გეგუჩაძის 21-იანები და 100%-იანი ბოლოდან პირველზე ვიქნებით.
levani
VFIQROB ROM DZLIER GUNDEBTAN TAMASHI UFRO SASARGEBLO IQNEBA RADGANAC MET GAMOCDILEBAS MOGVITANS VIDRE DABALI DONIS GUNDEBTAN TAMSHI ROGPRICAA MALTA LUQSEMBURGI DA SAN MARINO DARCMUNEBULI VAR SAQARTVELOS NAKREBI AXLO MOMAVALSHI SASURVEL SHEDEGS MIAGCEVS
vako
უელსი დაგვრჩა
ვვვ
და უეფაში ვერ აზროვნებენ? რატომ უშვებენ ასეთი კომბინაციების შანსს?
ვაუ
კაცო უელსი დაგვჩა თუ მოლდოვა?
დათო
სპორტული მედია ესეთი არასპორტულ მოწოდებებს და გათვლებს არ უნდა აკეთებდეს. არაეთიკურია ელემენტარულად. ამასთან, იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ ადვილად როგორ გავძვრეთ ჩემპიონატზე, არამედ ბრძოლისუნარიანი ნაკრები როგორ შედგეს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, თორემ ამ იოლი გზებით რომც გავიდნენ ჩემპიონატზე, იქ თუ სირცხვილი ჭამეს და ორნიშნა სხვაობით წააგეს, რა აზრი ექნება ეგეთ მონაწილეობას?!..
ქუთაისელი
რა ლაპარაკია საერთოდ? უნდა ვითამაშოთ მოსაგებად, და რაც იქნება იქნება. ფეარ პლეის პრინციპები უნდა დავიცვათ. ამის თქმა უნდოდა კიდე ჩვენს ნაკრებს? არ წავალ უელსთან მატჩზე, თუ მასე იზამთ.
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში