ესპანეთის ება-ს ლიგაში, "ნოვასკოლთან" სტუმრად გამართულ მატჩში, "კახასოლის" კალათბურთელთა შორის ქართველი საუკეთესო იყო
ესპანეთის ება-ს ლიგაში ბექა ბურჯანაძემ მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა. იგი "ნოვასკოლთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში "კახასოლის" კალათბურთელთა შორის საუკეთესო იყო: 23 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი. ბექას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23-ს უწია, რაზეც დიდი გავლენა სროლის სიზუსტემაც მოახდინა. 7-დან 4 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო - ეს ყველაფერი ბურჯანაძემ 26 წუთში მოასწრო.

დასანანია, მაგრამ ბექამ მოედანი თავაწეულმა მაინც ვერ დატოვა - მისმა "კახასოლმა" "ნოვასკოლთან" 65:70 დათმო.

ება-ს ლიგაში უამრავი გუნდია და რეგიონალური პრინციპით ჯგუფებადაა განაწილებული. "კახასოლი" D ჯგუფშია. 17 ტურის შემდეგ სევილიელებს 7 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე არიან.

ამავე ლიგაში შარშან თამაშობდნენ თორნიკე შენგელია, გიორგი შარაბიძე, კოკა ტომარაძე, მიხეილ ბერიშვილი, გრიგოლ შვანგირაძე... წლეულს ება-ში ბურჯანაძის გარდა მხოლოდ შვანგირაძე ირჯება. მისი "სან ისიდორო" B ჯგუფის წარმომადგენელია, 4 მოგების წილ 21 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა.

25-ე ტურში "სან ისიდორო" "ტორელოდონესთან" სტუმრად 71:93 დამარცხდა. გრიგოლ შვანგირაძემ 8 წუთში 6 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა