რა არის ცუდი იმაში, რომ მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავები ქართველი მაყურებლისთვის ითამაშებენ?!
სოციალური მედია ერთხელაც "აფეთქდა". თბილისს მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ყოფილი ვარსკვლავი ეწვევა და ეს თემა გვარიანი მასალა გახდა განსჯისთვის. "ყოფილი" კი დავწერეთ, მაგრამ ვთქვათ ისიც, რომ ფეხბურთში ყოფილი ვარსკვლავები არ არსებობენ. ნაღდი ვარსკვლავი ის ფენომენია, რომელიც თავის თვითმყოფადობას და ბრწყინვალებას ბოლომდე ინარჩუნებს...

- ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

- კახა კალაძე: მსოფლიო ვარსკლავების მატჩში მეც ვითამაშებ

- ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ

გასაგებ მიზეზთა გამო ამ ვარსკვლავების კარიერის საუკეთესო წლები ძირითადად ერთ კონკრეტულ ქვეყანასთან არის დაკავშირებული. ისიც ცხადია, რომ მათი ჩამოყვანა დიდწილად იმ ფეხბურთელის დამსახურებაა, ვინც წლების განმავლობაში ამ ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში წარმატებით წარმოადგენდა საქართველოს. რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, მაგრამ გულზე ხელი უნდა დავიდო და ალალად, სრულიად აპოლიტიკურად უნდა ვთქვა: არ მესმის, რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ვარსკვლავები ქართველი მაყურებლისთვის ითამაშებენ?!

რა თქმა უნდა, ახლოვდება არჩევნები და, გინდა თუ არა, ტვინში მაინც გაგკრავს ეს, მაგრამ საიდანაც გინდა მიუდექი და გაზომე - ეს მოვლენა მაინც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის მორიგი პოლიტიკური გამოცდა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა ჩააბაროს...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ მატჩს მიზანი და დანიშნულება აქვს ისეთი, უკეთესს კაცის ენა რომ ვერ იტყვის - ამ ზაფხულს გადამწვარ ბორჯომის ტყეს აღდგენა სჭირდება და როცა ჩვენ ყოველდღიურად ვირტყამთ მჯიღს მკერდში და საქართველოს ერთგულება-სიყვარულს ვეფიცებით, 5 ლარის გადახდა ნამდვილად არ უნდა დაგვეზაროს.

მეორეც: ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, ცოცხლად ვნახოთ ის ვარსკვლავები, რომელთა თამაშიც ცოტა ხნის წინ ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. ბოლოს და ბოლოს, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პირველად ვნახავთ ფრანჩესკო ტოტის. მას შემდეგ, რაც ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა, ის არც არავის უნახავს მწვანე მინდორზე და თბილისელი მაყურებელი ამაში პირველი იქნება...

არ მესმის იმ ხალხის, ვინც ასეთ ღონისძიებებს მხოლოდ არჩევნებს უკავშირებს. დალოცვილო, წადი სტადიონზე, შეირგე დიდი სანახაობა და როცა არჩევნებზე წახვალ, ხმა იმას მიეცი, ვისაც გინდა! მორჩა და გათავდა!

მე სხვა რამის უფრო მეშინია: ამ ერთჯერადმა და მართლაც კარგმა ღონისძიებამ არ გადაფაროს ის მილიონი პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთშია. წინა ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციას თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში საამაყოდ მხოლოდ ის ჰქონდა, რომ თბილისში სუპერთასი ჩატარდა.

მე მართლა ვისიამოვნე ლიონელ მესის თამაშის ნახვით, ძალიან ბევრი გოლითა და გახსნილი ფეხბურთით, მაგრამ რამდენიმე საათში წავიდნენ ეს ვარსკვლავები, დავრჩით მარტო ჩვენი პრობლემების პირისპირ და პასუხგაუცემელი კითხვებით, რომლებზეც დღეს მით უმეტეს ვეღარ მივიღებთ პასუხს...

იმედია, ეს ასე არ მოხდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდხანს არ გაუგრძელდება ტკბობა ამ მართლაც ძალიან კარგი ღონისძიებით, ვარსკვლავები კი მოინდომებენ, რიგ ეპიზოდებში საკუთარ თავს აჯობებენ და კარგ ფეხბურთს აჩვენებენ "დინამო არენაზე" მისულ გულშემატკივარს...

გვესმის, დღეს საქართველოში ბევრს არ ულხინს, მაგრამ ბილეთის ფასი ისეთია, საშუალო, რიგითი ქომაგი და იმაზე ცოტა უფრო გაჭირვებულიც უნდა შესწვდეს.

ბოლო წლებში ჩვენში ნიჰილიზმს არნახული გაქანება მიეცა. გვაქვს ნდობის დეფიციტი და ყველაფერში ცუდს ვხედავთ. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კკკკკ
ბევრი ტოტის იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად თვლის და თუ ტოტი ვარსკვლავი არაა , მაშინ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონ იტალიას საერთოდ არ ყოლია ვარსკვლავი
მარკიზიო
ბაჩო გ–ს უყურე ძმაო თამაშს, არ ხარ ფეხბურთის გაგებაში, იტალიასთან თამაში 1998 წელს იყო მგონი, ტოტიმ დიდი ფეხბურთი ითამაშა 2017 წლამდის, ხომ ნახე გუშინ ვინ იყო ნამდვილი სუპერვარსკვლავი!!!
morte
ვინც ტოტიში სუპერვარსკვლავს ვერ ხედავს, ის ფეხბურთის გაგებაში არ არის; უფრო მეტიც ჩამოსულ ვარკვლავებში ის შეიძლება ითქვას ტოპ ფეხბურთელია; იუთუბზე დევს მისი მომენტები და ნახოს რეგვენმა; ერთი თამაშით როგორ შეიძლება კაცი შეფასდეს
italia
გემოვნება ყველას განსხვავებული აქვს ,მაგრამ აი რა კრიტერიუმით ვერ აკმაყოფილებს სუპერვარსკვლავის სტატუსს ტოტი?! ლუკაკუ და მაჰრეზი თუ ვარსკვლავები არიან ტოტი მა ვინ ჩემი ფეხებია?!
nnn
ვისაც ფეხბურთი გიყვართ ისიამოვნეთ ვარსკვლავების თამაშით და ვისაც მიშაზე ამოგდითმზე და მთვარე წადით უკრაინაში და დაგვანებეთ თავი ხვალ გვექნება მათი ხილვის საშუალება კიდევ თუ რა
ბაჩო გ
ასე არ უნდა გააგრძელონ იმათმა ვისაც ეს ეხება თორემ დაანახონ ხალხს კარგი და მერე ეს კითხვაც არ იქნება დასასმელი
merabi
მისასალმებელია ყველანაირი ნაბიჯი ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის.ღრმა ვეტერანი არცერთი არაა. თვალსასეირო თამაში უნდა გამოვიდეს.რაც შეეხება ზედმეტად გაპიარებულ ტოტის:რა თქმა უნდა დასაფასებელია დიდხანს მაღალ დონეზე თამაში, კლუბის ერთგულება,ტოტი პროფესიონალი იყო, მაგრამ ისეთ სუპერვარსკვლავად, როგორც მას ხატავენ, მე როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს არ მიმაჩნია. როგორ მახსოვს, იტალია საქართველოს თამაშში, ქეცბაიამ რამდენჯერაც მოატყუა,მან იმდენჯერ წააქცია.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა