"ჩემი აზრით, ტაქტიკისა და სტრატეგიის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო"
თელ-ავივში იტალიის ნაკრების მატჩებისას დარბაზი საინტერესო სანახავი იყო: ვინი პუჰს ფუტკრები რომ ეხვევიან, სწორედ ასე დასდევდა გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმია გრეგ პოპოვიჩს, "სან ანტონიოს" მთავარ მწვრთნელს.

"სკუადრა" აძურას შეხვდრებისას პოპოვიჩი იტალიელთა სათადარიგოთა სკამის გადაღმა, მოედნის პირას იჯდა და ყურადღებით აკვირდებოდა იტალიელთა მთავარი მწვრთნელის, ეტორე მესინას ყოველ მოქმედებას. ეს სპეციალისტი ხომ "სან ანტონიოში" პოპოვიჩის თანაშემწეა და პოპიც ისრაელში საქომაგოდ ჩამოჰყვა.

ასე და ამგვარად, თელ-ავივის დარბაზში ერთდროულად ვიხილეთ როგორც მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი (ასეთია ჩემი აზრი) გრეგ პოპოვიჩი, ასევე ევროპის ნომერ პირველი სპეციალისტი - ეტორე მესინა. ისინი ხალხთან ურთიერთობას არც ერიდებოდნენ. იყო ასეთი შემთხვევა: პოპოვიჩს გულშემატკივრებმა სთხოვეს, ტრიბუნასთან მობრძანდით, სურათის გადაღება გვინდაო. იგი ტრიბუნაზე ავიდა და ფოტოს გადაღების ყველა მსურველი გვერდში დაიყენა. მედიატრიბუნას რომ მოუახლოვდა, მე და სპორტის სამინისტროს ჟურნალისტ ლექსო მაისურაძესაც მოგვეცა სამახსოვრო სურათის გადაღების საშუალება. შემთხვევით ვისარგებლე და ვუთხარი - ქართველი ჟურნალისტები ვართ-მეთქი.

- ჯორჯია? - გაიმეორა, - თბილისი? მშვენიერია.

როგორც ჩანს, საქართველოს გაგონებაზე წამითაც არ გახსენებია ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტთან" NBA-ს ნახევარფინალური დაპირისპირებები. თუმცა იტალია-საქართველოს მატჩისას ჩვეულ ადგილას ვეღარ ვნახეთ. არადა, "აძურას" ყველა დანარჩენ შეხვედრას მოედნის კიდიდან მიადევნა თვალი.

გრეგ პოპოვიჩთან ინტერვიუ არ გამოვიდა. ეტორე მესინასთან კი არ ვიჩქარე. იტალიელებს ჯგუფური ეტაპის ბოლოს უნდა შევხვედროდით და სწორედ მას მერე ვცადე ინტერვიუს ჩაწერა. ოღონდ, თელ-ავივში ეს ვერ მოხერხდა, სტამბოლში, ვარჯიშის შემდეგ პირით ხაზთან მდგარ სარეკლამო ბანერს დაეყრდნო და გისმენთო...

ჯერ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ვკითხეთ.

- საქართველოს ნაკრებს, როგორც მეტოქეს, მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად ვადევნებდი თვალს. წინასასეზონო შეხვედრებში ქართველებმა ძალიან კარგად ითამაშეს. აკროპოლისის თასის გათამაშებაში იტალიაც მონაწილეობდა და ვნახე, "ჯორჯიამ" როგორ დაამარცხა სერბეთი და საბერძნეთი.

დაიწყო ევროპის ჩემპიონატი და ქართველებმა დაუჯერებელი წარმოდგენა შემოგვთავაზეს - პირველივე მატჩში ლამაზი თამაშით ლიტვას სძლიეს. ჩემი აზრით, ტაქტიკისა და სტრატეგიის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო. ჩემთვისაც სასიამოვნო გახლდათ ქართველებთან სათამაშოდ მომზადება და უშუალოდ მატჩი.

ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა...

- ყველას თავისი მოსაზრება ექნება. მიზეზებიც დასახელდებოდა, მაგრამ მე ჩემს აზრს გამოვთქვამ: მომეჩვენა, რომ მეორე მატჩმა, გერმანიასთან დაპირისპირებამ, რაღაცა შეცვალა უარყოფითად. შესაძლოა, მენტალურად, ძალიან იმოქმედა...

ამის მიუხედავად, საქართველომ საკუთარი თამაში მაინც იპოვა, ისრაელთან გაიმარჯვა, ჩვენთან ძალიან ახლოს იყო წარმატებასთან. დიდ პატივს ვცემ საქართველოს ნაკრებსა და მის თითოეულ კალათბურთელს.

მანუჩარ მარკოიშვილი 17 წლისა იყო ეტორე მესინამ ტრევიზოს "ბენეტონში" რომ აიყვანა...

- მახსოვს, 2003 წელს ევროლიგის ფინალში საკმარისად ვათამაშე. ამის ერთ-ერთი მიზეზი რიკარდო პიტისის ჯარიმები იყო, მატჩის დასაწყისშივე მიიღო სამი ფოლი. მანუჩარი თავადაც გახარებული იყო და მეც კმაყოფილი დავრჩი. თუმცა "ბარსელონასთან" დავმარცხდით.

მას ჩემს შვილად ვთვლი და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა უკვე დავაჟკაცებულს ვხედავ, ოჯახით, პატარა შვილით. მანუ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, დადებითი პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, "რეჯო ემილიაში" თავის საუკეთესო თამაშს უჩვენებს.

როდესაც საუკეთესო თამაშზეა ლაპარაკი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც იტალიამ და ვერც საქართველომ ევრობასკეტზე შესაძლებლობები საუკეთესოდ ვერ გამოავლინა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დანილო გალინარის სულელურმა შეცდომამ (მან ჰოლანდიელ მეტოქესთან ჩხუბისას მოიტეხა თითი) გუნდში ბევრი რა შეცვალა. სერბეთთან მეოთხედფინალურმა მატჩმაც დაგვანახა, რომ "სკუადრა აძურას" ყველაზე დიდი პრობლემა მაღალი კლასის ცენტრების გუნდებთან ჰქონდა. აკი თქვა კიდეც მესინამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინადღისით, პრესკონფერენციაზე - რაც ვართ, ეგ ვართ, კალათბურთელებს ფეხებში წყალს ვერ დავუსხამ, რომ სიმაღლეში გაიზარდონო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქეთი
მაგ მომენტში ზანგ მაკაკას შრიოდერს თავხედურად როდესაც მოიქცა მარკოიშვილმა გაიწია პასუხის დასაბრუნებლად მაგრამ რატომღაც ყველა წინ დაუდგა მარკოიშვილს ჩვენებიც იმათიანებიც და განმუხტეს ვითომ სიტუაცია . მემგონი ჯობდა მარკოიშვილისთვის თავი დაენებათ და იმ მაკაკა შრიოდერისთვის გაეცათ ყველას ერთიანად პასუხი როგორც მარკოიშვილი უპირებდა
Auue
Ra mixvedra unda tu ra moxda germaniastan ...srederma ert momentshi gadagvaxia burti tan djarimaw agvkida da tan magradaw dagvcina ....ai magis shemdeg gatydnen chvenebi ...da tan chempionatis bolomdis fsikologiurad ver dalagdnen ....ai im ert momentshi vinmes rom satanado pasuxi gaecat egeb ever iamashi ar movxvedrilikavit ai mag dros yvela xerxi sportuli da Ara sportulic kargia ....torem bichebi ki ara I'm momentshi me vigrdzeni tavi seurackofilad miuxedavad imisa rom srederma shegvisrula magram ai dacinva ar unda gartarebinat ....I'm momentshi mindoda rom vinmes etakebina titqos sparingshi an naglad mainnc
ეეე
და ვინ არია სიტუაცია, ვინც არ ვიცით, გვითხარით.
სოსო
პაატა,იქნებ გიო ცინცაძის ნაღრძობი კოჭი იყო თამაშის არევის მიზეზი?მთელი თამაში ხომ მას მიჰყავდა მანამდე.
პაატა
რა მოხდა გერმანიასთან თამაშამდე და მერე ისეთი რომ ასე აირია გუნდი?! მესინამაც კი აღნიშნა ეა ამბავი! გუნდში არეულობის შემტანის ნამუსზე იყოს ჯგუფიდან ვერ გასვლა...და ერთი კარგდ დაიმახსოვროს, ცხივრება კიბეა, ზოგი ადის და ზოგიც ჩადის, სხვა ადამიანები არ უნდა დაამცირო არასდროს!!!
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
ესპანელთა მორიგი დიდი დანაკლისი - იამალთან ერთად საქართველოსთან "ფურია როხას" კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ლუჩიანო სპალეტიმ შესაძლოა, კატარის კლუბი ჩაიბაროს
[ევრობასკეტი 2017] საფერავია, ქართული!
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე ძვირები - კობი და "ნიუ იორკი"
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
"მილუოკი" სერიაში დაწინაურდა და საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
მარკო ბელინელი: პოპოვიჩი რომ დავინახე, გამაჟრჟოლა
საქართველო VS იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში
ევრობასკეტი 2017: რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებზე მისი მეტოქეები
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
NBA. ვინ გაწვრთნის "ოკლაჰომას"?
მეტოქეები: უკრაინამ და იტალიამ "ტრენტინოს თასი" გაითამაშეს
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს ნაკრების მეტოქეს ევრობასკეტზე NBA-ს კალათბურთელი ვერ დაეხმარება
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
ევრობასკეტი 2015: თითქმის სენსაციების ორი ტური
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
ეტორე მესინა: მაიკლ დიქსონი ძლიერი კალათბურთელია
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს