NBA: "ლეიკერსისა" და "ფინიქსის" შეხვედრა არამარტო დღის, არამედ მთელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოვიდა
გუშინდელ სათამაშო დღეს მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც ორში ფავორიტმა აუთსაიდერი გაანადგურა, მესამეში კი ისეთი ბრძოლა გაიმართა, რომ ეს შეხვედრა არამარტო დღის, არამედ მთელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოვიდა. მოქმედ ჩემპიონს "ლეიკერსს" სამი ოვერტაიმი დასჭირდა შინ "ფინიქსის" დასამარცხებლად.

არადა, მატჩის მსვლელობა ასეთ დაძაბულ ბრძოლას არ მოასწავებდა. მესამე მეოთხედში კალიფორნიელებმა 21-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და წესით დღის მესამე მატჩშიც ერთი გუნდის განადგურება უნდა დაფიქსირებულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა. "სანზმა" პირველი სასწაული მოახდინა და საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე პიეტრუსმა სამი ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 101:101. "ლეიკერსი" მალე მოვიდა გონს და 9:0 გაიქცა. მაგრამ არც ეს ყოფილა დასასრული. წუთითა და 17 წამით ადრე ჩემპიონის უპირატესობა ექვს ქულას შეადგენდა. ჩენინგ ფრაიმ შორიდან ჩააგდო, საპასუხო შეტევაში ფიშერმა ააცილა და ძალიან მალე უკვე გრან ჰილმა ისროლა ზუსტი სამქულიანი - 112:112. კობი ბრაიანტმა 10 წამით ადრე ააცილა, ბოლო წამზე კი ვერც ვინს კარტერმა ივარგა. ოვერტაიმი.

პირველი დამატებითი დროის გმირიც ფრაი აღმოჩნდა. ოვერტაიმის დასრულებამდე რვა წამით ადრე "ლეიკერსი" სამ ქულას იგებდა და ჩენინგმა სამქულიანი ისროლა, მაგრამ ააცილა. მოხსნა სტუმრებმა მოიგეს, ნეშმა ისევ ფრაის მიაწოდა და შორეული ტყორცნის დროს მასზე ოდომი დაჯარიმდა. ბოლო წამზე "სანზის" ცენტრმა სამივე საჯარიმო ჩააგდო.

მეორე ოვერტაიმში თამაშის გადარჩენა უკვე "ლეიკერსს" დასჭირდა. ფრაიმ 54 წამით ადრე მორიგი სამქულიანი ჩააგდო და "ფინიქსი" 130:128 დაწინაურდა. ბრაიანტმა კინაღამ დაღუპა თავისი გუნდი, როცა ავანტურული გარღვევისას ვერ ჩააგდო. მისდა საბედნიეროდ "ლეიკერსმა" მეტოქის საპასუხო შეტევა მოიგერია და 2.5 წამით ადრე კობიმ სამწამიანში გასოლი მონახა. მასზე სტუმრები დაჯარიმდნენ და ესპანელმა ორივე თავისუფალი ჩააგდო. მესამე ოვერტაიმის ჯერი დადგა.

მოედანზე 30 წელს გადაცილებული ვეტერანები იბრძოდნენ, მაგრამ არც ერთს დაღლა არ ეტყობოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია 39 წლის ჰილის თამაში, რომელიც კობის მეურვეობდა. მან მოედანზე 44 წუთი დაჰყო და მესამე ოვერტაიმის დასრულებიდან ორი წუთით ადრე ექვსი პერსონალურით გამო დატოვა მოედანი. მისი გასვლა და ბრაიანტის სამქულიანი ერთი იყო - 133:132. ამის შემდეგ ფილ ჯექსონის გუნდს ლიდერობა აღარ გაუშვია ხელიდან. არტესტმა ორი ლამაზი ბურთი ჩაააგდო, შეუჩერებელმა ფრაიმ მორიგი სამქულიანი მოათავსა კალათში... თამაშის დასრულებამდე 22 წამი რჩებოდა, როცა კობიმ ოთხ ქულამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. ერთადერთი, რაც "ფინიქსმა" შეძლო, კარტერის ორქულიანი იყო - 139:137. ოფიციალური მონაცემით, ეს მატჩი 3 საათი და 9 წუთი გაგრძელდა.

ჩენინგ ფრაიმ მოედანზე ყველაზე მეტი - 57 წუთი (!) დაჰყო და ტრავმირებული მხარით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 32 ქულა, რასაც 14 მოხსნა დაუმატა. 49 წუთი ითამაშა სტივ ნეშმა. კანადელი 19 ქულით დაკმაყოფილდა, სამაგიეროდ შვიდიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო და პარტნიორებს 20 შედეგიანი პასი ჩამოურიგა. მატჩის გმირი კი კობი ბრაიანტი იყო. მას ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგი დუბლის შესასრულებლად - 42 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი.

ატლანტა-ჩიკაგო 81:114

21:31, 22:41, 17:26, 21:16

ა: ტიგი (20), სმიტი (14), ჰორფორდი (14), ჯონსონი (13+5 მოხსნა).

ჩ: როუზი (30+10 პასი), დენგი (27).

პორტლენდი-ვაშინგტონი 111:76

35:29, 27:16, 29:14, 17:20

პ: უოლასი (28+8 მოხსნა), ბატუმი (22+12 მოხსნა), ოლდრიჯი (22+6 მოხსნა), მეტიუზი (15), ფერნანდესი (10), მილერი (4+11 პასი+5 მოხსნა).

ვ: კროუფორდი (12), სერაფინი (10).

ლეიკერსი-ფინიქსი 139:137 (3ო)

31:27, 39:29, 29:26, 17:26, 9:9, 9:9, 9:7

ლ: ბრაიანტი (42+12 მოხსნა+9 პასი), ოდომი (29+16 მოხსნა+5 პასი), გასოლი (24+13 მოხსნა), არტესტი (18+5 მოხსნა), ბარნსი (13+5 მოხსნა).

ფ: ფრაი (32+14 მოხსნა), გორტატი (24+16 მოხსნა), ნეში (19+20 პასი+5 მოხსნა), კარტერი (17+5 პასი), ბრუქსი (15), ჰილი (11+10 მოხსნა), პიეტრუსი (11).

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის