ჯანმრთელი ადამიანი გულის შეტევის მსხვერპლი
მოსკოვის ანტისადოპინგო ცენტრის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგორი როდჩენკოვმა განაცხადა - ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის გამო გაიქცა, რომ თავისი ჯანმრთელობის გამო შიშობდა.

"სიმართლის თქვა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხიფათი გემუქრება. ჩემი კოლეგა და მეგობარი ნიკიტა კამაევი, რომელიც დიდი ხანი სათავეში ედგა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა:

ჯანმრთელი ადამიანი "გულის შეტევის" მსხვერპლი გახდა - ეს არის საყვარელი რუსული ხერხი მტრების თავიდან მოსაცილებლად.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრემლში გაიგეს, რომ ის წერდა წიგნს დოპინგ-პროგრამაზე. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ანტსადოპინგო სააგენტოში ახალი ხელმძღვანელი იური განუსი დაინიშნა და ამ კვირას, მან დასვა შეკითხვები კამაევისა და სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვიაჩესლავ სინევის სიკვდილზე.

არ მინდოდა მათი ბედი გამეზიარებინა. ორი დღით ადრე, სანამ გავიქცეოდი, მთავრობაში ერთმა ჩემმა მეგობარმა გამაფრთხილა, რომ იგეგმებოდა ჩემი "თვითმკვლელობა". გავიფიქრე, რომ ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ იქნებოდა ჩემს გარეშე და თუ მოვკვდებოდი, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს პირველი მოვუყვებოდი სიმართლეს", - განუცხადა გაზეთ New York Times-ს როდჩენკოვმა, რომელმაც რუსეთი 2015 წელს დატოვა.

სწორედ როდჩენკოვი იყო მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მთავარი ინფორმატორი რუსულ სპორტში დოპინგის საქმეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა