უსტვენენ კვლავ გარეთ ბეილს "სანტიაგო ბერნაბეუზე"?
ესპანეთის ლა ლიგის V ტურის ცენტრალური მატჩი "სან მამეს ბარიაზე" გაიმართება, სადაც "ბილბაო" "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

"ბილბაოს" ახლა "სევილიასთან" ერთად საუკეთესო დაცვა ჰყავს, გუნდმა ახლახან დაამყარა "მშრალი" სერიის რეკორდი, კეპა არიზაბალაგამ უგოლოდ 290 წუთს ("ბილბაოს" წინა რეკორდი) გადააბიჯა, თუმცა მალევე "ლას პალმასისგან" პირველი გოლი გაუშვა. ერნესტო ვალვერდეს გარეშე დარჩენილ "ბილბაოს" სამაგიეროდ, შეტევაში უჭირს - 4 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. "ატლეტიკო" დაუმარცხებელია, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდმა ორჯერ ფრე ითამაშა ("ჟირონასთან" და "ვალენსიასთან").

მასპინძლებს მიკელ რიკო, იერაი ალვარესი და ოსკარ დე მარკოსი არ ეყოლებათ, სტუმრებს – ხოსე ხიმენესი, სიმე ვრსალიკო და აუგუსტო ფერნანდესი.

ფაქტები

"ბილბაოს" "ატლეტიკოსთვის" 2013 წლის იანვრის მერე არ მოუგია. მაშინ სან ხოსეს, დე მარკოსისა და სუსაეტას გოლებით ბასკებმა 3:0 მოიგეს.

ამის შემდეგ სიმეონეს გუნდმა 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

ლა ლიგაში 6 დაუმარცხებელი შემორჩა, ერთ-ერთი "ატლეტიკოა".

"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისს" მასპინძლობს და გარეთ ბეილს ერთი სული აქვს, ტრიბუნებზე სტვენის ხმა არ გაიგონოს, როცა ბურთს შეეხება. "რეალის" ფანებმა ბოლო დროს უელსელი ამოიჩემეს, რადგან ის სათანადო ფორმაში არ არის, მაგრამ სან სებასტიანში ბეილმა თავი გოლით გამოიჩინა.

"ბოლო ტურში "ბერნაბეუზე" მისტვინეს. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. ყველაფერს გავიღებ, რომ ამის გამეორების საბაბი ჩვენი გუნდის ფანებს აღარ მივცე", - აცხადებს ბეილი. "ეს ჯერ კიდევ არ არის ბეილის საუკეთესო ვერსია, თუმცა ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით მიზანს", - ეს უკვე ზიდანის სიტყვებია.

ბეტისთან" მატჩში კრიშტიანო რონალდო ბრუნდება, რომელმაც ესპანეთის სუპერთასზე მსაჯს ხელი ჰკრა, რისთვისაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა BBC ვერ აღდგება - ქარიმ ბენზემა ჯერაც ტრავმირებულია.

ფაქტები

დანი სებალიოსი ამ ზაფხულს "ბეტისიდან" "რეალში" გადავიდა.

კრიშტიანო რონალდოს დისკვალიფიკაცია დასრულებულია და "ბეტისთან" ის ითამაშებს.

ბოლო 5 მატჩიდან "რეალმა" "ბეტისს" სამი 5-ბურთიანი სხვაობით მოუგო.

"ბეტისმა" ბოლოს "რეალს" 2012 წლის ნოემბერში მოუგო - 1:0 (ბენიატი).

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "ბარსელონას" შეხვედრას "ეიბართან" "კამპ ნოუზე", "სევილიასა" და "ლას პალმასის" დაპირისპირებას.

ლიდერებს კარგი შანსი აქვთ, 3-3 ქულა შეიმატონ. "ბარსამ" ახალწვეულ უსმან დემბელესთან შეგუება ვერ მოასწრო, რომ უკვე მისი შეცვლა ესაჭიროება, ფრანგი დაახლოებით 4 თვე იძულებით დაისვენებს.

V ტური

სამშაბათი, 19 სექტემბერი

ვალენსია-მალაგა 22:00

ბარსელონა-ეიბარი 00:00

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი

ბილბაო-ატლეტიკო 22:00

ლეგანესი-ჟირონა 22:00

დეპორტივო-ალავესი 23:00

სევილია-ლას პალმასი 00:00

რეალი-ბეტისი 00:00

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი

ვილიარეალი-ესპანიოლი 22:00

სელტა-ხეტაფე 23:00

ლევანტე-სოსიედადი 00:00

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - მაქსი გომესი (სელტა), ხუანმი (რეალ სოსიედადი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა