ესპანურ კამბრილსში დაწყებულ მშვილდოსანთა ევროპის ზამთრის პირველობაზე ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძე გაისარჯა
ესპანურ კამბრილსში დაწყებულ მშვილდოსანთა ევროპის ზამთრის პირველობაზე ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძე გაისარჯა. გუშინ გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მას მეხუთე შედეგი აღმოაჩნდა - 577 ქულა. ამდენივე დააგროვა რუსმა ნატალია ერდენიევამაც, მაგრამ ჩვენებურმა გადასროლაში აჯობა.

563 ქულა მოაგროვა ქრისტინე ესებუამ, რაც მე-18 მაჩვენებელი გამოდგა. მას ორი ქულით და ერთი საფეხურით ჩამორჩა ასმათ დიასამიძე. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 1701 ქულით მეოთხეზე გავიდა.

ტურნირში 24 მონაწილეა, რის გამოც პირად პირველობაში პლეი ოფი მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო, ოღონდ რვა საუკეთესო მსროლელი პირველი ეტაპისგან თავისუფალი იყო. მათ შორის - ნარიმანიძეც, ესებუამ და დიასამიძემ კი, დანარჩენების მსგავსად, პირველ წრეში გუშინვე ისროლეს. სამწუხაროდ, ეს ბარიერი მხოლოდ ესებუამ გადალახა - იტალიელ ელენა ტონეტას სეტებში 6:2 მოუგო. დიასამიძე იმავე ანგარიშით პოლონელ ნატალია ლესნიაკთან დამარცხდა.

პლე ოფის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება. ნარიმანიძე დანიელ ლოუის ლაურსენს გაეჯიბრება, ესებუას კი კიდევ ერთი იტალიელი ხვდება, ოღონდ პირველზე ბევრად მრისხანე - ბელარუსიდან გათხოვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა. გუნდურ პირველობაში პლეი ოფები ხვალ ჩატარდება, ჩვენები კი პირველ წრეში მეხუთეადგილოსან პოლონელებს ხვდებიან.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა