წლეულს ევროთასებზე საქართველოდან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" იასპარეზებს
წლეულს ევროთასებზე საქართველოდან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" იასპარეზებს. ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარი" "ჩელენჯ კაპის" შესარჩევი ეტაპია.

აქ "ბათუმი" B ჯგუფში "კალვიზანოსთან" (იტალია), "ლისაბონის უნივერსიტეტთან" (პორტუგალია) და "პადოვასთან" მოხვდა. შესაბამისად, მისი მეტოქები A ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან. ესენია: "ტიმიშოარა" (რუმინეთი), "როვიგო" (იტალია), "ვიადანა" (იტალია) და "ჰაიდელბერგი" (გერმანია).

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე პლეი-ოფში გადის და იანვარში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებულები აპრილში შინ და გარეთ ორ თამაშს გამართავენ. ამავე ეტაპიდან ტურნირში ჩაერთვებიან რუსეთის კლუბები, "ენისეი" და "კრასნი იარი", რომლებიც ურთიერთშეხვედრაში "კონტინენტის ფარის" მეორე ფინალისტს გამოავლენენ.

ფინალისტები 2018/19 წლების "ჩელენჯ კაპის" საგზურს მიიღებენ, "კონტინენტის ფარის" გამარჯვებული კი 2018 წლის მაისში, ბილბაოში გამოვლინდება.

"ბათუმი" ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს იტალიაში, "როვიგოსთან" 14 ოქტომბერს გამართავს, 21 ოქტომბერს კი "ჰაიდელბერგს" ბათუმში უმასპინძლებს. მერე, 9 დეკემბერს კიდევ ერთხელ ჩავა იტალიაში და "ვიადანას" შეხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 16 დეკემბერს, ბათუმში "ტიმიშოარასთან" მატჩით დაასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
საშინაო თამაშები სად იქნება? იქნებ ინტერვიუ აგეღოთ კლუბის წარმომადგენლებისგან?
ანდრი
კარგი ამბები გველის. წარმატება!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი 10: ქუთაისის "აიამ" ლიდერობა დაიბრუნა, "ლელომ" ბონუს-ქულა დაკარგა
გავიცნოთ "ბათუმის" მეტოქე ევროთასებზე - "ჰაიდელბერგი"
დიდი 10. XIV ტურის წინ: შეხვედრები არატრადიციულ დროს
"კონტინენტის ფარი": "ბათუმმა" შეკრება დაიწყო
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" რუმინელებთან 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა