ბუნდესლიგის მორიგ ტურში რამდენიმე ისეთი მატჩია, დაძაბულობა და ინტერესი რომ არ უნდა მოაკლდეს

ბუნდესლიგის მორიგ ტურში რამდენიმე ისეთი მატჩია, დაძაბულობა და ინტერესი რომ არ უნდა მოაკლდეს. "ბაიერნი" "ვოლფსბურგს" დაუხვდება და, წესით, უნდა მოუგოს, თუმცა იქნებ, ბრძოლა მაინც ვნახოთ. "რეკორდმაისტერში" გამორიცხულია ალაბას, ბერნატისა და ნოიერის თამაში. საეჭვოა მინდორზე არიენ რობენის გამოჩენა. "ბაიერნს" ვერ დაუპირისპირდება მისი ყოფილი ფორვარდი მარიო გომესი, რომელიც დაშავებულია. "მგლებს" სხვა ტრავმირებულებიც ჰყავთ, რაც მათ შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

კარგი ფეხბურთი უნდა გაჩაღდეს დორტმუნდში, სადაც "გლადბახი" ჩადის. მასპინძლებს რამდენიმე ლიდერი ჰყავთ დაშავებული. როისის, შმელცერის, გერეიროს, როდესა და სხვათა გარეშე დორტმუნდელები მაინც ახერხებენ ლიდერობას. "გლადბახში" არ ითამაშებენ გრიფო, შტორბლი და ტრაორე. საეჭვოა დრმიჩისა და დუკრეს მინდორზე გამოჩენა.

ბევრ გოლსა და შეტევას ველით "ჰოფენჰაიმისა" და "შალკეს" შეხვედრაში. მასპინძლებისთვის დიდი დანაკლისი იქნება სერჟ გნაბრის შესაძლო არყოფნა.

მოჯადოებული წრის გარღვევას ეცდება "შტუტგარტი" "აუგსბურგთან" შეხვედრაში. ამ უკანასკნელს გაცილებით ტიტულოვანი და პოპულარული კლუბი ბოლო წლებში პირდაპირ დაბრიყვებული ჰყავს...

საშინელ დღეში მყოფი "კიოლნი" ხასიათის გამოსწორებას "ჰანოვერთან" მატჩში ეცდება, მაგრამ ამის გაკეთება, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს. "თხებში" სიტუაცია ძალიან არეულია და ზედიზედ მე-6 მარცხი გუნდის ავსტრიელ მწვრთნელს, პეტერ შტიოგერს, შესაძლოა, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.

წესითა და რიგით, მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად უნდა გავიდეს მინდორზე წლეულს ძალიან არათანაბრად მოთამაშე "ლევერკუზენი", "ჰამბურგი" კი ისედაც სუსტია, რაც ამ გუნდის "დორტმუნდთან" ბოლო დაპირისპირებამ ნათლად გვიჩვენა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სტუმრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებათ.

ფაქტები

"ვოლფსბურგმა" "ბაიერნს" ბოლოს 2015 წელს მოუგო (4:1).

"ბაიერნმა" "ვოლფსბურგს" მოუგო ბოლო 6 ბუნდესლიგური მატჩი საერთო ანგარიშით - 22:2.

"ბაიერნს" ბოლო 9 მატჩში არ უთამაშია ფრედ.

"შტუტგარტსა" და "აუგსბურგს" შორის გამართული ბოლო 7 მატჩიდან შვიდივე(!) "აუგსბურგმა" მოიგო.

"დორტმუნდმა" "გლადბახს" ზედიზედ მოუგო 4 მატჩი.

"დორტმუნდსა" და "გლადბახს" შორის ფრე უკანასკნელად 2013 წელს დაფიქსირდა.

"ვერდერმა" "ფრაიბურგი" შინ ბოლოს 2011 წელს დაამარცხა (5:3).

"ჰერტამ" "მაინცი" სტუმრად ბოლოს 2015 წლის თებერვალში დაამარცხა (2:0).

11 ქულა 5 ტურის შემდეგ და არც ერთი მარცხი - ასეთი შთამბეჭდავი სტარტი "ჰანოვერს" არასოდეს ჰქონია.

პეტერ ბოსი ("დორტმუნდი") პირველი მწვრთნელია ბუნდესლიგაში, ვისმა გუნდმაც პირველ 5 ტურში არც ერთი გოლი არ გაუშვა.

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რიცხვი 3000-იან ნიშნულზე აიყვანა. მხოლოდ "ბაიერნსა" (3865) და "ვერდერს" (3040) აქვთ უკეთესი შედეგი.

"ჰერტას" მიერ მიმდინარე ბუნდესლიგაში გატანილი 7 გოლიდან 6-ში მეთიუ ლეკის ხელი ურევია - 4 გოლი, 2 საგოლე პასი.

"ჰამბურგმა" ლევერკუზენში" უკანასკნელად 2009 წელს მოიგო (2:1).

22 სექტემბერი, პარასკევი

ბაიერნი-ვოლფსბურგი

23 სექტემბერი, შაბათი

ლაიპციგი-აინტრახტი

ჰოფენჰაიმი-შალკე

ვერდერი-ფრაიბურგი

მაინცი-ჰერტა

შტუტგარტი-აუგსბურგი

დორტმუნდი-გლადბახი

24 სექტემბერი, კვირა

ჰანოვერი-კიოლნი

ლევერკუზენი-ჰამბურგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
34 წლის ასაკში - გომესი ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა" - მარიო გომესმა "ჩელსისთან" პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
მარიო გომესი სამკურნალოა
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ვის აქვს ყველაზე მეტი ჰეთრიკი 21-ე საუკუნეში?
მარიო გომესი "შტუტგარტს" დაუბრუნდა
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა