თბილისში, მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალში ლევონ არონიანი და დინ ლიჟენი ითამაშებენ
თბილისში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩების კლასიკურ პარტიები ყაიმით დასრულდა. ამიტომ ფინალისტების გამოსავლენად 21 სექტემბერს ტაიბრეიკები გაიმართა.

დინ ლიჟენისა (ჩინეთი) და ვესლი სოს (აშშ) ორივე 25-წუთიანი პარტია მშვიდობიანად დამთავრდა. 10-10-წუთიანების პირველი პარტია შავებით ჩინელმა 69-ე სვლაზე მოიგო, თეთრებით კი ქულა გაიყო მეტოქესთან და ფინალის საგზური პირველმა მოიპოვა.

უფრო დიდხანს გაგრძელდა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავისა (საფრანგეთი) და ლევონ არონიანის (სომხეთი) პაექრობა. პირველ 25-წუთიან პარტიაში ფრანგმა 64-ე სვლაზე აჯობა არონიანს, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში სომეხმა დიდოსტატმა რევანში აიღო და წონასწორობა აღადგინა.

მომდევნო 10 და 5-წუთიანი ორ-ორი პარტია უშედეგოდ დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა "არმაგედონი" (მოსაგებად თეთრებს 5, შავებს 4 წუთი ჰქონდათ). არონიანი დროში ჩაეტია და ვაშიე-ლაგრავს 78-ე სვლაზე საათი გააჩერებინა.

ამდენად, ფინალში ლევონ არონიანი და დინ ლიჟენი ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..