ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ორგანიზატორებმა კალენდრის ვარიანტი გამოაქვეყნეს, რომელიც FIBA-ს არ მოეწონება

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ორგანიზატორებმა კალენდრის ვარიანტი გამოაქვეყნეს, რომელიც FIBA-ს არ მოეწონება.

ევროლიგამ თავის ვებგვერდზე წარმოადგინა კალენდრის პროექტი, რომელიც შემუშავებულია ეროვნული ნაკრებების ინტერესთა გათვალისწინებით. ტურნირის მატჩების განრიგის ახალი ვარიანტი უკვე გაუგზავნეს ევროპულ ლიგებსა და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას (FIBA).

ევროლიგა აღნიშნავს, რომ კალენდარი გარანტირებულად იცავს იმ კალათბურთელთა ინტერესებს, რომლებიც ნაკრებებში გამოდიან - მათ შეუძლიათ, ეროვნულ გუნდებში ითამაშონ ყველა საერთაშორისო ტურნირის დროს.

ევროლიგის კალენდარი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

1. ეროვნულ ფედერაციებს სურთ, თავიანთი ნაკრებების შემადგენლობებში საუკეთესო კალათბურთელები ათამაშონ.

2. ეროვნულ ფედერაციებს სურთ, რომ მათმა ნაკრებებმა საკვალიფიკაციო ტურნირების ოფიციალური მატჩები საკუთარ არენაზე ითამაშონ.

3. ნაკრებების კალენდარზე უნდა დაიხარჯოს სეზონში ოთხი კვირა, რომელიც დაემატება ორკვირიან მოსამზადებელ პერიოდს.

4. კლუბების კალენდარზე უნდა მიდიოდეს სეზონში 38 კვირა.

5. პროფესიონალ კალათბურთელებს სჭირდებათ მინიმუმ ოთხი კვირა სეზონში ოფიციალური მატჩებისგან დასვენება.

ზემოთ მოყვანილი ტექსტი ევროლიგის ვებგვერდიდანაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ FIBA-მ ეს ვარიანტი მიიღოს, რადგან ევროლიგას თავისი რეგულარული სეზონის დროს არ აქვს გათვალისწინებული პაუზა სანაკრებო მატჩებისთვის და ის არ გაუშვებს თავის კალათბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებზე.

მოცემული სქემის მიხედვით, ნაკრებებისთვის გამოყოფილია ოთხკვირიანი ფანჯარა ივლისში (ევრობასკეტი, მსოფლიოს ჩემპიონატი, საკვალიფიკაციო მატჩები), მანამდე კი არის ორი კვირა სანაკრებო შეკრებისთვის (ივნისის მეორე ნახევარში).

აგვისტოში მოთამაშეებს დასვენების საშუალება უნდა ჰქონდეთ, სექტემბერში კი დაიწყება კლუბების წინასასეზონო შეკრება. ოქტომბრიდან ივნისის შუა რიცხვებამდე - ევროლიგის გათამაშება მიმდინარეობს.

ახალი ვარიანტის მიხედვით, ევროლიგას ყველაფრის ისე დატოვება სურს, როგორც აქამდე იყო. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ დიდი სანაკრებო ტურნირები არა სექტემბერში, არამედ ივლისში გაიმართება.

2017-18 წლების სეზონში ევროლიგის რეგულარული 2017 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება და 2018 წლის 6 აპრილს დასრულდება. "ოთხთა ფინალი" ბელგრადში 18-20 მაისს გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ევროპის ზონაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტური 23-27 ნოემბერს გაიმართება, 23-24 ნოემბერს კი ევროლიგის მე-9 ტურის მატჩებია. შესარჩევის მესამე და მეოთხე ტურების ჩატარების თარიღია - 2018 წლის 22-26 თებერვალი, ევროლიგის 23-ე ტური კი 22-23 თებერვალს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა