შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ზედიზედ მეთორმეტედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი

შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ზედიზედ მეთორმეტედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი. 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ივნისის პერიოდში მან 64 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან მხოლოდ 6 მილიონია ტურნირებზე მიღებული საპრიზო ჰონორარი.

ფედერერს სასპონსორო კონტრაქტები აქვს კომპანიებთან - Wilson, Credit Suisse, Mercedes, Rolex, Lindt, Jura, Moet & Chandon, Sunrise, Netjest და Nike. წელს, როჯერმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა პასტას მწარმოებელ Barilla-სთან და ჯამში 40 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამერიკული ჟურნალის Forbes-ის ინფორმაციით, ფედერერის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა - უბრალოდ, საჩოგბურთო ტურნირებში მონაწილეობა. საჩვენებელ შეჯიბრებაში გამოსვლის სანაცვლოდ, შვეიცარიელი 2 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ATP500 ან ATP250 კატეგორიის ტურნირებში მონაწილეობისთვის - 1 მილიონს.

სხვათა შორის, ATP-ის ახალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, ფედერერი მსოფლიოს ახალი რეკორდის მფლობელი გახდა. მან გაუსწრო ამერიკელ ჯიმი კონორსს კლასიფიკაციის ტოპ-ოთხეულში ყოფნის ხანგრძლივობით. ფედერერმა 670 კვირა გაატარა TOP4-ში, რაც დაახლოებით 12 წელსა და 8 თვეს უდრის. კონორსი, რომელმაც 1996 წელს დაასრულა კარიერა, ტოპ-ოთხეულის წევრი 669 კვირის განმავლობაში იყო.

ამ სიაში მესამე ადგილზეა ესპანელი რაფაელ ნადალი - 529 კვირა, მეოთხეზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი - 526 კვირა, მეხუთეზე - ამერიკელი ივან ლენდლი (510 კვირა).

აღვნიშნავთ, რომ მომავალ კვირას ფედერერი კონორსს გაუსწრებს TOP5-ში გატარებული დროის ოდენობით. დღეისთვის, ორივენი კლასიფიკაციის ხუთ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის 706 კვირის განმავლობაში იყვნენ.

lendli
ჩეხი არ იყო? რატომ ამერიკელი? ჩეხოსლოვაკიის ნაკრებშიც უთამაშია...
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა