იტალიის ჩემპიონატში ორი უდანაკარგო გუნდი დარჩა. ამ ორიდან ერთს ძალზე პრინციპული დაპირისპირება ელის - ტურინულ დერბიში "იუვენტუსი" "ტორინოს" უმასპინძლებს

იტალიის ჩემპიონატში ორი უდანაკარგო გუნდი დარჩა. ამ ორიდან ერთს ძალზე პრინციპული დაპირისპირება ელის - ტურინულ დერბიში "იუვენტუსი" "ტორინოს" უმასპინძლებს. "ბებერმა ქალბატონმა" შემადგენლობის წარმატებულ როტაციას მიმართა "ფიორენტინასთან", თუმცა გამარჯვება მძიმე ბრძოლად დაუჯდა.

"ტორინოს" რაც შეეხება, ბევრი მიიჩნევს და ჩვენ ვეთანხმებით, რომ "ნაპოლისთან" ერთად ეს გუნდი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს სერია A-ში. "იუვენტუსში" უკვე შეეჩვივნენ ხედირასა და დე შილიოს არყოფნას. ამას დაემატა ბენედიქტ ჰიოვედესის ტრავმა - გერმანელ მცველს ვარჯიშზე კუნთი დაეჭიმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იუქმებს. "ტორინოში" კი საეჭვოა ობის, აკუასა და ბონიფაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ნაპოლიმ", წესით, მორიგი გამარჯვება უნდა მიითვალოს. სპალ-ს ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ფავორიტი შეაჩეროს. მით უმეტეს, სეზონის სტარტზე ნეაპოლური კლუბი მაქსიმალურადაა დაცული ტრავმებისაგან და ოპტიმალური შემადგენლობითაც თამაშობს.

სეზონის სტარტის ერთ-ერთი "აღმოჩენის", ლორენცო პელეგრინის გარეშე მოთამაშე "რომამ" უნდა დაამტიცოს, რომ სტაბილური გუნდია. ამ თეზისის გასამყარებლად "ჯალოროსის" საშინაო ასპარეზზე "უდინეზეს" დამარცხება სჭირდება. სტუმრებს დააკლდებათ ვიდმარი, ხოლო პერიცას თამაში საეჭვოა.

ასე თუ ისე, "მილანი" ჯერ სტაბილურად მიუყვება სატურნირო აღმართს. ვინჩენცო მონტელას გუნდს რთული გასვლა ელის გენუაში, სადაც ის მისთვის კარგად ნაცნობ "სამპდორიას" შეხვდება. "მილანს" არ ეყოლება კონტი, ხოლო ანტონელისა და მონტოლივოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. "სამპდორიას" შემადგენლობაში კი, დიდი ალბათობით, ვერ ვიხილავთ დოდოსა და ვივიანოს.

"ინტერმა" წინა ტურში გასვლაზე ქულები დაკარგა "ბოლონიასთან" და ახლა შემართული იქნება საიმისოდ, რომ შინ აუცილებლად მოუგოს "ჯენოას". "ნერაძურის" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს, ერთადერთი, ვინც აკლია, კანსელოა. სამაგიეროდ, "ჯენოას" რიგებში საეჭვოა ლაპადულას, პანდევისა და ბირაგის თამაში.

"ნაპოლისთან" შინ შერცხვენილი "ლაციო" ანდერსონისა და ნანის გარეშე ეცდება ნამუსის მოწმენდას "ვერონასთან" საგარეო მატჩში. დანაკლისი სტუმრებსაც სოლიდური აქვთ - თუნდაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ჩერჩის არყოფნა რად ღირს. რა თქმა უნდა, წყვილის ფავორიტი მაინც რომაული კლუბია.

ფაქტები

ბოლო 9 მატჩია, "უდინეზეს" "რომასთვის" არ მოუგია.

ბოლო 5 ტურინული დერბიდან "იუვენტუსმა" 3 მოიგო, ერთი დაპირისპირება ფრედ (გასულ სეზონში, 1:1 "იუვენტუსის" მოედანზე) დასრულდა და ერთშიც "ტორინომ" იმარჯვა (2:1 - 2015 წლის 26 აპრილს)

11 მატჩია, "ატალანტა" ვერ ახერხებს "ფიორენტინას" ძლევას. ბერგამოელებმა ამ წყვილში ბოლოს 2012 წელს გაიმარჯვეს (2:0 შინ).

"ფიორენტინასა" და "ატალანტას" შორის ბოლო 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 0:0 დასრულდა.

"სამპდორიამ" "მილანს" შინ ბოლოს 2010 წელს მოუგო (2:1).

ბოლო 17 წელიწადში "ლაციომ" (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ ერთხელ შეძლო "ვერონასთან" გასვლითი მატჩის მოგება.

დრის მერტენსი ("ნაპოლი") და ივან პერიშიჩი ("ინტერი) ის ორადორი ფეხბურთელია, ვინც 5 ევროპული ტოპლიგის მასშტაბით 2017 წელს 10 (და მეტი) გოლი გაიტანა და 10 (და მეტი) საგოლე პასი გააკეთა.

23 სექტემბერი, შაბათი

რომა-უდინეზე

სპალ-ნაპოლი

იუვენტუსი-ტორინო

24 სექტემბერი, კვირა

სამპდორია-მილანი

კალიარი-კიევო

კროტონე-ბენევენტო

ვერონა-ლაციო

ინტერი-ჯენოა

სასუოლო-ბოლონია

ფიორენტინა-ატალანტა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მალდინი "ატალანტადან" "ლაციოში" გადავა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი